თუ გაქვს ბიზნესებისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის სერვისი განათავსე ის businesstool.ge-ზე, გახადე შენი ტექნოლოგიური პროდუქტი უფრო ცნობადი და ხელმისაწვდომი ბიზნესებისთვის და გაზარდე გაყიდვები.
ინსტრუქცია:
1. შედი businesstool.ge-ზე;
2. დარეგისტრირდი ფიზიკურ ან იურიდიულ პირად და შეავსე ყველა აუცილებელი ველი;
3. მიიღე რეგისტრაციის დადასტურება ელექტრონულ ფოსტაზე;
4. დაამატე შენი აპლიკაცია.
იმ შემთხვევაში თუ შენ ჯერ კიდევ არ გაქვს ტექნოლოგიური პროდუქტი, რომელიც უკვე ხმარებაშია და გაქვს იდეა ან სურვილი შექმნა პროგრამული უზრუნველყოფა დარეგისტრირდი აპლიკაციების კონკურსში. რეგისტრაცია 3 ეტაპიანია:
1. გუნდის რეგისტრაცია გუნდის ლიდერის მიერ;
2. პროდუქტის აღწერა, რაც მოიცავს დემო ვერსიის ან პროტოტიპის ატვირთვას;
3. თანხმობა კონკურსის წესებსა და პირობებზე.
მას შემდეგ რაც შეავსებ ყველა აუცილებელ ველს და ვებ გვერდის ადმინისტრაციისგან მიიღებ წერილს, შენ უკვე მონაწილეობას მიიღებ აპლიკაციების კონკურსში.
კომენტარები