29 ნოემბერი 10 წუთის საკითხავი
„მეტალი +“ - ყველაფერი, რაც მშენებლობისთვის გჭირდებათ!

სამშენებლო კომპანიები და კერძო პირები, რომლებიც სახლების მშენებლობით, ბაღებისა და ხეივნების მოწყობით თუ რკინის დეკორაციების აწყობით არიან დაკავებული, უკვე კარგად იცნობენ გორში, შინდისის 23 ნომერში მდებარე მაღაზიას „მეტალი +“ . 2018 წლის იანვარში გახსნილ ამ უზარმაზარ საწყობში, რომელიც 2000 კვ.მ. ტერიტორიაზეა გაშენებული, შეგიძლიათ შეღავათიან ფასებში შეიძინოთ სახლის ასაშენებლად, მანსარდის, აივნების, მოაჯირების და რიკულებისთვის  საჭირო ყველანაირი ფორმისა თუ ზომის ლითონის პროდუქცია - არმატურა,  კვადრატული და მრგვალი, სხვადასხვა დიამეტრის მქონე მილები,  გლინულა,  ორტესებრი კოჭები, ფურცლოვანი ფოლადი,  ზოლოვანა შველერი,  კუთხოვანა,  მასიური ფოლადის ღერები და სხვა უცნაური დასახელების მქონე ლითონის მასალა - ანუ ყველაფერი, რის გარეშეც მშენებლობის დაწყება წარმოუდგენელია.

„თავიდან ჯართის ჩამბარებელი პუნქტი გვქონდა გახსნილი, რომელსაც საკმაოდ კარგად ვამუშავებდით - რკინას ვიბარებდით და კარგ ფასად ვყიდდით. ამ პერიოდში მივხვდი, რომ რკინაზე მუშაობა საკმაოდ მომგებიანი საქმეა, ის ყოველთვის და ყველგან საჭირო მასალაა, მის გარეშე ვერაფერს ააშენებ, შენება კი ყველა ქვეყანაში აუცილებელია... ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი საქმიანობა ამ მიმართულებით კიდევ უფრო გამეფართოვებინა. დავუკავშირდი საჭირო ადამიანებს და დავიწყე რკინის შემოტანა თურქეთიდან, ირანიდან, უკრაინიდან, და მივხვდი, რომ ძალიან გაამართლა ამ საქმემ“, -ამბობს „მეტალი +“-ის დამფუძნებელი დირექტორი, რევაზ ელიზბარაშვილი.

 

თავდაპირველად კომპანია საზღვარგარეთ მდებარე მეტალის საწარმოებს თავად უკავშირდებოდა და მათთგან ნაყიდი სამშენებლო მასალა საქართველოში ნაქირავები ტრაილერებით ჩამოჰქონდა. რამდენიმეთვიანი გამოცდილების შემდეგ  „მეტალი + „-მა საქმე გაიმარტივა და ამჟამად კომპანია მასალას უკვე იმ კერძო პირებისგან ყიდულობს, რომლებსაც პროდუქცია თავად ჩამოაქვს საქართველოში.

როგორც რევაზ ელიზბარაშვილი ამბობს, გორში მდებარე მსგავსმა სარეალიზაციო პუნქტმა „მეტალი +“-თან კონკურენციას ვერ გაუძლო და მალევე დაიხურა.

 

ამჟამად კომპანიაში 4 ადამიანია დასაქმებული. სულ მალე კი „მეტალი +“ რეალიზაციის გაზრდას და შიდა ქართლის ტერიტორიაზე კიდევ ერთი, მსგავსი მოცულობის მეტალის სარეალიზაციო პუნქტის გაიხსნას აპირებს, რომელშიც ლითონის პროდუქციის მრავალფეროვნების გაზრდა და მეტი ადამიანის დასაქმებაა დაგეგმილი.

 

კომენტარები