6 ივნისი 9 წუთის საკითხავი
„ვეტლაიფი“- ცხოველთა სამედიცინო ცენტრი

ჩემი ბავშვობის მოგონებები ძირითადად ძაღლებს უკავშირდება. მათდამი შიში ძილში არ მასვენებდა, მაგრამ ცხარე ცრემლით ვტიროდი, როცა ეზოს უპატრონო ძაღლებს წასაყვანად ამზადებდნენ. ახლა, როცა სახლში დაღლილი მივდივარ, ჩემთვის ეს განტვირთვა ჩემს ძაღლთან თამაშია.

 

გავხდებოდი ოდესმე ვეტერინარი?- ხშირად ვეკითხები ჩემ თავს. არამგონია, ეს ხომ საკმაოდ დიდ გამბედაობას და ცხოველებისადმი სიყვარულს მოითხოვს. ამიტომ, ყოველთვის დიდ აღფრთოვანებას იწვევენ ჩემში ის ადამიანები, ვინც ამ საქმით არის დაკავებული.

 

მინდა გაგაცნოთ სერგო ოსიპოვი და მისი კლინიკა „ვეტლაიფი“, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ დააარსა.

ცხადია, ბავშვობიდან უყვარდა ცხოველები და ჰყავდა კიდეც, ახლაც ჰყავს- ძაღლი და კატა. კლინიკაც სწორედ ამ ორ შინაურ ცხოველს ემსახურება.

 

პროფესიით ვერეტინარს დიდი პროფესიული გამოცდილება აქვს, მაგრამ როგორც სტარტაპერისთვის, კლინიკა მისი პირველი ნაბიჯია და სხვათა შორის, საკმაოდ წარმატებული.

 

„ვეტლაიფი“ აერთიანებს ყველაფერს, რაც შეიძლება თქვენი ოთხფეხა მეგობრისთვის დაგჭირდეთ:  კლინიკა, სალონი და მაღაზია.

 

გრძელია იმ სერვისების ჩამონათვალი, რომელსაც „ვეტლაიფი“ გთავაზობთ. შევეცდები, ყველაფერი ჩამოვთავლო და არაფერი გამომრჩეს:  ვაქცინაცია, ჩიპირება, თერაპია, ორთოპედია, ქირურგია, სტომატოლოგია, დერმატოლოგია, ულტრაბგერითი გამოკვლევა, სრული ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, სტაციონარი.

სალონში კი შეძლებთ: დაბანას, შეჭრას, ფრჩხილების დაჭრას, ყურების ჰიგიენის დაცვას, პარაზიტებისგან გასუფთავებას.

 

„ვეტლაიფის“ მაღაზიაში შეიძენთ ყველაფერს, რაც თქვენი ძაღლისთვის თუ კატისთვის გჭირდებათ: საკვები პროდუქტი, აქსესუარები, მოვლის საშუალებები.

 

„ვეტლაიფი“ ჯერ მხოლოდ ძაღლებს და კატებს ემსახურება და სამომავლოდ, ეგზოტიკური ცხოველების მომსახურების მიმართულებით გაფართოებასაც აპირებენ. გარდა ამისა, გეგმავენ კადრების გადამზადებას და სხვადასხვა მიმართულებით მათ სპეციალიზებას.

 

ალბათ, გაინტერესებთ, რითი გამოირჩევა  „ვეტლაიფი“ სხვა კლინიკებისგან. ეს ერთი შეხედვითაც შესამჩნევია: ცხოველებისადმი დიდი სიყვარულით და პროფესიონალიზმით.

თუ თქვენი ძაღლის ან კატის მიყვანას გადაწყვეტთ, მისამართს შეგახსენებთ: გ.ფანჯიკიძის ქუჩა #3ბ.

 

 

ავტორი: თაკო ფოლადაშვილი

კომენტარები