4 სექტემბერი 10 წუთის საკითხავი
სასტუმრო „ვესტი" ბათუმში - ადგილი, სადაც კომფორტული დასვენება გელოდებათ

ბათუმში, ახალ ბულვართან ახლოს, ზღვის სანაპიროდან 100 მეტრში სასტუმრო „ვესტი“ მდებარეობს.  

 

ბუტიკური ტიპის სასტუმრო აივნებითა და ზღვის სანაპიროს შთამბეჭდავი ხედით უკვე ერთი წელია ბათუმის სტუმრებისთვის საყვარელ ადგილად იქცა. ამაში  Booking.com-ზე „ვესტის“ შეფასებები და 9.0-იანი რეიტინგიც დაგარწმუნებთ.

 

სასტუმრო „ვესტი“ შ. ხიმშიაშვილის 11ა ნომერში, მრავალფუნქციური, 15 სართულიანი შენობის ორ სართულზეა განლაგებული. 22 ნომრიანი სასტუმრო ერთდროულად 50 დამსვენებელის მომსახურებას უზრუნველყოფს, საუზმითა და/ან სამჯერადი კვებით.

 

„ჩვენი სასტუმროს კონცეფცია ეფუძნება მთავარ პრინციპს - თითოეულ სტუმარს განსაკუთრებულად მოვემსახუროთ და მის სურვილებსა და საჭიროებებზე ვიყოთ მორგებული. ჩვენი თანამშრომლები 24/7-ზე მზად არიან ნებისმიერ საკითხში დახმარება გაუწიონ ჩვენს სტუმრებს. ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულ დამსვენებლთან უკუკავშირი და მათი რეკომენდაციების გათვალისწინება იმისათვის, რომ ჩვენი სერვისი კიდევ უფრო სრულყოფილი გავხადოთ“, - საბა ზანაქიძე, სასტუმროს მენეჯერი.

 

 

 „ვესტის“ სხვა ბუტიკური ტიპის სასტუმროებისგან რამდენიმე ფაქტორი გამოარჩევს. მათ შორის, გამორჩეული ინტერიერის მყუდრო და კომფორტული ნომრები, მაღალი ხარისხის ავეჯი, მოსახერხებელი ადგილმდებარეობა და კეთილგანწყობილი თანამშრომლები.  

 

”ჩვენი სასტუმრო შემდეგ პრინციპს ეფუძნება: მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ადგილობრივი, ქართული წარმოების განვითარებას. პროდუქციის 80%, რომელსაც დამსვენებლების კვებისთვის ვიყენებთ, მაღალი ხარისხის, ქართული პროდუქტია. ინვენტარის უმეტესი ნაწილიც საქართველოშია დამზადებული, რაც ჩვენთვის ძალიან საამაყოა“, - ამბობს საბა ზანაქიძე.

„ვესტი“ უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება. მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, სეზონის მიწურულს, სასტუმროს საკუთარი საკონფერეცნიო დარბაზი ექნება. ფიქრობენ, რომ არატურისტულ სეზონზე მსგავსი ტიპის შეთავაზება კორპორაციული მომხმარებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, „ვესტის“ სამომავლო გეგმებში სასტუმროს გაფართოება და ნომრების დამატება შედის.

 

 

ასე, რომ თუ აჭარაში დასვენებას გეგმავთ, სასტუმრო „ვესტსი“ და მისი გუნდი კომფორტსა და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გპირდებათ.

 

ნომრების დაჯავშნა შესაძლებელია Booking.com-ზე.

კომენტარები