9 სექტემბერი 13 წუთის საკითხავი
Expago - ტურისტული აპლიკაცია მოგზაურობის მოყვარულებისთვის

საქართველო ტურისტებისთვის სულ უფრო მიმზიდველი მიმართულება ხდება, რასაც ქვეყანაში შემოსული მოგზაურების რაოდენობაც ადასტურებს.

 

იმისათვის, რომ ტურისტულ რუკაზე საქართველო კიდევ უფრო შთამბედჭავ ადგილად იქცეს, მნიშვნელოვანია, მოგზაურები ისეთი უნიკალური თავგადასავლების მონაწილეები გახდნენ, რაც მათზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს.

 

სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ინოვაციური სტარტაპი - Expago, ციფრული პლატფორმა, რომელიც საქართველოში სტუმრად მყოფ მოგზაურებს ადგილობრივ მაცხოვრებლებთან აკავშირებს და შესაძლებლობას აძლევს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა თუ კუთხის ყოველდღიური ცხოვრების მონაწილეები გახდნენ და კულინარიის, აგროტურიზმის, ექსტრემისა და მათი ინტერესის სხვა სფეროს მიმართულებით ადგილობრივებისგან მიიღონ უნიკალური გამოცდილება.

Expago-ს საშუალებით, ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტები საქართველოში ისეთი ტიპის ტურისტულ გამოცდილებას და ინფორმაციას ეზიარებიან, რასაც  წიგნებიდან/ინტერნეტიდან ან თუნდაც ტრადიციული ტურებიდან ვერ მიიღებენ. ამაში კი მათ ადგილობრივი მაცხოვრებლები დაეხმარებიან.

 

ამ ეტპაზე აპლიკაციაში შესაძლებელია შემდეგი ტურების დაჯავშნა; ასტროტური, ღამის ეკონომიკის, შოპინგის, თეატრის, საბჭოთა მანქანების, ძველი თბილისის, კულინარიის, აგროტურიზმის, თამადის ტური და სხვა.

 

აპლიკაციის გამოყენება ძალიან მარტივია. მისი ჩამოტვირთვა უფასოდაა შესაძლებელი როგორც Android, ისე iOS სისტემების მქონე მობილურ ტელეფონებში. აპლიკაციით სარგებლობა შესაძლებელია ვებ-გვერდზეც - Expago.ge

ამ ეტაპზე, თბილისისა და ბათუმის მაცხოვრებლებს, რომლებიც თვლიან, რომ აქვთ უნიკალური გამოცდილება ან ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით, შეუძლიათ აპლიკაციაში ექსპერტებად დარეგისტრირდნენ და გამოიმუშაონ თანხა. ამის შემდეგ კონკრეტული მიმართულებით დაინტერესებული ტურისტი მათ დაუკავშირდება და ტურის დეტალებს შეათანახმებს, ექსპერტები ჰონორარს თვითონ აწესებენ, შესაბამისად, საფასო პოლიტიკას მენეჯმენტი არ განსაზღვრავს. ტურის დასრულების შემდეგ ექსპერტი და მოგზაური ერთმანეთს კომენტარის სახით აფასებენ და ერთმანეთს შესაბამის ქულას (ვარსკვლავს) ანიჭებენ.

 

„თითოეულ ტურისტს, რომელიც  საქართველოში თუ მსოფლიოს სხვა რომელიმე ქვეყანაში მოგზაურობს, განსხვავებული ინტერესი  აქვს. მას უნდა კონკრეტულ ქვეყანაში ვიზიტისას ისეთი უნიკალური გამოცდილება მიიღოს, რაც მისთვის დაუვიწყარი და რაც მთავარია, ინტერესის სფეროსთან ახლოს იქნება. სწორედ ამას ემსახურება Expago. გვინდა, რომ ტურისტების საქართველოში ყოფნის პროცესი განსაკუთრებული გავხადოთ, რაშიც მათ დახმარებას ადგილობრივი მაცხოვრებლები გაუწევენ“, - ამბობს გური ქოიავა, Expago -ს რეგიონალური მენეჯერი.

ამ ეტაპზე პლატფორმაზე უკვე 100-მდე სხვადასხვა გამოცდილების და ცოდნის მქონე ექსპერტია დარეგისტრირებული. სანამ მათი განაცხადი Expago-ზე განთავსდება, სტარტაპის წარმომადგენლები მათ კომპეტენციაში დასარწმუნებლად გასაუბრებაზე იწვევენ, რაც Expago-ს მსოფლიოში არსებულ სხვა მსგავსი აპლიკაციებისგან გამოარჩევს.

 

Expago-ს გუნდი უახლოეს მომავალში აპილიკაციაში საქართველოს ყველა კუთხის დამატებას და პლატფორმის ქვეყნის ფარგლებს გატანას გეგმავს. როგორც გური ქოიავა ამბობს, მათი მიზანია, Expogo ტურისტების მეგზური გახდეს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში.

 

 

ავტორი: სალომე მოდებაძე

 

კომენტარები