5 დეკემბერი 11 წუთის საკითხავი
„სტოკჰოლმი“ - შვედური მაგიდა ყაზბეგში

თუ ყაზბეგის მხარეს მოგიწიათ მოგზაურობა, გირჩევთ, აუცილებლად ეწვიოთ ფანშეტში, მერფის ტერმინალზე მდებარე შვედურ მაგიდას - „სტოკჰოლმი“. ულამაზესი ხედებისა და განსხვავებული ინტერიერის მქონე ეს რესტორანი თავს ორიგინალური კერძების გარდა „რიჩარდის“ მარკის საუკეთესო ყავითაც დაგამახსოვრებთ.

 

ვისაც ფიტი ფანა, ანდა შოთბულერი ერთხელ მაინც გაგისინჯავთ, აუცილებლად იცნობთ ნატურალური პროდუქტისგან დამზადებულ ამ შვედური წარმოშობის კერძებს, რომლებსაც  ქართველი მზარეულები ყაზბეგში თავისებურად კმაზავენ.

„იდეა სწორედ შვედეთში, ჩემს ახლანდელ პარტნიორთან, თორნიკე აბაშიძესთან სტუმრად ყოფნისას გაგვიჩნდა, როცა საჭმელად ასეთ სამზარეულოს ვესტუმრეთ. ვიფიქრეთ, რომ ასეთი სასადილო საქართველოში აუცილებლად გაამართლებდა. თავიდან თბილისში გავხსენით საოჯახო სამზარეულოს სტილის შვედური მაგიდა, შემდეგ კომპანიამ „მერფი ყაზბეგი“ თანამშრომლობა შემოგვთავაზა და ყაზბეგში გადმოვინაცვლეთ. იდეამ ძალიან გაამართლა და დღეს ჩვენ უამრავიკმაყოფილი სტუმარი გვყავს,“ -ყვება კომპანია „სტოკჰოლმის“ ერთ-ერთო დამფუძნებელი, კონსტანტინე მოსიძე.

 

ეგრედწოდებული „შოუქიჩენი“ აქ ყველაფერს გამჭვირვალეს ხდის: შეგიძლიათ თავად დააკვირდეთ როგორც კერძების მზადების პროცესს, პროდუქტების ხარისხს, მზარეულების ჩაცმულობას, ასევე სამზარეულოში დაცულ ჰიგიენას, ინტერიერს, მზარეულების გაწაფულ ხელსა და სისწრაფეს. ეს ის მახასიათებლებია, რაც „სტოკჰოლმს“ კვების სხვა ობიექტებისგან განასხვავებს და რის გამოც მისი ძირითადი მომხმარებელი, ტურისტები და მძღოლები, სასადილოდ სწორედ „სტოკჰოლმში“ ჩერდებიან.

„ჩვენთან მათ არ უწევთ ლოდინი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. მრავალფეროვანი, განსხვავებული, ხარისხიანი, ახალ-ახალი მზა კერძები არის ის, რის გამოც ჩვენი მომხმარებელი ჩვენთან დადის. ამ მხარეში სხვაგან ვერ ნახავთ მსგავს სერვისს -  შვედური მაგიდა ძალიან კომფორტულია ნებისმიერი ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი ტურისტებისთვის და მძღოლებისთვის, რომლებიც დროში არიან შეზღუდული.“

 

გერმანიასა და შვედეთში მუშაობის ათწლიანი გამოცდილების მქონე შეფმზარეული ყველა დეტალს აკონტროლებს, შესაბამისად, სტოკჰოლმიდან ყველა სტუმარი კმაყოფილი მიდის და ყოველ ჯერზე, ყაზბეგში ყოფნისას, სასაუზმოდ, სასადილოდ თუ სავახშმოდ ისევ „სტოკჰოლმს“ სტუმრობს.

„სტოკჰოლმის“ დარბაზი 200 ადამიანზეა გათვლილი და მას უკვე იმდენი კმაყოფილი მუდმივი მომხმარებელი ჰყავს, რომ დამფუძნებლები ახალი ობიექტის გახსნაზეც ფიქრობენ, რომელიც, მათი სიტყვებით, ხარისხითა და მრავალფეროვნებით „სტოკჰოლმს“ არ ჩამოუვარდება.

კომენტარები