16 აგვისტო 13 წუთის საკითხავი
Megamall.ge - სტარტაპერისთვის

ონლაინმაღაზია Megamall.ge, რომელიც  უკვე სამი წელია მომხმარებელს 10 000-ზე მეტი სახეობის წვრილ და მსხვილ ტექნიკას სთავაზობს, პროგრამა „სტარტაპერთან“ ერთად სპეციალურ პროდუქტს - „Megamall.ge -სტარტაპერისთვის“ ქმნის.

 

ერთობლივი შეთავაზების ფარგლებში, დამწყები ბიზნესების წარმომადგენლები ნებისმიერი ტიპის ტექნიკის შეძენას საქართველოში ყველაზე დაბალ, თითქმის საბითუმო ფასად შეძლებენ. პროდუქციის ყიდვა შესაძლებელია როგორც ვებგვერდის საშუალებით, სახლიდან გაუსვლელად, ისე თბილისსა და ზუგდიდში მდებარე მაღაზიებში. ვებგვერდს ონლაინგანვადების ფუნქციონალიც აქვს. სტარტაპერები „მეგამოლის“ პროდუქციის შეძენისას კიდევ ერთი უპირატესობით ისარგებლებენ. მათ სპეციალურად გამოყოფილი მენეჯერი მოემსახურებათ, დისტანიცურად გაივლიან კონსულტაციას და ტექნიკას მათთვის სასურველ ადგილზე, ყოველგვარი დამატებუთი საფასურის გარეშე მიიღებენ.

„როდესაც ბიზნესს ვიწყებდით, სტარტაპერობის საკმაოდ რთული  გზა ჩვენც გავიარეთ. ამიტომ კარგად გვესმის ის საჭიროებები და გამოწვევები, რის წინაშეც დამწყები ბიზნესების წარმომადგენლები დგანან.  ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას  მათ წინაშე, ვინც ახლა იწყებს ბიზნესსაქმიანობას და ვცდილობთ, შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ წინსვლასა და რესურსების ხელმისაწვდომობაში. სწორედ ეს იყო პროგრამა „სტარტაპერთან“ პარტნიორობის მთავარი მიზეზი“, - ამბობს სოსო ბიძინაშვილი, „მეგამოლის“  ელექტრონული პროექტების მენერჯერი.

 

„მეგამოლის“ შექმნის იდეა დამფუძნებლებს დაახლოებით 3 წლის წინ, ბაზარზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე გაუჩნდათ. დღეს “მეგამოლს“ 50 თანამშრომელი ჰყავს და აერთიანებს ბაზაზრზე არსებულ ყველა ტიპის თანამედროვე პროდუქციას,  როგორც წვრილ, ისე მსხვილ ტექნიკას. შეძენილი ნივთების ადგილზე მიტანა საქართველოს მასშტაბით სამი დღის, თბილისის მასშტაბით კი ერთი დღის განმავლობაშია შესაძლებელი.

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომხმარებელი და მათთან ურთიერთობა. სწორედ ეს არის ის პრინციპი, რაზეც „მეგამოლი“ დგას. თითოეულ მომხმარებელს საკმაოდ დიდ დროს ვუთმობთ იმისთვის, რომ მასზე მორგებული სერვისი ან პროდუქტი შევთავაზოთ,  მისთვის საინტერესო ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გავცეთ და სრულფასოვანი კონსულტაცია გავუწიოთ. ამან წლების განმავლობაში  ჩვენი კომპანიის მიმართ  ნდობა გაამყარა. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „მეგამოლი“ წამყვანი ონლაინ-ტექნიკის მაღაზიაა საქართველოში“, - ამბობს სოსო ბიძინაშვილი.

 

გარდა მომხმარებელთან ურთიერთობისა, „მეგამოლს“ ბაზარზე სხვა მსგავსი კომპანიებისგან პროდუქციის რაოდენობა, მაღალი ხარისხი, ხელმისაწვდომი ფასები და სწრაფი  მიწოდების სერვისიც გამოარჩევს. კომპანია უახლოეს მომავალში რამდენიმე მიმართულებით გეგმავს განვითარებას - მიმდინარეობს ვებგვერდის ფუნქციონალისა და დიზაინის განახლება. გარდა ამისა,  სულ მალე „მეგამოლს“ კიდევ ორი ფიზიკური მაღაზია შეემატება თბილისსა და ბათუმში.

„Megamall.ge-სტარტაპერისთვის“ შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „სტარტაპერის“  ვებგვერდზე,  ასევე „მეგამოლის“ ცხელ ხაზზე: 032 2 49 77 77.

 

ავტორი: სალომე მოდებაძე

 

კომენტარები