19 ნოემბერი 18 წუთის საკითხავი
სამსახური, როგორც მეორე სახლი - თანამშრომლებზე განსაკუთრებულად მზრუნველი კომპანიები

რა არის კომპანიის ხარისხის, განვითარების და პოპულარობის გარანტი? რა თქმა უნდა, სწორი სტრატეგია, რომლის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტიც კომპანიის თანამშრომლებზე გადის. ასე ფიქრობენ 4 წლის წინ დაარსებული კომპანიის, ECOHOUSE-ის დამფუძნებლებიც, რომლებმაც მთავარ პრიორიტეტად სწორად შერჩეული გუნდი და მათ მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა დაისახეს.

 

მართებულად შერჩეულმა სტრატეგიამ შედეგიც მალე გამოიღო და დღეს ECOHOUSE-ი საწარმოო და ინდუსტრიული ობიექტების მშენებლობის მიმართულებით საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც გთავაზობთ როგორც საწარმოო და ინდუსტრიული ობიექტების მშენებლობას, ასევე დაპროექტებას, საინჟინრო ქსელების დაგეგმვასა და საკონსულტაციო მომსახურებას.

 

4 წლის წინ შეკრული ახალგაზრდა გუნდი კომპანიასთან ერთად ვითარდება. დირექციის გადაწყვეტილებით, კომპანიის ბიუჯეტიდან ფინანსდება პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინიციატივა. სისტემატურად ტარდება ტრენინგები ყველა რგოლის თანამშრომლებისთვის. მათი მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს, ასევე, ბონუსები, სასაჩუქრე ვაუჩერები დღესასწაულებსა თუ დაბადების დღეებზე, სამოგზაურო საგზურები და, რა თქმა უნდა, გართობა, რაც დამატებით იმპულსებს მატებს ურთიერთობებს. სპორტული აქტივობები, კორპორატიული საღამოები თუ კომპანიის მიღმა დაგეგმილი ღონისძიებები ECOHOUSE-ის გუნდს ერთ ოჯახად აერთიანებს. სწორედ ასეთ ერთობაზე გათვალეს დამფუძნებლებმა 4 წლის წინ მისი მომავალი და კომპანიის სახელის განმაერთიანებელი ორი კომპონენტიდან ერთი - სახლიც (house) ამას გულისხმობს - ეკოლოგიურად სუფთა ურთიერთობებით შექმნილი გუნდი ამ სივრცეს მეორე სახლად მიიჩნევს.

ამავე პრინციპით გაიწერა ტურისტული კომპანია WONDERLAND-ის სტრატეგიაც, რომლის მიხედვითაც ამ კომპანიის სივრცე მასში მოხვედრილი მომხმარებლისთვის, ისევე, როგორც აქ დასაქმებული ადამიანებისთვის, ჯადოსნურ სივრცედ უნდა ქცეულიყო.

 

„ჩვენი თანამშრომლები თავს ისე გრნობენ, როგორც საკუთარ სახლში, რადგან სამუშაო სივრცისის გარდა, გვაქვს მოსასვენებელი ადგილები, სრულად აღჭურვილი სამზარეულო, ახალდაფქული ყავით და შეფით, რომელიც უგემრიელეს საჭმელს გვიმზადებს, თანაც კვება თანამშრომლებისთვის უფასოა. ოფისის დიზაინის კონცეფციაც, პირველ რიგში, თანამშრომლების ინტერესებს მოვარგეთ, შევიძინეთ უფრო კომფორტული ორთოპედული სავარძლები, Apple-ის კომპიუტერები, რომლებიც მეტად იცავს თვალს დაზიანებისგან და მასზე მუშაობა ბევრად მარტივი და კომფორტულია“ - ამბობს კომპანიის გამყვანი დეპარტამენტის უფროსი, ლიკა ჩარგეიშვილი.

 

ბონუსები, წამახალისებელი საჩუქრები, ორმაგი ხელფასი აღდგომის და ახალი წლის დღესასწაულებზე - ის დამატებითი ფაქტორებია, რაც ახალგაზრდა გუნდს მოტივაციას უმაღლებს. ტურისტებთან ურთიერთობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის ის გარემოება, რომ თანამშრომლები თავად იცნობენ ქვეყნების დიდ ნაწილს, რომელსაც მომხმარებელს სთავაზობენ, მათ საინფორმაციო ტურებში მოგზაურობას კი კომპანია აფინანსებს. ეს ყველაფერი, საბოლოოდ, მყარ და ერთგულ კოლექტივს ქმნის, რომელიც კომპანიის დაარსების დღიდან მასთან ერთად იზრდება და იხვეწება.

ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის ცენტრი - „აითიემსი“ იმ კომპანიათა რიცხვს ეკუთვნის, რომლებიც თანამშრომელთა შერჩევისას განსაკუთრებულ ყურადღებას მათ პიროვნულ თვისებებს აქცევს, რადგან კომპანიის დამფუძნებლის აზრით, მომავალში ყველაფერზე მეტად სწორედ ამან უნდა განსაზღვროს კომპანიაში მათი ყოფნა, ისევე, როგორც კომპანიის წარმატება.

 

„აითიემსის“ დამფუძნებელს, თამრიკო ჯიქიას მიაჩნია, რომ გუნდი ჯაჭვის პრინციპით უნდა იყოს აგებული, სწორედ ამიტომ, კომპანიაში თითოეული რგოლი ერთმანეთს აძლიერებს, საბოლოოდ კი, ეს სიძლიერე გადადის კომპანიაზე, რომელიც, თავის მხრივ, ყველა რგოლზე თანაბრად ზრუნავს. თანადგომა, ერთმანეთის პროფესიული გაძლიერება, დღემდე გუნდის მთავარი დევიზია. წამახალისებელი ბონუსები, ტრენინგები, შეუზღუდავი, დემოკრატიული გარემო კი ის ძირითადი ფაქტორები, რამაც კომპანია გაზარდა, გააფართოვა და ხარისხობრივად დახვეწა.

 

ვიდრე პასუხისმგებლობას აიღებდა, თამრიკო ჯიქიამ თავად მიიღო სათანადო განათლება ფინანსების სფეროში. შემდეგ კი მეგობრების წრიდან შექმნა სანდო სამუშაო ჯგუფი, რომელსაც კომპანიამ დიდწილად თავად შეასწავლა კომპიუტერული და პროგრამული უზრუნველტოფის სფერო. 2012 წელს 4 ადამიანით დაწყებული ბიზნესი ამჟამად ოფიციალურად 25 თანამშრომელს ითვლის. IT მომსახურების მიზნით შექმნილი კომპანია დღეს უკვე პროგრამული უზრუნველყოფის პროგრამებზე მუშაობს, რომლის დახვეწის შემდეგაც „აითიემსი“ მომხმარებელს პროგრამული უზრუნველყოფის პროგრამებს უკვე ოფიციალურად შესთავაზებს.

 

კომენტარები