12 ოქტომბერი 18 წუთის საკითხავი
„ლოიალტე“

„ლოიალტეს“  შესახებ

 

თიბისი ბანკის პროგრამა - „სტარტაპერს“ კიდევ ერთი, ამჯერად აუდიტორული და საკონსულტაციო  კომპანია „ლოიალტე“ უერთდება და სტარტაპერებისთვის სპეციალურ პროდუქტს - „ლოიალტე  სტარტაპერისთვის“ ქმნის. შეთავაზების ფარგლებში, დამწყები ბიზნესების წარმომადგენლები საგადასახადო, იურიდიული და ფინანსური მომსახურების მიღებას განსაკუთრებულ ფასად შეძლებენ და ამავე დროს, ბიზნესის წამოწყების საწყის ეტაპზე, ფინანსურ რესურსს მნიშვნელოვნად დაზოგავენ.

 

„ლოიალტეს“ მმართველი პარტნიორი, გიგა ფაიქიძე ამბობს, რომ კომპანიის შექმნის იდეა წლების წინ გაუჩნდა, იდეის რეალობად ქცევა კი 5 თვის წინ შეძლო - მიზეზი ბაზარზე საკონსულტაციო სფეროში არსებული კონსერვატიული   მიდგომის შეცვლა იყო. თითქმის ნახევარი წლის წინ დაფუძნებული კომპანია აქტიურად ცდილობს მომხმარებლისთვის ერთფეროვანი საგადასახადო, ფინანსური და იურიდიული  საკონსულტაციო ან/და აუდიტორული სერვისის ინოვაციური ტექნიკის გამოყენებით მიწოდებას.

 

„ლოიალტეს“ დამფუძნებლებმა განსაკუთრებული ყურადღება პროფესიონალი გუნდის მოძიებასა და ბრენდინგს დაუთმეს. მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ორი ფაქტორი აუდიტორულ და საკონსულტაციო სფეროში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სახელი „ლოიალტეც“ (ფრანგულად - ერთგულება) შემთხვევით არ შეურჩევიათ - ერთგულება, ინოვაციური და მრავალფეროვანი მომსახურება, კლიენტზე ორიენტირებული ინდივიდუალური მიდგომა სწორედ ის ძირითადი პრინციპებია, რაც კომპანიის წარმატებას განაპირობებს.

 

„გვინდოდა ჩვენი კომპანია  ბაზარზე  განსხვავებული ყოფილიყო და კონსერვატიული სერვისები მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნიკის გამოყენებით მიგვეწოდებინა. კომპანიის ფორმირების პროცესში განვიხილავდით რომელიმე უცხოური, წარმატებული ბრენდის წარმომადგნელობის შემოყვანას, თუმცა საბოლოოდ გადავწყვიტეთ ამ კუთხითაც განსხვავებული ვყოფილიყავით და თამამად გვეთქვა ჩვენი მომხმარებლისთვის და პარტნიორებისთვის, რომ ჩვენ ქართული ბრენდი ვართ, ქართველი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და გვაქვს ამბიცია, მომსახურების ექსპორტი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მოვახდინოთ და არა პირიქით“, - ამბობს გიგა ფაიქიძე.

„ლოიალტე სტარტაპერისთვის“

 

„ლოიალტე“ სტარტაპერობის გზას ახლა თვითონაც გადის, ამიტომ დამფუძნებლებს კარგად ესმით,  რა სირთულეებთან და გამოწვევებთან არის დაკავშირებული ბიზნესის წამოწყება, მით უმეტს მაშინ, როცა კონკურენტულ ბაზარზე  ახლადდაარსებული კომპანია თავის დამკვიდრებას ცდილობს. სწორედ ამიტომ, „ლოიალტე სტარტაპერისთვის“ სპეციალური პაკეტის ფარგლებში, სტარტაპერები ყველა სახის სერვისის მიღებას განსაკუთრებული პირობებით და ფასით შეძლებენ.

 

„კარგად ვაცნობიერებთ იმ რისკებს, რამაც ბიზნესის წარმატებას შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა სპეციალური პაკეტი სტარტაპერებისთვის, იმისთვის რომ მათ თავიდანვე შეძლონ ძირთადი რისკების შემცირება და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ეს  შეზღუდული რესურსის პირობებში მოახერხონ“.

 

გარდა სტანდარტული მომსახურებისა, „ლოიალტე“ საგადასახადო და შესაბამისობასთან დაკავშირებულ საკითხებში სტარტაპერებს სრულიად უფასო ინდივიდუალური კონსულტაციების სერვისსაც სთავაზობს.

 

„მზად ვართ ჩვენი დროის გარკვეული ნაწილი იმ ნიჭიერ და მიზანდასახულ ადამიანებს დავუთმოთ, რომლებიც წლების შემდეგ დიდ და წარმატებულ ბიზნესს შექმნიან, ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდებიან და ჩვენ ვიამაყებთ, რომ ამ პროცესში  „ლოიალტეს“ გუნდმაც შეიტანა წვლილი“, - ამბობს გიგა ფაიქიძე.

 

„სტარტაპერი ლოიალტეს“ სპეციალური პაკეტებისა და ფასების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებლია „სტარტაპერის“ ვებგვერდზე: https://startuperi.ge/ka/services/startap-sheTavazebebi

 

სამომავლო გეგმები

 

„ლოიალტეს“ გეგმები საკმაოდ ამბიციური და მრავალფეროვანია. მოტივირებული ახალგაზრდებისგან დაკომპლექტებული გუნდის მიზანია კომპანია უახლოეს მომავალში  კონკურენტული მოთამაშე გახდეს როგორც საქართველოში,  ისე მის ფარგლებს გარეთ.

 

გიგა ფაიქიძე თვლის, რომ „ლოიალტე“ ბაზარზე უკვე წარმატებულია, რადგან მის მიმართ მოთხოვნა დღითი დღე იზრდება და ის უკვე თხუთმეტამდე სხვადასხვა სიდიდის და  საჭიროების მქონე კომპანიას ემსახურება. თუმცა, ეს ჯერ მხოლოდ „ლოიალტეს“ საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიის დასაწყისი და გეგმის მცირე ნაწილია.

 

„ლოიალტეს“ შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ვებგვერედზე: http://www.loialte.com.ge/

 

 

ავტორი: სალომე მოდებაძე

კომენტარები