8 ოქტომბერი 9 წუთის საკითხავი
„ჰენდიკრაფტი“- გაიმარტივეთ დედობა

როგორც ჩემი მეგობრები ამბობენ, ვერც ერთი საგამოცდო ციებ-ცხელება, დიპლომის დაცვის წინა ნერვიულობა ან სამსახურში მნიშვნელოვანი ღონისძიების დაგეგმვა ვერ შეედრება დედობის გამოცდილებას.  რამდენი რჩევაც არ უნდა მოგცენ, მაინც რაღაც გაკლია. თავიდან შეიძლება გეგონოს, რომ მესამე ხელი გჭირდება ან ორეული...სინამდვილეში კი, საჭირო ნივთები და აქსესუარები უნდა გქონდეთ და დედობაც გამარტივდება.

 

სწორედ ასეთი გამოცდილების გამო, თამარ კობახიძემ 2017 წლის ივნისში „ჰენდიკრაფტი“ დააარსა. სტარტაპი საბავშვო თეთრეულს, სათამაშოებს, ბავშვის გონებრივ განმავითარებელ ხელსაწყოებს და ისეთ დამხმარე ნივთებს ქმნის, როგორიცაა ავტომობილის ან ბავშვის საწოლის ჯიბეები, საძილე ტომარა, „ინტელექტუალური ხალიჩა“ და ა.შ.

საკუთარი გამოცდილებიდან თამარი ამბობს, რომ ამ ნივთების ბაზარზე პოვნა რთულია და არც ისე დიდი არჩევანია. ფასები კი, საკმაოდ მაღალია. ამიტომ, გადაწყვიტა შეექმნა ქართული წარმოების ნივთები მისაღებ ფასად.

 

თემატიკიდან გამომდინარე, „ჰენდიკრაფტი“ სხვა სტარტაპებს არ ჰგავს. რადგან საქმე 3-4 წლამდე ბავშვებს ეხებათ, ყველაფერს ანტიალერგიული, 100%-იანი ბამბის ქსოვილისგან ამზადებენ. პროდუქციის შეძენას და დათვალიერებას Facebook გვერდზე შეძლებთ. დიზაინის შერჩევა თავადაც შეგიძლიათ.

 

დედობის მსგავსად, არც სტარტაპის დაარსება იყო მარტივი. ახალ სფეროს ახალი გამოწვევები და სირთულეები ახლდა. ყველაზე დიდი სირთულე, სანდო კადრების მოძიება იყო. „ჰენდიკრაფტის“ გუნდი სამი შრომისმოყვარე, ენთუზიაზმით სავსე ადამიანისგან შედგება, რომლებიც წარმატებისთვის მზად არიან.

სამომავლოდ სტარტაპს დიდი გეგმები აქვს.  ახალ პროდუქციას გამორჩეული, სპეციალურად  „ჰენდიკრაფტისთვის“ შექმნილი ანტიალერგიული ქსოვილით შექმნიან. ეს კი, კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს მათ უნიკალურობას.

 

ყოველთვის მაინტერესებს, რა შეიცვალა რესპონდეტის ცხოვრებაში სტარტაპის დაარსების შემდეგ. თამარისთვის  გქონდეს სტრატაპი ნიშნავს ზრდიდე კიდევ ერთ შვილს და მასთან ერთად დგამდე პატარა და დიდ ნაბიჯებს. სწორად აფასებდე შენი და შენი კონკურენტის შესაძლებლობებს, აანალიზებდე შენს და მის ძლიერ მხარეებს.

 

სანამ თქვენი შვილი ახალი სტარტაპის დაარსებისკენ გიბიძგებთ, გირჩევთ, დაათვალიეროთ
„ჰენდიკრაფტის“ Facebook გვერდი და რაც მთავარია #გაიმერტივედედობა.

 

კომენტარები