29 ნოემბერი 8 წუთის საკითხავი
„პრაიმგრუპი“- ხარისხი დაბალ ფასად

შეიძლება, სულ არ ფიქრობდეთ საკუთარ ბიზნესზე ან ფიქრობდეთ, მაგრამ დინებამ სხვა გზით გაგიტაცოთ და ერთ დღესაც აღმოაჩინოთ, რომ თქვენთვის უცხო სფეროში გსურთ კომპანიის დაარსება. ასე დაემართა მარი შაშვიაშვილსაც, რომელიც ჩემი ურიცხვი რესპოდენტებიდან ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთია, რომელსაც სტარტაპერობის წარმატებული გამოცდილება აქვს.

 

ყველაფერი 8-9 წლის დაიწყო. ერთი მარტივი დავალება მისი კარიერისთვის გადამწყვეტი და ინსპირაციის მომცემი აღმოჩნდა და  სარეკლამო კომპანია „პრომოცენტრიც“ დაიბადა. კომპანიას წარმატებული ისტორია აქვს და ახლაც აქტიურად განაგრძნობს ბაზარზე მოღვაწეობას.

სწორედ სარეკლამო კომპანიის გამოცდილებამ უბიძგა მარის ბიზნესპარტნიორთან, მარინა დალაქიშვილთან ერთად  ახალი სტარტაპი, „პრაიმგრუპი“ დაეარსებინა.  

 

 „პრაიმგრუპი“ტანსაცმლის სამკერვალოა, რომელიც ძირითადად კორპორატიულ შეკვეთებზე მუშაობს. სტარტაპი სულ რაღაც 6-7 თვის წინ დაარსდა და უკვე ათამდე მსხვილი შეკვეთა შეასრულა.

 

„პრაიმგრუპში“- ათამდე ადამიანია დასაქმებული და მათ მიერ შექმნილი პროდუქტი კონკურენტებისგან მაღალი ხარისხით და დაბალი ფასებით გამოირჩევა. ქსოვილი და სხვა საჭირო მასალა თურქეთიდან შემოაქვთ. იყენებენ უახლეს, საუკეთესო საკერავ ტექნიკას. ექვსფერიანი საქარგი მოწყობილობა, ნებისმიერ სახის, მათ შორის, სუბლიმირებული ბეჭდვა და დიზაინზე მუშაობა იმ სერვისების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც „პრაიმგრუპი“  „პრომოცენტრთან“ ერთად სთავაზობს მომხმარებელს.

მარი შაშვიაშვილი სარეკლამო სფეროს გარდა  დიზაინითაც არის დაკავებული. მისი ბრენდისთვის - „მარიშა“ „პრაიმგრუპმა“ უკვე მოასწრო ტანსაცმლის შეკერვა, რომელიც ქართველმა და უცხოელმა მოდელებმა მოირგეს.

 

სამომავლოდ  „პრაიმგრუპი“ გაფართოებას და ტანსაცმლის ხაზის შექმნასაც გეგმავს. მანამდე კი უფრო დიდი და რთული შეკვეთებისთვის არის მზად.

 

კომენტარები