8 იანვარი 15 წუთის საკითხავი
KASHKASH - ბრენდი, რომელიც თქვენს ცხოვრებას სიკაშკაშეს შემატებს!

ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ მის ცხოვრებას ბედისწერა განაგებს. ბევრს კი მიაჩნია, რომ თავისი ცხოვრების ბატონ-პატრონი მხოლოდ თვითონაა, მის ხელშია აწმყოც და მომავალიც. თუმცა, ხშირად, ჩვენს ცხოვრებაში უცებ შემოიჭრება ხოლმე ისეთი შემთხვევა, რომელიც სრულიად ცვლის ყოველდღიურობას და, შესაბამისად, შეხედულებას ჩვენი თავისა და სამყაროს შესახებ. ასეთ შემთხვევებს მეცნიერული ახსნა არ მოეძებნება, თუმცა, მათ ადამიანი, შესაძლოა, მეცნიერულად ზუსტ საქმესთან მიიყვანონ.

თავის მოვლის ორგანული საშუალებების ბრენდი „კაშკაში“ სწორედ ასეთი შემთხვევის წყალობით დაიბადა. ის ბაზარზე წელიწადნახევრის წინ შემოვიდა და დღეს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილ პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელში - „ლუტეციაში“ იყიდება. ბაზარზე შემოსვლამდე „კაშკაშმა“ უცნაურად საინტერესო გზა გაიარა, ყველაფერი კი მისი დამფუძნებლის, ქეთო გიორგობიანის დაბადების დღეზე დაიწყო:

 

„ყველაფერი შემთხვევით მოხდა. ჩემმა ქმარმა რატომღაც გადაწყვიტა, დაბადების დღეზე ჩემთვის ეთერზეთების ნაკრები ეჩუქებინა. მაშინ დავიწყე დილეტანტურ დონეზე გასართობად რაღაცების კეთება, გუგლიდან ვიღებდი მარტივ რეცეპტებს და ვამზადებდი მარტივ საშუალებებს, რომლებსაც ახლობლებს ვჩუქნიდი. რაღაც პერიოდის შემდეგ დამირეკა მამიდაჩემმა, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, და მითხრა, რომ თურმე ჩემი დიდი ბებია თავის დროზე დაინტერესებული იყო ეთერზეთების შეზავებით და აწარმოებდა ჩანაწერებს. მამიდაჩემმა მაჩუქა ის ორი რვეული, რომლებიც 1962 წლით თარიღდება და სავსეა ბებიაჩემის ხელნაწერებით, ფორმულებით, რჩევებით. გავეცანი ამ ჩანაწერებს. ფორმულები ცოტა მოძველებული აღმოჩნდა - ის ინგრედიენტები, რომელიც მაშინ გამოიყენებოდა, დღეს აღარ გამოიყენება საერთშორისო დონეზე, ასეთია, ვთქვათ, სპერმაცევტი, რომელიც ცხოველური წარმოშობისაა და მის მოსაპოვებლად ვეშაპებს ხოცავენ... მაგრამ საერთო ჯამში ეს რვეულები დიდი ინსპირაციის წყარო გახდა ჩემთვის“ - ყვება ქეთო გიორგობიანი.

დადგა ამ საქმის სერიოზულად შესწავლის დრო. ბრიტანულ სკოლაში 2 წლიანი პროფესიული კურსის გავლის შემდეგ ქეთომ მეგობართან, თამარ მაისურაძესთან ერთად ლაბორატორია დააარსა და ბრენდიც შექმნა.

 

„კაშკაშის“ პირველი პროდუქტი, ღრმა დამატენიანებელი ხაზი - ყურძნის ზეთის ბაზაზე დამზადებული დღის და ღამის კრემები და თვალისა და ტუჩის ბალმი, ქეთოს დიდ ბებიას მიეძღვა. ეს ხაზი სწორედ მის სახელს, „მანის“ ატარებს და მომხმარებლის ყველაზე საყვარელი პროდუქტია, რომელიც 1962 წლის ჩანაწერების ინსპირაციით შეიქმნა.

 

ინგრედიენტების შერჩევისას, მათ ორგანულ მხარესთან ერთად, „კაშკაშში“ ქართულ თემატიკას ითვალისწინებენ - მანდარინი და ყურძნის ზეთი ის ორი ძირითადი ელემენტია, რომლებიც „კაშკაშის“ ყველა პროდუქტშია გადათამაშებული.

ლოსიონის ბურთულები სკრაბითა თუ სკრაბის გარეშე, მომხმარებელმა ისევე სწრაფად შეიყვარა, როგორც ალოე ვერასა და ყვავილოვანი წყლების ბაზაზე დამზადებული, მზის აბაზანების შემდეგ გამოსაყენებელი დამაწყნარებელი ხაზი - სახისა და ტანის სპრეი და კანის დამამშვიდებელი კრემი.

 

ასეთივე მოთხოვნადია სახის გამწმენდი „სტიკი“, რომელიც თავის მოვლის ორგანული საშუალებების მსოფლიო ტრენდია. სახის დასაბანი ეს ნაზი, ჯანსაღი, ეფექტური საშუალება კომფორტულია იმ ადამიანებისთვის, ვინც ხშირად გადაადგილდება.

ამ მისტიკური პრეისტორიის მქონე ბრენდის მიერ შექმნილი ჯადოსნური პროდუქტი შეგიძლიათ შეიძინოთ პარფიუმერული მაღაზიათა ქსელ „ლუტეციას“ პეკინის გამზირისა და „გალერეა თბილისის“ ფილიალებში.

 

მალე „კაშკაშის“ დამფუძნებლები მომხმარებელს რამდენიმე ახალ პროდუქტს პირდებიან. პარალელურად კი, ქალბატონი მანის მიერ წინა საუკუნეში დაწყებულ გზას „კაშკაში“ ევროპული სტანდარტით გააგრძელებს ევროპული ბაზრისაკენ.

 

 

ავტორი: მაია ლიპარტელიანი

 

კომენტარები