28 იანვარი 18 წუთის საკითხავი
„სტანდარტი" - სტარტაპერისთვის

„სტანდარტი“,  აუთსორსინგული ქოლ-ცენტრი, რომელიც ბაზარზე 2014 წლიდან გამოჩნდა, პროგრამა „სტარტაპერის“ პარტნიორი კომპანია ხდება და დამწყები ბიზნესების წარმომადგენლებისთვის სპეციალურ პროდუქტს -  „სტანდარტი - სტარტაპერისთვის“ ქმნის.

 

დღეიდან, სტარტაპერები საკუთარ მომხმარებლებთან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სატელეფონო და ონლაინ კომუნიკაციის დამყარებას, მინიმალური დანახარჯით შეძლებენ.

 

”ჩვენ კარგად გვესმის, რომ ბიზნესის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე მნიშვნელოვანია  მომხმარებელთან უწყვეტი და ხარისხიანი კომუნიკაცია. თუ იცი, რა სურს შენს მომხმარებელს და მის მხარდაჭერასა და უკუკავშირს ახორციელებ, ჩათვალე, რომ შენი ბიზნესის წარმატებას წინ ვეღარაფერი დაუდგება“, - ამბობს ნატო მღებრიშვილი, „სტანდარტის“ ხელმძღვანელი.

 

“სტანდარტში” ამბობენ, რომ აუთსორსინგული ქოლ-ცენტრის შექმნის იდეა რამდენიმე წლის წინ მას შემდეგ გაჩნდა, რაც საქართველოში მომხმარებელთან სრულფასოვანი კომუნიკაციის სერიოზულ პრობლემას წააწყდნენ. ასე შეიქმნა „სტანდარტი“ - კომპანიების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული კომპანია. მოგვიანებით, კადრების მუდმივი  გადამზადებით, მაღალი სტანდარტების დანერგვითა და მსოფლიო გამოცდილების გაზიარებით, „სტანდარტი“ ბაზარზე ერთ-ერთ გამორჩეულ კომპანიად იქცა ქოლ-ცენტრის მომსახურების მიმართულებით.  

 

სერვისით სარგებლობას უკვე სტარტაპერებიც შეძლებენ, სპეციალურად მათზე მორგებული მომსახურების პაკეტითა და ფასდაკლებით.

 

„კარგად გვესმის სტარტაპერებისთვის რამდენად რთულია ბიზნესის განვითარების ამ ეტაპზე სხვადასხვა  ხარჯის გაღება. სპეციალური აღჭურვილობის ქოლ-ცენტრის მართვის პროგრამის შეძენა-დანერგვა, სხვადასხვა მიმართულების თანამშრომელთა შერჩევა, დატრენინგება, ანაზღაურება, ხარისხის მართვა-მონიტორინგის სისტემის დანერგვა-განხორციელება, ოფისის, ინტერნეტის, სატელეფონო და სხვა კომუნალური ხარჯი -  ამ ჩამონათვალის გარეშე  სრულყოფილ სატელეფონო მომსახურების განხორციელება შეუძლებელია. სწორედ ამ ზედმეტი დანახარჯების არიდება გვინდა სტარტაპერებისთვის. ჩვენი მიზანია, დამწყებ ბიზნესების წარმომადგენლებს მინიმალური დანახარჯით ის სერვისი შეთავაზოთ, რაც  მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია“,  - ამბობს ნატო  მღებრიშვილი.

 

 „სტანდარტი  - სტარტაპერისთვის“

 

სპეციალურად პროგრამა „სტარტაპერთან“ ერთად შექმნილი პაკეტი შემდეგ მომსახურებას აერთიანებს:

  • ერთი ქართულენოვანი სადგური – სტანდარტული სამუშაო კვირა, რვასაათიანი სამუშაო დღე;
  • დღეში 100-მდე შემომავალი ზარის მართვა;
  • დარგის პროფესიონალი ოპერატორები და მენეჯერი;
  • არასამუშაო საათებში შემოსული ზარების მართვა (CALL BACK);
  • საჭიროების შემთხვევაში ზარების გადამისამართება;
  • პრობლემური და პრეტენზიული ზარების სრული მართვა და პროგრამული დამუშავება;
  • СRM - ანალიტიკური მოდულის გამოყენებით შემომავალი ზარების შინაარსობრივი დამუშავება, მოქნილი რეპორტინგი, ნებისმიერი პერიოდულობით;
  • ყოველთვიურად BPN.ge-ზე ერთ ბიზნესნიუსის გავრცელება;
  • პროექტის დაწყება მინიმალურ ვადებში და მხოლოდ ტესტირების შემდეგ;
  • პერსონალური მენეჯერის მომსახურება

პაკეტის ღირებულება 700 ლარი.

 

არასტანდარტული სამუშაო საათები და ორ- ან სამენოვანი ოპერატორების მომსახურების ღირებულება განიხილება ინდივიდუალურად

 

მომსახურებით სარგებლობის ვადები: სტანდარტული ვადა 6 თვიდან ერთ წლამდეა, თუმცა, თუ თქვენ გეგმავთ რამე მარკეტინგულ აქტივობას, პროექტს, რომელსაც სატელეფონო მხარდაჭერა სჭირდება, შეგიძლიათ ამ მოკლევადიანი პროექტის ფარგლებშიც ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით.

 

Facebook მომხმარებელთან სრულფასოვანი კომუნიკაცია (ინბოქსი და პოსტის კომენტარები) არასამუშაო საათებში შემოსული შეტყობინებების მართვა – როგორც დამატებითი ან ცალკე სერვისი, განიხილება ინდივიდუალურად.

 

ღირებულება:  ჩვეულებრივი საბაზრო ფასიდან 50%-იანი ფასდაკლება (შეტყობინებების სტატისტიკის მიხედვით)

 

ერთჯერადი სატელეფონო სერვისები:

  • ინფორმაციის გავრცელება სასურველ აუდიტორიაზე
  • კლიენტის კმაყოფილების კვლევა

 

ღირებულება: ორივე მომსახურების ფასის ძირითადი მსაზღვრელი რაოდენობაა და სტარტაპერები ამ მომსახურებას ჩვეულებრივი საბაზრო ფასიდან 50%-იანი ფასდაკლებით მიიღებენ.

 

შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება, ასევე განაცხადის შევსება შესაძლებელია პროგრამა „სტარტაპერის“ ვებგვერდზე - https://startuperi.ge/ka/pages/standarti.  განაცხადის შევსების შემდეგ „სტანდარტის“ წარმომადგენლები დაინტერესებულ პირებს  დაუკავშირდებიან.

კომენტარები