6 მარტი 10 წუთის საკითხავი
MOSTAT

როცა საკუთარი პრობლემის გადაწყვეტის გზას ბიზნესად აქცევ, მაშინ ეს ბიზნესი ნამდვილად სანდოა. 3 წლის წინ, როდესაც თავიანთი პროფესიული საქმიანობით დაკავებული პაატა კვესელავა და ლაშა დოლიძე ახალ ოფისში გადავიდნენ, შეამჩნიეს გათბობის დიდი გადასახადი, რომლის გაიაფებაც დასავლეთში უკვე კარგად ცნობილი ენერგოეფექტური მოწყობილობით - თერმოსტატით - გადაწყვიტეს. მათ ცენტრალური გათბობის დისტანციური მართვის სისტემის საშუალებით 20%-ით გააიაფეს გადასახადი და წარმატებული პრაქტიკა სტარტაპად „ელ გრინი“ გარდაქმნეს.

თერმოსტატი პატარა ენერგოეფექტური მართვის ბლოკია, რომელიც გათბობის ქვაბში მონტაჟდება. მას wi-fi-ს საშუალებით უკავშირდება სენსორი, რომელიც საცხოვრებელ ფართში ტემპერატურას განსაზღვრავს. მომხმარებელს, კი რომელიც, თავის მხრივ, ნებისმიერი გაჯეტის ან სმარტფონის საშუალებით უკავშირდება სენსორს, შეუძლია დისტანციურად მართოს ტემპერატურა და დაზოგოს გათბობაში გადახდილი თანხა:

 

მალე სახლში უნდა დაბრუნდე, შინ არავინაა და ძალიან გცივა?

  • შეგიძლია ისარგებლო აპლიკაციით და მონიშნო სასურველი ტემპერატურა. სანამ მიხვალ, მოსტატის სისტემა სახლს უკვე გამთბარს დაგახვედრებს.

 

ოფისი მუდამ სასურველი ტემპერატურის შენარჩუნება და თან ენერგიის დაზოგვა გინდა?

  • Mostat.ge-ს საშუალებით, შეგიძლია შეადგინო ოპტიმალური განრიგი და განსაზღვრო კვირის განმავლობაში როდის რა ტემპერატურის შენარჩუნება გსურს. ასე თანხასაც დაზოგავ და და ზედმეტი სიცხე ან სიცივეც არ შეგაწუხებს.

 

აქირავებ საცხოვრებელ ფართს და გინდა, ერთი მხრივ, მომხმარებელი დარჩეს კმაყოფილი, მეორე მხრივ კი - გათბობის ხარჯი შეამცირო?

  • მოსტატის სისტემა დაგეხმარება სასურველი ტემპერატურა ისე შეინარჩუნო, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში გათბობის ქვაბი გამორთული იყოს.

მსგავსი ენერგოეფექტური მოწყობილობები განვითარებულ ქვეყნებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ტექნოპარკის იდეების კონკურსში გამარჯვებულმა სტარტაპმა ელ გრინმა კი დაწერა პროგრამა და საქართველოში პირველმა შექმნა სერვისი, რომელიც ეკონომიური და ძალიან მოსახერხებელია. ძველი თაობის თერმოსტატებისგან განსხვავებით, მოსტატის უპირატესობა ისაა, რომ მისი მონტაჟი მარტივად, რემონტის შემდეგ, სადენების გარეშე შეიძლება და რაც მთავარია აქვს აპლიკაცია, რომელიც ქართულენოვანია და მორგებულია მომხმარებლის საჭიროებებზე.

 

ელ გრინი მომავალი სეზონებისთვისაც გეგმავს განვითარებას და აპირებს შექმნას კონდენციონერების დისტანციური მართვის პროდუქტი, რომელიც ასევე კომფორტის უზრუნველყოფისა და ხარჯის დაზოგვის საშუალება იქნება.

 

ავტორი: ქეთი რაზმაძე

კომენტარები