28 ივნისი 11 წუთის საკითხავი
„რე ფრეში“- გაიგრილეთ ზაფხული და შეივსეთ მუხტი ფორთოხლის ფრეშით

ინსპირაცია

უცხო ქვეყნებში მოგზაურობისას ყველაზე მეტად მოქალაქეების ცხოვრების წესით ცხოვრება მიყვარს. დილით ვითომ სამსახურში გაგვიანდება, საღამოს შებინდებისას სახლში ფეხით მისეირნობ და რაც მთავარია, სტუმრობ ისეთ ადგილებს, სადაც ქალაქის მცხოვრებლები ყოველდღე დადიან. მაგალითად, სუპერმარკეტებს. სცადეთ, შეიძლება იქ სამომავლო ბიზნესიდეა იპოვოთ, ისე, როგორც სალომე ინაძემ.

 

ყველა ამბავი იწყება ასე

იდეა ბელგიაში ცხოვრებისას იპოვა. უფრო სწორად, ცხოვრების წესად ექცა.  კვირაში რამდენიმეჯერ, სუპერმარკეტში საყიდლების გრძელ სიასთან ერთად „ვენდინგ მანქანის“ ახალდაწურულ ფრეშს მიირთმევდა. თბილისში დაბრუნებისას კი, გადაწყვიტა, რომ ოდესმე მსგავსი რამ თბილისშიც გამოჩენილიყო.

 

და გრძელდება ასე

ერთხელ, სალომემ და მისმა ორმა მეგობარმა, სოფო სალდაძემ და სოფია პანაეტოვამ, გადაწყვიტეს, რომ დრო იყო მიეტოვებინათ სამსახური და საკუთარი ბიზნესი დაეწყოთ. სამსახურის საერთო ოთახში საუბრით დაწყებული პროექტი მალე მათი ძირითადი საქმე და მთავარი საზრუნავი გახდა.

ბევრი სირთულე

„რე ფრეში“-ს შექმნა ადვილი არ ყოფილა. ყველა ნაბიჯზე სირთულეები შეხვდათ. მთავარი სირთულე ფრეშისთვის საჭირო ფორთოხლის ჯიშის „ვალენსია“-ს ქართულ ბაზარზე არარსებობა იყო. გოგოების სურვილი, გამოეყენებინათ ყველაფერი ქართული, არ გამოვიდა, რადგან დანადგარი, რომელსაც ფრეშისთვის იყენებენ სპეციფიკურ ატრიბუტიკას მოითხოვს.

 

ის, რაც „რე ფრეშ“-ს სხვა მსგავსი სტარტაპებისგან განასხვავებს, მომზადების ტექნოლოგიაა. სტარტაპი თავის სფეროში ერთ-ერთი ცნობილი კომპანიის, „ZUMMO“ ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში და შესაბამისად, „რე ფრეში“-ს განუმეორებელი წვენიც ამ აპარატებით მზადდება.

 

ფორთოხლის ფრეშის დაგემოვნება უკვე შეგიძლიათ დიღომში, „ნიკორა XL“-ის სუპერმარკეტების ქსელში, სადაც ფრეშს ვერტიკალური წურვის მეთოდით ამზადებენ. ფორთოხალი იჭრება შუაზე და წურვის პროცესში არ ხდება კანთან შეხება. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ფრეშს გამორჩეული გემო აქვს. „რე ფრეშის“ მეორე აპარატს ფიტნეს დარბაზ „წრე“-ში შეხვდებით.

 

ოდესმე თუ გინახავთ „ვენდინგ მანქანა“, რომელიც ფრეშს სულ რაღაც 20 წამში ამზადებს? მე პირველად ვნახე და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. ჭიქის და ბოთლის ზომები განსხვავდება, ფასი კი, 4 დან 11 ლარამდე მერყეობს.

სამომავლო გეგმები

დომინოს პრინციპით, ერთ იდეას, მეორე მოსდევს, მეორეს მესამე დ ა.შ. ახალ აპარატებთან ერთად, ახალი წერტილები გაჩნდება. შემდეგ კი, სტარტაპისთვის საჭირო ატრიბუტიკის წარმოებაზეც დაფიქრდებიან. ფორთოხლის გარდა, სხვა ციტრუსის ფრეშსაც დაამზადებენ.

 

რაც მთავარია, ფრეშის მიღებას ბევრი დადებითი მხარე აქვს, ამიტომ გირჩევთ სასიამოვნოს სასარგებლოც შეუთავსოთ და „რე ფრეშს“ ესტუმროთ.

კომენტარები