22 აგვისტო 13 წუთის საკითხავი
Krevetebi.ge ზღვის პროდუქტების მოყვარულებისთვის

თუ ზღვის პროდუქტები და აზიური სამზარეულო გიყვართ და უპირატესობას ჯანსაღ საკვებს ანიჭებთ, თბილისში თქვენთვის სწრაფი კვების ახალი ობიექტი -  Krevetebi.ge გაიხსნა.

თქვენ უკვე შეგიძლიათ ზღვის პროდუქტების მრავალფეროვანი კერძებიდან სასურველი აირჩიოთ, შეუკვეთოთ ვებ-გვერდიდან Krevetebi.ge ან გამოიძახოთ Glovo-ს, Wolt-ის ან Menu.ge-ის საშუალებით და შერჩეული კერძი ოფისიდან ან სახლიდან გაუსვლელად მიიღოთ.

 

Krevetebi.ge-ს გუნდში ამბობენ, რომ მათი უპირატესობა უმაღლესი ხარისხის, ჯანსაღი პროდუქტებისგან დამზადებული კერძებია, რომელიც უმოკლეს დროში, ღია ტიპის სამზარეულოში მზადდება გაგარინის 27 ნომერში. აქვე შესაძლებელია კერძების დაგემოვნება და მომზადების პროცესისთვის თვალის მიდევნება.

სტარტაპის შექმნის იდეა ხათუნა მჭედლიშვილს დასთან და ძმებთან ერთად 2 წლის წინ გაუჩნდა. საერთო საქმეში მოგვიანებით დეიდაშვილები ჩაერთნენ და ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული პროფესიის მქონე ადამიანები საერთო მიზნისთვის გაერთიანდნენ - თბილისში ისეთი სწრაფი კვების ობიექტი გაეხსნათ, რომელიც ჯანსაღ კერძებს შესთავაზებდა მომხმარებელს ხელმისაწვდომ ფასად.

 

მართალია, Krevetebi.ge-ის შექმნის იდეა 2 წლის გაჩნდა, თუმცა იდეის რეალობად ქცევა 5-მა სტარტაპერმა 2 თვის წინ მოახერხა. ამ პერიოდის განმავლობაში მათ არაერთი გამოწვევა შეხვდათ, თუმცა, როგორც ამბობენ, დაბრკოლებების გადალახვამ გუნდს ძალიან დიდი გამოცდილება შესძინა.

„ჩემი ცხოვრების 20 წელი სწვლასა და მუშაობაში გავატარე. ამ პერიოდის განმავლობაში მუდმივად ვფიქრობდი, ჩემი საკუთარი ბიზნესი წამომეწყო. ჩანაფიქრის რეალობად ქცევა მე და ჩემი ოჯახის წევრებმა მოვახერხეთ. 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ და  დროსა და ენერგიას არ ვიშურებთ იმისთვის, რომ Krevetebi.ge კიდევ უფრო განვავითაროთ და წარმატებულ სტარტაპად ვაქციოთ“, -ამბობს ხათუნა.

 

Krevetebi.ge ძირითადად გათვლილია დასაქმებულ სეგმენტზე, მათზე, ვისაც დროის სიმცირის გამო საშუალება არ აქვს გემრიელად და ჯანსაღად წაიხემსოს, თანაც ხელმისაწვდომ ფასად. Krevetebi.ge-ს კერძების ფასები 4 ლარიდან იწყება და 25 ლარის ფარგლებში მერყეობს.

 

“როდესაც რაიმე იდეას დაისახავ, მიზნამდე აუცილებლად უნდა მიხვიდე, რის ფასადაც არ უნდა დაგიჯდეს ის. ჩვენი, სტარტაპერების გამოცდილებიდან გამომდინარე, დამწყები ბიზნესების წარმომადგენელებს მინდა ვურჩიო, რომ ძალიან ბევრი არ იფიქრონ, უფრო გამბედავები იყვნენ და თუნდაც შეცდომები დაუშვან, იდეა რეალობად აქციონ, სანამ ამ იდეას სხვა განახორციელებს“, - ამბობს ხათუნა.

Krevetebi.ge–ს მიმართ ინტერესი პირველივე დღიდან საკმაოდ დიდი აღმოჩნდა და სოციალურ ქსელში მომხმარებლებისგან არაერთ პოზიტიურ გამოხმაურებას იღებენ. როგორც ხათუნა ამბობს, ეს მათთვის სტიმულია, უკეთესი პროდუქტი და მომსახურება შესთავაზონ მომხმარებელს.

 

სექტემბერში Krevetebi.ge კიდევ ერთი ობიექტის გახსნას გეგმავს, რადგან ქალაქის არაცენტრალურ უბნებში მცხოვრებმა მომხმარებლებმა კერძების მიღება კიდევ უფრო სწრაფად შეძლონ. უახლოეს მომავალში Krevetebi.ge-ს გუნდი მენიუში მრავალფეროვანი კერძების დამატებასაც აპირებს და მომხმარებელს აზიურის გარდა, მსოფლიოს სხავადასხვა ქვეყნის სამზარეულოს კერძებს შესთავაზს.

 

 ავტორი: სალომე მოდებაძე

კომენტარები