5 ივნისი 10 წუთის საკითხავი
იპოვე საუკეთესო შენთვის

მსოფლიოში ათასობით კომპიუტერული უზრუნველყოფის პროგრამა არსებობს (სოფტი), რომელიც აადვილებს ბიზნესის საქმიანობას. მაგრამ როგორ ვიპოვოთ ისინი?

 

Capterra.com არის სოფტის საძიებელი სისტემა, რომელსაც ყოველთვიურად 3 მილიონი ადამიანი სტუმრობს. 500-ზე მეტი კატეგორიის ფარგლებში ის ბიზნესებს და არამომგებიან ორგანიზაციებს  მათთვის საჭირო და სარგებლო სოფტებს სთავაზობს. კატეგორიები მრავალფეროვანია - CRM, eCommerce, Help Desk, პროექტების მენეჯმენტი, სამედიცინო პრაქტიკის მენეჯმენტი,  ლოჯისტიკა, სამართლის პრაქტიკა, IT მენეჯმენტი, ფინანსური სოფტები, აპლიკანტების მართვა, მშენებლობის მენეჯმენტი,  საეკლესიო საქმის მართვა, იოგას სტუდიების მენეჯმენტი და სხვა.  

 

Capterra.com მომხმარებლებს სთავაზობს იპოვონ და შეადარონ ერთმანეთს სოფტები, დაწერონ მათი მიმოხილვები, რომლებიც შემდეგ სხვას გამოადგება. განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ამ მიმოხილვებს ექცევა, ბაზაში 390 000 რეიტინგი და  მიმოხილვაა, რომელიც რეალური მომხმარებლების გამოცდილებას ეყრდნობა.

 

Capterra.com  მომხმარებლებისთვის უფასოა. ვენდორები, რომლებიც თავიანთ შექმნილ სოფტებს ათავსებენ საიტზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში იხდიან თუ ის გაყიდეს. საიტი მომხმარებლებს სასარგებლო ბლოგებსაც სთავაზობს მცირე ბიზნესის ტრენდების შესახებ, B2B მარკეტინგი, მომხმარებელთა გამოცდილება, ღონისძიებების  მოწყობა, სასტუმროების მენეჯმენტი, უძრავი ქონების მართვა, გაყიდვების და მარკეტინგის ტექნოლოგიები, ტრენინგები ტექნოლოგიები, HR და სხვა.

 

,,ჩვენ გვჯერა რომ კომპიუტერული უზრუნველყოფის პროგრამები სამყაროს უკეთესს ხდის. დაზოგეთ დრო და ფული, დროულად დაბრუნდით სახლში თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან,“ - ეს Capterra.com მოტოა, რომელიც 1999 წლიდან წარმატებით აკავშირებს ერთმანეთს  ვენდორებს და ბიზნესებს.

,,აღმოაჩინე, შეადარე და აირჩიე საუკეთესო ბიზნეს აპლიკაცია,” -  ესპანეთში დაფუძნებული GetApp.com  ბიზნეს აპლიკაციების საუკეთესო პლატფორმაა. ეს არის  აპლიკაციების და სოფტების ეკოსისტემა, რომელიც ამავე დროს აძლევს რჩევებს ბიზნესებს იპოვონ საკუთარი საქმიანობისთვის საუკეთესო გადაწყვეტა.

 

GetApp.com- ზე ბიზნესები გეოგრაფიული არეალის მიხედვითაა წარმოდგენილი, ორგანიზაციული მოწყობის და საქმინობის სფეროს მიხედვით, ასევე დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვითაც.

 

საიტზე შეგიძლიათ ნახოთ მიმოხილვები უშუალოდ მომხმარებლებისგან, სასარგებლო  ბლოგები და ტრენდული ბიზნეს აპლიკაციები.

კომენტარები