4 ოქტომბერი 7 წუთის საკითხავი
„აბარა“-საავტორო, ხარისხიანი პროდუქცია

ვისაც ჭრელ-ჭრელი საინტერესო დიზაინის ქამარჩანთები მოგწონთ ან ორიგინალური დიზაინის საათები და ბეჭდები გიყვართ, ეს ბლოგი თქვენთვისაა. საინტერესო სტარტაპი უნდა გაგაცნოთ.

 

 „აბარა“ ასე ჰქვია სტარტაპს, რომელიც სულ რაღაც ერთი წლის წინ ჩამოყალიბდა.

რუსუდან ქაქუთიამ და ეკატერინე სვირავამ იდეი გაჩენისთანავე მოიყვანეს სისრულეში. სტარტაპის იდეასთან ერთად დაიბადა სახელიც, რომელიც ბრენდის ხასიათს, მათ მიდგომასა და სტრატეგიას კარგად გამოხატავს.

 

ქამარჩანთები, ნაჭრის ჩანთები, საათები, პოსტერები, ღია ბარათები, ბეჭდები და სხვა აქსესუარები „აბარა“-ში შეგიძლიათ შეიძინოთ. ყველაფერი მაღალი ხარისხისაა, ფასიც ხელმისაწვდომია და რაც მთავარია, მათი პროდუქციის 99% საავტოროა.

სტარტაპი ძირითადად ქართველ დიზაინერებთან და უკრაინულ სტუდია "Little Room"-თან თანამშრომლობს. „აბარა“-ს დამაარსებლები პროდუქციის დახმარებით საკუთარი იდეების წარმოჩენასაც ცდილობენ.

 

„აბარა“-ს დაარსებამდე რუსუდანს და ეკატერინეს მსგავსი გამოცდილება არ ჰქონიათ და ცხადია, სირთულეებიც შეხვდათ. მთავარი სირთულე მასალების არარსებობა და მომსახურებისა და ფასის შეუსაბამობაა.

სფეროსა და წარმოების შესწავლასთან ერთად, მომხმარებელთან ურთიერთობის შესწავლაც მოუხდათ. ახლა, ერთი წლის შემდეგ დანამდვილებით შეუძლიათ თქვან, რომ მათ საქმეში მთავარი მოძრაობა, წინსვლა და განვითარების სურვილია.

მინდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ ბრენდის სამომავლო გეგმა გაფართოებაა. მალე „აბარა“-ს  ტანისამოსის ხაზიც დაემატება. მანამდე კი, გირჩებთ „აბარა“-ს Facebook-ს ესტუმროთ  ან პირდაპირ, მიტროფანე ლაღიძის #6-ში, მაღაზიაში მიხვიდეთ.

 

კომენტარები