3 აგვისტო 16 წუთის საკითხავი
Hotel Montana


ისვენებ ზღვაზე და გძინავს მთაში 


„მონტანა“ ლათინური სიტყვაა და მთას ნიშნავს. მონტანა აშშ-ს დასავლეთით მდებარე შტატიცაა, რომელიც თავისი კლდოვანი მთებით და უზარმაზარი გაშლილი მდელოებითაა ცნობილი.
 ბათუმელი დავით ჯინჭარაძე სკოლის დამთავრების შემდეგ სწორედ მონტანაში აღმოჩნდა და როგორც თავად ამბობს, იქ საუკეთესო წლები გაატარა, უნივერსიტეტში ბიზნესის მართვას და კომპიუტერულ მეცნიერებებს სწავლობდა.




სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, დავითმა სარფში, კლდის პირას, ზღვის დონიდან 100 მეტრის სიმაღლეზე სასტუმრო „მონტანა“ ააშენა. ამ სახელს მისთვის სიმბოლური დატვირთვა აქვს და ასევე, სასტუმროს განსაკუთრებულ ადგილმდებარეობასაც ხაზს უსვამს.


„ეს არის საოცარი ადგილი, ზღვის ულამაზესი ხედით და მთის მიკროკლიმატით, აქ იოდით სავსე ჰავაა. ეს მიწა 2008 წელს შევიძინეთ და ძალიან მოგვწონდა აქაურობა სასტუმროსთვის. 2015 წელს დავიწყეთ მშენებლობა და დღეს უკვე მზად ვართ დამსვენებლების მისაღებად,“ - გვიყვება სასტუმროს მფლობელი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ნებისმიერ ტურისტი, ვინც კი ერთხელ დაისვენებს „მონტანაში“, აქ აუცილებლად კიდევ დაბრუნდება.


5 სართულიანი სასტუმრო სულ 12 ნომერს მოიცავს, რომლებიც სრული კომფორტითაა აღჭურვილი. აქ შეგიძლიათ დაისვენოთ ოჯახთან და ბავშვებთან ერთად, ასევე განმარტოებით ან  მეგობრების გარემოცვაში. სასტუმროში ყველაფერია, რაც დასვენებისა და კომფორთვისაა საჭირო - აუზი, ფიტნესის დარბაზი,  სპა,  საუნა, ბარი, რესტორანი ვერანდაზე და ულამაზესი  ეზო, საიდანაც ზღვის ხედით დატკბებით.