28 ნოემბერი 14 წუთის საკითხავი
მოემზადეთ შოპინგისთვის თვის ბოლო პარასკევს

დღე, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი მოუთმენლად ელის, ორი საუკუნის წინ, ამერიკაში დაიბადა. მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ბიზნესების გადასარჩენად მიღებული გადაწყვეტილება საუკუნეების შემდეგ მსოფლიო დღესასწაულად გადაიქცეოდა, თუმცა ფაქტია ­— დღეს “შავი პარასკევი” შოპინგის ყველა მოყვარულისთვის ნამდვილი ზეიმია, რომლისთვისაც ყოველთვის წინასწარ იწყებენ მზადებას.

ყველაფერი კი მეცხრამეტე საუკუნეში, 1869 წელს დაიწყო, როცა ორი სპეკულიანტის გადაწყვეტილებებმა ოქროს ფასის მანიპულაცია გამოიწვია, რასაც ფასების ვარდნა და პროდუქციის გაიაფება მოჰყვა. მაშინ პრეზიდენტ ლინკოლნის გადაწყვეტილებით მადლიერების დღესასწაულის შემდეგი დღე უკვე საშობაო სამზადისის პერიოდის დასაწყისად გამოცხადდა. 1869 წლის მოვლენები ამერიკელებმა ტრადიციად აქციეს და მადლიერების დღის მომდევნო პარასკევი ფასდაკლებების დღედ ჩამოყალიბდა, თუმცა მაშინ ტერმინი „შავი პარასკევი“ ჯერ კიდევ არ არსებობდა.

 

საიდან მოდის „შავი პარასკევი?“ — ამ ტერმინის დაბადებას წმინდად ფინანსური საფუძველი აქვს. მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ბუღალტრული აღწერა ხელით კეთდებოდა, რაც ტექნოლოგიების არ არსებობით აიხსნება. მაშინ კომპანიები ქაღალდზე აღნიშნავდნენ მოგებასა და წაგებას. წაგება წითელი ფანქრით აღინიშნებოდა, ხოლო მოგება შავით. მადლიერების დღესასწაულის შემდეგ გამოცხადებული ფასდაკლებები ყველა ბიზნესისთვის „შავი დღე“ იყო, რადგან ისინი მოგებაზე გადიოდნენ და ეკონომიკურ სარგებელს ნახულობდნენ. სწორედ ასე გაჩნდა „შავი პარასკევის“ იდეა, რომელიც დღეს მთელს დედამიწაზეა გავრცელებული.

 

უკვე რამდენიმე წელია „შავი პარასკევის“ კონცეფცია საქართველოშიც გაჩნდა. 2018 წელს გრანდიოზული ფასდაკლებების დღე 23 ნოემბერს იყო, 2019 წელს კი 29 ნოემბერს იქნება. ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადება „თბილისი მოლი“, რომელიც მომხმარებლებს დიდ სიურპრიზებსა და უპრეცედენტო ფასდაკლებებს პირდება.

2018 წლის „შავი პარასკევი“ თბილისი მოლისთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა, რადგან სავაჭრო ქსელს მომხმარებლების რეკორდული მაჩვენებელი ეწვია. სწორედ ამიტომ, 2019 წლისთვის თბილისი მოლი განსაკუთრებულად ემზადება. მოლში მისულ სტუმრებს სადღესასწაულო გარემო დახვდებათ, რაც მათ განწყობას საშოპინგოდ კიდევ უფრო განსაკუთრებულს გახდის.

 

„თბილისი მოლში“ გრანდიოზული ფასდაკლებები თითქმის ყველა სავაჭრო ობიექტში იქნება — დაწყებული ტექნიკის მაღაზიებიდან, დამთავრებული ტანსაცმლის ქსელებით.

 

იმისთვის, რომ შოპინგი სასიამოვნო იყოს და მომხმარებლებს დაბრკოლებები არ შეხვდეთ, „თბილისი მოლი“ სამუშაო საათებსაც ზრდის და 00:00 სთ-მდე იმუშავებს. ასე რომ, შეგიძლიათ მშვიდად მოიაროთ სასურველი მაღაზიები და შეიძინოთ ნანატრი პროდუქცია.

 

„თბილისი მოლის“ მარკეტინგის მენეჯერი თამარ მესარკიშვილი ამბობს, რომ „შავი პარასკევი“ მათთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რადგან მომხმარებლებს საშუალებას აძლევენ ოცნებები აიხდინონ.

„შავი პარასკევი ოცნებების ახდენის დღეა და ჩვენ გვიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მომხმარებლებს სასურველი ნივთები დიდი ფასდაკლებით შევთავაზოთ. 2018 წლის შავ პარასკევს რეკორდული რაოდენობის ადამიანი გვეწვია, წელს კი კიდევ უფრო მეტს ველოდებით“, - ამბობს თამარ მესარკიშვილი.

 

„თბილისი მოლი“ გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას, დიდი ფასდაკლებით შეიძინოთ თქვენთვის სასურველი პროდუქცია და საახალწლოდ საყვარელ ადამიანებს დაუვიწყარი საჩუქრები გაუკეთოთ. ახლა კი დროა, მოემზადოთ „შავი პარასკევისთვის“ და აიხდინოთ ოცნებები.

 

ავტორი: დიმა სანაია

კომენტარები