8 მაისი 9 წუთის საკითხავი
„ანტიშფოთი“- განტვირთვის დღიური დოზა

სოციალურ ქსელში George Gamez, მეგობრებისთვის კი, უბრალოდ გამეზა, არაNormalური ადამიანია. აბა სხვას ვის, თუ არა გამეზას და მის გუნდს, თავში მოუვიდოდათ იდეა - გაეკეთებინათ არასტანდARTული, კონცეპტუალური შოურუმი, რომელსაც სახელად „ანტიშფოთს“ დაარქმევდნენ.

 

ქალაქის ცენტრში, პეტრიაშვილის ქუჩაზე, იქ სადაც ბასტიან შვაინშტაიგერის წინაპრის (ამას „ანტიშფოთის“ ქრონიკები იუწყება) გალამაზებული „Mercedes Benz“-ი დგას, „ანტიშფოთი“-ს დღიური დოზა შეუძლია მიიღოს ყველამ, განურჩევლად ასაკისა, სქესისა და ინტერესისა.

 

#trytobestupid- „ანტიშფოთი“-ს სლოგანია. #morethink, #მეტისიცილი #იმასქენი კი ის ჰეშთეგებია, რომელიც ყველაზე ხშირად შეგხვდებათ „ანტიშფოთი“-ს ფოტოებზე. ყველაფერს, ცხადია, თავისი მნიშვნელობა აქვს და მაშინ მიხვდებით, თუკი ერთხელ ესტუმრებით შოურუმს. ყველაფერი, რასაც იქ ნახავთ, „ანტიშფოთის“ გუნდის ინსპირაციისა და შემოქმედების შედეგია.

რას ნახავთ:

თავიდანვე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ შოურუმში საოცარი რამეები დაგხვდებათ. შეგიძლიათ შეიძინოთ გამეზას დიზაინით შექმნილი Whoდი, მაისური, წინდა, სტიკერი, ბროში, ფოსთქარდი, საფულე და ბევრი სხვა საინტერესო რამ. მოკლედ, აქ ყველაფერია, რაც თქვენს ყოველდღიურ უშფოთველ განწყობაზე იზრუნებს.

 

 

რას დააგემოვნებთ:

სტანდარტულად - ყველაფერს და არასტანდარტულად-ლურჯი ფერის ღვინოს, მეტი ARTისთვის. იქვე შეგიძლიათ ესტუმროთ კაფე -სანაყინე „Iscream by Tamara“-ს და მიირთვათ ტარხუნის, ფეიხოას და ადესის ნაყინი.

 

 

ასევე:

კვირაში ერთხელ ან ორჯერ, შფოთის დოზას გააჩნია, გამეზა  მეგობრებთან ერთად სოციალურ-კულტურულ და რაც მთავარია, კრეატიულ ივენთებს გეგმავს. სტუმრებს თამარა ახალ-ახალ კოქტეილებს სთავაზობს, „ანტიშფოთის“ კრეატიული გუნდი კი „ლაივში“ ქმნის ბოთლების ეტიკეტებს

 

 

რას გეგმავს:

ყველაფერს არასტანდარტულს. ეს გამეზას და მით უფრო „ანტიშფოთი“-ს სტილშია. დრო და ინსპირაცია კი, უფრო მეტ არაNormalურ იდეას მოიტანს.

მოკლედ, აქ ყველაფერი ისეა, როგორც მთელი კვირა შფოთისგან გათავისუფლებას სჭირდება.

კომენტარები