6 დეკემბერი 10 წუთის საკითხავი
„ნინეა“ - თქვენი კომფორტული საღამური!

რა არის ის, რაც გრძელი, დამღლელი დღის შემდეგ საღამოს შინ დაბრუნებულს, სიმყუდროვის შექმნასა და დასვენებაში დაგეხმარებათ? რა თქმა უნდა, მოხერხებული, ლამაზი, ხარისხიანი სახლის ტანსაცმელი, რომელიც საგარეო ტანისამოსზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.  სწორედ ამ საკითხზე დაფიქრების შემდეგ გადაწყვიტეს ნინო ლეჟავამ, ნელი თორდიამ და ანი იოსელიანმა, შეექმნათ ახალი ქართული ბრენდი - „ნინიეა“, რომელიც ქალებს სახლისა და ღამის ყველაზე კომფორტულ სამოსს შესთავაზებდა.

„ეს იდეა მაშინ გაგვიჩნდა, როცა თავად დაგვჭირდა და აღმოვაჩინეთ, რომ თბილისში საკმაოდ ძნელი იყო კარგი ხარისხის საღამურების პოვნა. მანამდე სულ გვეფიქრებოდა რაიმე ბიზნესის დაწყებაზე და გადავწყვიტეთ, სწორედ ეს საქმე წამოგვეწყო. შევქმენით მოდელები და ვიპოვნეთ კარგი სამკერვალო, სადაც პირველი საღამურები შევკერეთ. ეს მოდელები პირველივე დღეს, ინტერნეტში დადებისთანავე გაიყიდა. მივხვდით, რომ ბოლომდე უნდა მივყოლოდით და დღეს ბედნიერები ვართ - ვაკეთებთ საყვარელ საქმეს, რომელსაც წარმატება მოაქვს,“ - ამბობს „ნინეას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნინო ლეჟავა.

დღეს „ნინეა“ ქართულ ბაზარზე კარგად ცნობილი ბრენდია. სახლისა და ღამის სამოსს - კომფორტული ხალათებს, მოხერხებულ, ბუნებრივი ქსოვილისგან შეკერილ საღამურებსა და სეზონურ აქსესუარებს უკვე თავისი ერთგული მომხმარებელი ჰყავს, რომლისთვისაც, ტანსაცმლის შერჩევისას, სილამაზესთან ერთად, ხარისხიც მნიშვნელოვანია.

 

პირველი მოდელების შექმნიდან რამდენიმე თვეში გოგოები მიხვდნენ, რომ დაწყებული ბიზნესის სწრაფად და ხარისხიანად განვითარებისთვის საკუთარი სამკერვალო უნდა გაეხსნათ. დღეს, ბიზნესის ერთი წლის თავზე, „ნინეას“  სამკერვალოსა და შოურუმში 10-ამდე ადამიანია დასაქმებული და გოგოები უკვე ბიზნესის გაფართოებაზეც ფიქრობენ - საახალწლოდ „ნინეას“ ქალის სამოსს მამაკაცისა და ბავშვის ხაზის მრავალფეროვანი კოლექციაც შეემატება.

მასალას „ნინეას“ დამფუძნებლები ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე ყიდულობენ. პროდუქციის ხარისხი და მომხმარებლის კომფორტი ის ძირითადი პრიორიტეტებია, რაც მათ ამ ბიზნესს საფუძვლად დაუდეს და რამაც წარმატება მოიტანა. სწორედ პასუხისმგებლობა და საკუთარი ძალებით, გემოვნებითა და მონდომებით დაწყებული საქმეა ის, რაც, გოგოების აზრით, ადამიანს ყველა დაბრკოლებას გადაალახვინებს. წარმატებისგან მოგვრილი სიხარული კი თვითრეალიზაციისთვის ყველაფერზე დიდი მოტივატორია  და, როგორც ნინო ლეჟავა ამბობს, „ამქვეყნად ვერაფერი შეედრება იმ განცდებს, რაც შენს თავში დაბადებული იდეას, ამ იდეის განხოხციელებაზე ფიქრს და შემდეგ ამ საქმის ერთგულად და ხარისხიანად კეთებას მოაქვს!“

კომენტარები