11 ოქტომბერი 16 წუთის საკითხავი
კივი ფოსტა სტარტაპერისთვის

სტარტაპის შესახებ

 

თუ ონლაინ შოპინგი გიყვართ და ნივთებს სხვადასხვა ქვეყნიდან ხშირად იწერთ, KiwiPost-ი ამანათებს უმოკლეს დროში, დაბალი ტარიფით ჩამოგიტანთ, თქვენ კი მათ გატანას თქვენთვის ხელსაყრელ დროს შეძლებთ.

 

სტარტაპი, რომელიც 2017 წლიდან გამოჩნდა ბაზარზე, მომხმარებელს ამანათების ჩამოტანის/გაგზავნის სერვისს სთავაზობს ამერიკიდან და დიდი ბრიტანეთიდან.

 

იმისათვის, რომ სერვისი მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტული იყოს, კივი გზავნილს შეფუთავს, დააზღვევს, თქვენს შეკითხვებს 24 საათის განმავლობაში უპასუხებს და საქართველოს მასშტაბით ამანათს ნებისმიერ ადგილზე მოგიტანთ.

 

KiwiPost-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ანა ქავთრაძე ამბობს, რომ სტარტაპის შექმნის მიზანი მომხმარებლების დროის დაზოგვა და მათთვის შეუზღუდავი არჩევანის შეთავაზება იყო.

„მსოფლიოს მასშტაბით უფრო და უფრო მეტი ადამიანი სარგებლობს ონლაინშოპინგით,  შესაბამისად, თანამედროვე მსოფლიოში, გლობალიზაციის ეპოქაში, ეს სერვისი სყოველდღიურად უფრო მოთხოვნადი ხდება. გვინდოდა, საქართველოში მცხოვრები მომხმარებელიც აქტიურად  ჩაგვება ამ პროცესში და მათზე მაქსიმალურად ორიენტირებული, სანდო და მოწესრიგებული კომპანია დაგვეფუძნებინა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უკვე არსებობდა სხვა გადამზიდი კომპანიები, გადავწყვიტეთ, მომხმარებლებისთვის  საუკეთესო ტარიფები, ტრანსპორტირების უმოკლესი ვადები და შეძენილი პროდუქტის სწრაფად მიწოდების სერვისი შეგვეთავაზებინა.

 

KiwiPost-ს  განსაკუთრებულს მისი  მოტივირებული და კრეატიული გუნდი ხდის, რომლებსაც ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული პროფესიის მიუხედავად, საერთო იდეა და მოტივი აერთიანებთ - ჩამოაყალიბონ კომპანია, რომელიც არა მხოლოდ ტვირთის გადაზიდვას ახორციელებს, არამედ ახალ ტენდენციებს ქმნის  გადაზიდვის სფეროში.  ამერიკისა და ბრიტანეთის ოფისებთან მუდმივი კომუნიკაცია კი მათ  კიდევ უფრო ძლიერ გუნდად აყალიბებს.

 

კომპანიის მიზანია, ნებისმიერი შეთავაზება ინდივიდალურად მოარგოს მომხმარებელს. სტარტაპის სერვისით უკვე სარგებლობენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები, საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან, ასევე მსხვილი და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები.

 

როგორც ანა ამბობს, ამჟამად KiwiPost-ის მომსახურების დასახვეწად ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს, რაც სერვისს კიდევ უფრო მოსახერხებელს და სწრაფს გახდის.

 

„ჩვენი მიზანია,  მომხმარებელს მრავალფეროვანი მომსახურება შევთავაზოთ, ამანათების ტრანსპორტირება სხვა ქვეყნებიდანაც უზრუნველვყოთ, დავხვეწოთ საკურიერო სერვისი და რაც მთავარია, შევინარჩუნოთ მომსახურების ხარისხი.  კომპანიის შექმნის პირველივე დღიდან ჩვენს მთავარ მიზანს სწორედ სერვისის დახვეწა, განვითარება და მომხმარებლის გაბედნიერება წარმოადგენდა”, - ამბობს ანა.

 

კივი ფოსტა სტარტაპერისთვის:

 

სულ ახლახან სტარტაპერმა და კივი ფოსტამ ერთობლივი პროდუქტი - კივი ფოსტა სტარტაპერისთვის შექმნეს, რაც დამწყები ბიზნესების წარმომადგენლებისთვის ამანათების მიღება/გაგზავნის ტარიფებს კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის.  გარდა ამისა, სტარტაპერებს შესაძლებლობა ექნებათ,  თავიანთი პროდუქტი ბრიტანეთის ონლაინმაღაზიებში განათავსონ.

 

შეთავაზების პირობები:

 

ტარიფები სტარტაპერებისთვის:

  • ამერიკა - საქართველო: $6
  • ინგლისი - საქართველო: £4
  • საქართველო - ინგლისი: £4.50

ტრანსპორტირების ვადები:

  • ამერიკა - საქართველო: 4-7 დღე
  • ინგლისი - საქართველო: 2-4 დღე
  • საქართველო - ინგლისი: 7-10 დღე

დამატებითი მომსახურებები:

  • საბაჟო დოკუმენტაციის მომზადება: 5 ლარი
  • საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით: 4 ლარიდან
  • ტვირთის დაზღვევა: უფასო

 

KiwiPost-ის ოფისი თბილისში, მცხეთის ქ.1 ნომერში მდებარეობს. დაინტრესებულ პირებს  კომპანიასთან დაკავშირება საინფორმაციო ხაზის, (+995 032) 2052324, ელექტრონული ფოსტის ([email protected]), ასევე  Facebook და Instagram გვერდების საშუალებით შეუძლიათ.

კომენტარები