28 მაისი 8 წუთის საკითხავი
„აბგა“- თანამედროვე, კომფორტული, ხარისხიანი

ყველას გვყავს ერთი ნაცნობი მაინც, რომლის სუსტი წერტილი ჩანთებია. მის გარდერობში აუცილებლად ვნახავთ განსხვავებული ზომის, ფორმის, ფერის ჩანთებს.

 

სწორედ ასეთმა ნაცნობმა მაპოვნინა „აბგა“, ქართული სტარტაპი, ყველასგან გამორჩეული და ხარისხიანი.

 

2017 წლის ოქტომბერში თეა გოროზიამ დიდი ხნის ოცნება აისრულა და შექმნა ბრენდი -„აბგა“. ჩანთების წარმოებაზე ის სტუდენტობიდან ფიქრობდა და შეიძლება ითქვას, რომ პროფესიით PR -სა და მარკეტინგის სპეციალისტს,  ყველაფერი დიდი ხნით ადრე ჰქონდა დაგეგმილი.

სტარტაპი  2017 წლის დეკემბერში გამოჩნდა და სანამ მის შესახებ უფრო მეტს მოგიყვებით, გეტყვით, რომ „აბგა“-ს შეძენა შეგიძლიათ: ფალიაშვილის #80, ქავთარაძის #1( „სითი მოლი“) და Facebook გვერდზე;

 

როგორც ჩემმა ნაცნობმა სტარტაპის შესახებ მითხრა, ის რაც ერთი შეხედვით თვალში მოგხვდება, „აბგა“-ს გამორჩეული დიზაინია, ხოლო ხელში- ჩანთის ხარიხსი. 

 

„აბგა“-ს ორიგინალურ დიზაინთან ერთად, სწორედ ხარისხი გამოარჩევს. ჩანთები მზადდება უმაღლესი ხარისხის ტყავისგან, რომელსაც თეას ოჯახი უკვე წლებია  აწარმოებს.

ექსკლუზიურად  „აბგა“-ს ჩანთებისთვის, განსხვავებულად მუშავდება ტყავის ზედაპირი და მისი შიდა მხარეც. ჩამკეტები, ელვა და სხვა დეტალები, ისეთივე მაღალი ხარისხის არის, როგორც ტყავი.

 

სამომავლოდ „აბგა“-ს დიდი გეგმები აქვს. სტარტაპი, ძველი ქართული სახელით, უცხოურ ბაზარზე გასვლასაც გეგმავს, მაგრამ მანამდე, საუკეთესო გუნდის წყალობით, კორპორატიულ შეკვეთებზე დაიწყებს მუშაობას.

ჩემთვის, „აბგა“ ბავშვობაში წიგნებში ამოკითხულ გამძლე ჩანთასთან ასოცირდება, რომელიც გმირის დაუსრულებელი მოგზაურობის საუკეთესო მეგობარი ხდებოდა. სტარტაპი “აბგა“-ც ასეთია. გამძლე და კომფორტული და იმედია, ყოველდღიურობაში თქვენი საუკეთესო მეგზური გახდება.

 

ავტორი: თაკო ფოლადაშვილი

 

კომენტარები