5 მარტი 13 წუთის საკითხავი
„მაესტრო ჯელატო“ - ბედნიერი და მხიარული საქმე!

იტალიური ნაყინისა და ნამდვილი ესპრესოს მოყვარულები უკვე კარგად იცნობენ თბილისში, თაქთაქიშვილის 7-ში მდებარე კაფეს - „მაესტრო ჯელატო“, რომელმაც უკვე შეიძინა ერთგული სტუმრები.

 

რითი განსხვავდება იტალიური ჯელატო სხვა ნაყინებისგან? გემოთი და, რა თქმა უნდა, შემადგენლობით, ძირითადად კი მთავარი ინგრედიენტის - რძის ცხიმიანობითა და მასაში აირისა და შაქრის დაბალი ოდენობით.  გარდა ამისა, ჯელატო არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს, მზადდება ნატურალურ რძესა და ხილზე და, გემრიელთან ერთად, ეკოლოგიურად სუთფა, გამაჯანსაღებელი დესერტია, რომელიც მხოლოდ „მაესტრო ჯელატოში“ შეგიძლიათ მიირთვათ!

 „დიდი ხანია, ჰოლანდიაში ვცხოვრობ და სულ მინდოდა, საქართველოში წამომეწყო საქმე, რომელიც საზოგადოებისთვისაც სასარგებლო იქნებოდა. ჩემმა ჰოლანდიელმა ნაცნობმა, რომელიც მსხვილი ბიზნესმენია, სანაყინე გახსნა ჰოლანდიაში. ძალიან გამიკვირდა მისი ეს გადაწყვეტილება, ვერ მივხვდი, რაში სჭირდებოდა წარმატებულ ბიზნესმენს სანაყინე. ამ კითხვაზე მან მიპასუხა - „ეს არის ბედნიერი და მხიარული საქმე! ადამიანები მოვლენ, შეჭამენ გემრიელ ნაყინს და აქედან კარგ ხასიათზე წავლენ!“ მოვიხიბლე მისი პასუხით და გადავწყვიტე, ეს ბედნიერი საქმე მეც გამეკეთებინა ჩემს ქვეყანაში,“ - ამბობს „მაესტრო ჯელატოს“ დამფუძნებელი, თენგის გოგია.

 

ჯელატოსა და სორბეტების გემოები ხილისგან დამზადებული ნატურალური პასტებით იქმნება, რომლებსაც „მაესტრო ჯელატო“ იტალირი მწარმოებლისგან ყიდულობს. 18 ძირითად გემოს წლის განმავლობაში სეზონური ხილის არომატები ემატება, საბოლოოდ კი „მაესტრო ჯელატო“ გვპირდება, რომ მალე ჯელატოსა და სორბეტის 200-ამდე სხვადასხვა, ნატურალურ გემოს შემოგვთავაზებს.

ამ მყუდრო და სტუმრის კომფორტზე ორიენტირებულ კაფეში, ჯელატოს სახეობის ჩამონათვალთან ერთად, კერძების მენიუს მრავალფეროვნებაც სწრაფი ტემპებით იზრდება. ვერცერთ სხვა ადგილას ვერ შეჭამთ, მაგალითად, უძველესი ქართული ხორბლის ჯიშისგან დამზადებულ ფერად  -  ისპანახისა და ჭარხლის პურს. სულ ახალი პროდუქტია, ასევე, არც მეტი, არც ნაკლები, ქართული ტრიუფელის პურიც, რომელიც თავს უცნაური - ხავსის, კენკრის, ნიგვზისა და ტყის სურნელით დაგამახსოვრებთ.

 

განსაკუთრებულად ფერადი და ეკოლოგიურად სუფთაა „მაესტრო ჯელატოს“ დონატები და ნამცხვრებიც. ყავასთან ერთად, მათ ძალიან უხდება ფრანგული ტექნოლოგიით დამზადებული ქართული წარმოების ვაშლის ბრენდი - კალვადოსი,. ის შეგიძლიათ დააყოლოთ შვეიცარიულ ყველზე დამხადებულ ნოყიერ რაკლეტსაც, რომელსაც თქვენთვის „მაესტრო ჯელატოს“ გამოცდილი მზარეულები გაამზადებენ.

იმისთვის, რომ ყველა სტუმარი მხიარული და ბედნიერი დარჩეს, „მაესტრო ჯელატო“ ვეგანურ მენიუზეც ზრუნავს. განსაკუთრებით დაგამახსოვრებთ თავს ვეგანური პუდინგები, რომელიც შეგიძლიათ დააყოლოთ ბოსტნეულის სუპებსა და მსუბუქ, სურნელოვან სალათებს.

 

სამომავლოდ „მაესტრო ჯელატო“ გაფართოებას და ქალაქში მობილური კაფეების ჩადგმას გეგმავს. ზაფხულის სეზონზე კი მის მრავალფეროვან გემოებს ახალი, მსუბუქად დამათრობელი სახეობა - შამპანურის ჯელატო დაემატება, რომელიც, როგორც დამფუძნებლები ამბობენ, ნამდვილ ფრანგულ შამპანურზე დამზადდება  და „მაესტრო ჯელატოში“ სტუმრობას კიდევ უფრო დიდ სიხარულად გადააქცევს!

 

კომენტარები