19 დეკემბერი 11 წუთის საკითხავი
„შოკოლადი-მუზეუმი“ - შოკოლადით სავსე გარემო

იცოდით, რომ ნატურალური შოკოლადი, როგორც გამაჯანსაღებელი პროდუქტი, ცხელი სახით სამჯერ უფრო სასარგელოა, ვიდრე ცივად მირთმეული? სწორედ ამიტომ, ქართველი სპორტსმენები ხშირად სტუმრობენ მაჩაბლის 17-ში მდებარე კაფეს - „შოკოლადი-მუზეუმი“, რომელიც ისტორიულ შენობაში, 20-ე საუკუნეში ცნობილი მეწარმის, მიხეილ კალანტაროვის სახლში მდებარეობს და ერთადერთი ადგილია საქართველოში, სადაც ნატურალური, ქართული წარმოების თეთრი და შავი შოკოლადის დაგემოვნება შეიძლება.

 

 „საბედნოეროდ, როცა ბიზნესის წამოწყება გადავწყვიტე, მქონდა საშუალება, რაც მიყვარდა, ის მეკეთებინა. შოკოლადი მიყვარდა და დავიწყე შოკოლადის წარმოების საფუძვლიანად შესწავლა. შევხვდი ძველ ტექნოლოგებს მოსკოვში, თბილისში, მათგან მიღებული ინფორმაციით, რჩევებით, დავიწყე შოკოლადის დამზადება. თავიდან არაფერი გამოვიდა, რადგან ის კაკაო, რომელსაც აქ ვყიდულბდი, არ იყო ნამდვილი კაკაო, ამიტომ გადავწყვიტე, უმაღლესი ხარისხის კაკაოს მარცვალი აფრიკიდან შემომეტანა. აი, მას მერე, 2009 წლიდან, ჩვენს საწარმოში ნულიდან ვამზადებთ გემრიელი და სასარგებლო შოკოლადს, რომლისთვისაც კოტ დ´ივუარიდან შემოგვაქვს საუკეთესო ჯიშის კაკაოს მარცვალი,“ - ამბობს კაფე „შოკოლადი-მუზეუმის“ დამფუძნებელი, ლევან კიკალიშვილი.

სწორედ ეს, ქართული წარმოების თეთრი და შავი, ცხელი და ცივი შოკოლადია „შოკოლადი-მუზეუმის“ ძირითადი პროდუქტი, რომელსაც შეგიძლიათ მიაყოლოთ ასევე ქართული წამოშობის სხვანასხვა სახეობის ჩირი, თხილი, ნუში თუ ნიგოზი. ქართული შოკოლადის, ჰაუსბრანდტის ყავისა და კონტადორის ნაყინის გარდა, „შოკოლადი-მუზეუმის“ მენიუ ქართულ სამზარეულოსაც მოიცავს.

 

65 ვიზიტორზე გათვლილი „შოკოლადი-მუზეუმის“ კონცეფცია გულისხმობს ტურისტების და მოსწავლეთა ჯგუფების მასპინძლობას, რომლებსაც საშუალება აქვთ, დაათვალიერონ კაფის სივრცეში განთავსებული უნიკალური კოლექცია, მოუსმინონ ლექციას შოკოლადის წარმოშობის შესახებ, მონიტორზე უყურონ ფილმს და ამავდროულად, ისიამოვნონ ცხელი შოკოლადით, ნაყინითა და სპეციალურად მათთვის გამზადებული საჩუქრებით. ცალკე მიმართულებაა სპორტსმენების გამასპინძლება - მყუდრო, მეგობრული, ჯანსაღი გარემო ქართველი მორაგბეთა თუ ფეხბურთელთა თავშეყრის საყვარელი ადგილია, სადაც ისინი განიხილავენ მატჩებსა თუ სამომავლო გეგმებს და მიირთმევებ გამაჯანსაღებელ, 100 პროცენტით ნატურალურ შოკოლადს.

„შოკოლადი-მუზეუმი“ მაჩაბლის ქუჩაზე 2 თვის წინ გაიხსნა და მისი ინტერიერი თანდათან იხვეწება. სულ მალე ამ მყუდრო, კომფორტულ, შოკოლადით სავსე სივრცეს დაემატება საგანგებოდ მისთვის შექმნილი თოჯინები, რომელთა სამოსიც დამფუძნებლებმა არქივიდან ამოღებული, 20-ე საუკუნის ქართველი კონდიტრების უნიფორმების მოდელების მიხედვით შექმნეს.

კომენტარები