1 სექტემბერი 13 წუთის საკითხავი
Fitness- მე მზად ვარ

მოტივაცია, რა მნიშვნელობა აქვს განწყობასა და ფსიქოლოგიას; 24 ყველაზე ეფექტური ვარჯიში; ის, რასაც არ გვასწავლიან სპორტდარბაზში ჩვენი სხეულის შესახებ; ჯანსაღი კვების არსი და მნიშვნელობა - გაინტერესებთ რამდენად რეალურია ბაზარზე რეკლამირებული პროდუქტების ეფექტიანობა"ფიტნესმითები" - სწორედ ამ თემებზე მიიღებთ სანდო და საჭირო ინფორმაციას წიგნში "Fitness - მე მზად ვარ!", რომელიც საქართველოში ახალხანს გამოჩნდა. წიგნი ორმა ახალგაზრდამ საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტმა, სპორტსმენმა და სერტიფიცირებულმა ფიტნესინსტრუქტორმა ლადი ედიბერიძემ და როტერდამის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტმა, მთარგმნელმა, პუბლიცისტმა და სერტიფიცირებულმა ფიტნესინსტრუქტორმა ეკატერინე შაქარაშვილმა გამოსცეს.

"ყოველდღიურად ვაწყდებით პრობლემას, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავაშირებით საზოგადოებაში გავრცელებულ მცდარ წარმოდგენებს უკავშირდება. პრობლემა,ერთი მხრივ, ინფორმირებულობის ნაკლებობა, ხოლო, მეორე მხრივ, საეჭვო წყაროებითა და მოსაზრებებით აჭრელებული ინტერნეტ პლატფორმაა. საჭირო და სანდო ინფორმაციის მოპოვება კი უდიდეს სირთულედ იქცა.დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, ვარჯიშის შემდგომ წამოწყებული უბრალო საუბრისას, დაიბადა იდეა საზოგადოებისათვის მიგვეწოდებინა პასუხები ყველა აქტუალურ კითხვაზე


თანამედროვე სამეცნიერო კვლევებსა და ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შედგენილი ეს ლაკონური პასუხები სწორი თანმიმდევრობით დავალაგეთ და პატარა წიგნშიმოვაქციეთ," - განმარტავს სტატაპერი ეკატერინე შაქარაშვილი.



წიგნის გამოწერა უკვე შესაძლებელია სტარტაპის Facebook გვერდიდან. პირველი 500 მკითხველი წიგნთან ერთად, საჩუქრად მიიღებს ინვიდიდუალური მონაცემებისა და სურვილების მიხედვით შედგენილ დიეტას.

"
საქმიანობის საწყის ეტაპზე სწორი მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრა გაგვიძნელდა. ჩვენ ქართველი მკითხველისათვის უჩვეულო პროდუქტი გამოვიტანეთ ბაზარზე და რთული იყო იმის განსაზღვრა, თუ როგორ შეხვდებოდა საზოგადოება ამ წამოწყებას. არ ვიცოდით,რამდენად მოვიპოვებდით ნდობას და შევძლებდით თუ არა მომხმარებელთან მეგობრობას. საბედნიეროდ, მომხდარმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. გვინდა, დიდი მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარდაჭერითა და თბილი სიტყვებით კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გვაძლევს, რომ გადავლახოთ სირთულეები და სიურპრიზებით წავახალისოთ მომხმარებელი




ამჟამად თიბისი ბანკის პროგრამასტარტაპერში" ვმონაწილეობთ. ეს უნიკალური პროექტი დაგვეხმარება, როგორც გარეგან ასპექტში,ჩვენი სტარტაპის ცნობადობის გაზრდის თვალსაზრისით, ასევე შიდა სამზარეულოს საკითხებშიც, პირადად ჩვენი კვალიფიკაციის ამაღლებასა და ფასდაუდებელი ცოდნის შეძენაში, გამოცდილებათა გაზიარების ხარჯზე, " - აღნიშნავს შაქარაშვილი.

სტარტაპი ამჟამად კიდევ 2 ახალ პროექტზე მუშაობს. მათი მიზანი კვლავაც საზოგადოებაში ინფორმირებულობის დონის აწევა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. ახალი პროექტების შესახებ დეტალები მალე გახდება ცნობილი
.




#სტარტაპერი #
გვეამაყები

ფოტოები: Advan/ედვენი


AMBEBI.GE


კომენტარები