17 ოქტომბერი 21 წუთის საკითხავი
ქართული კომპანიები ნომინაციაში „თანამშრომლებზე განსაკუთრებული ზრუნვისთვის"

VIP Secretary 2012 წელს, ერთი ადამიანის მიერ დაარსებული კომანიაა, რომელიც მომსახურებას გთავაზობთ შემდეგ სფეროებში: ბუღალტერეია, მენეჯმენტი, რეპორტინგი, კონსულტაცია რეესტრის შესახებ, ძველი პერიოდის ბუღალტერიის აღდგენა, იურიდიული კონსულტაცია.

კომპანიის დამფუძნებლს, მარიამ შიშმანაშვილს მიაჩნია, რომ  საქმის წარმატება კმაყოფილ, უზრუნველყოფილ თანამშრომლებზე გადის, ამიტომ VIP Secretary-ს სტრატეგია სწორედ თანამშრომლების კომფროტზეა ორიენტირებული. კმაყოფილი კლიენტების წყალობით, ბიზნესის გაფართოების შემდეგ, მარიამმა კომპანიაში თავისივე მოსწავლეები დაასაქმა და დევიზი - „კლიენტი ყოველთვის მართალია - შეცვალა სიტყვებით „მართალი ყოველთვის მართალია“, რაზეც, როგორც თავად ამბობს, აგებულია ყველანაირი ურთიერთობა მის კომპანიაში.

 

VIP Secretary-ის სამუშაო საათები 10-იდან 4 საათამდე დროს ითვალისწინებს, 35 წუთიანი შესვენებით. ხუთშაბათი და შაბათ-კვირა დასვენების დღეებია, რომლებსაც, ძირითადად, თვითგანვითარებისთვის იყენებენ. ცოტა ხნის წინ აიღეს AFRS (რეპორტინგის ფინანსური ოფიცრის) სერთიფიკატები. სწავლისგან თავისუფალი დრო კი მთლიანად მათ განკარგულებაშია. ზამთარში და ზაფხულში კომპანია ანაზღაურებს თანამშრომლებისა და მათი ოჯახისწევრების დასვენებას მაღალი კლასის სასტუმროში. თითქმის ყველა დღესასწაულზე დირექტორი კოლეგებისთვის ამზადებს საჩუქრებს. ოჯახის შექმნისთვის კომპანია თანამშრომელს 200 ლარიან, შვილის გაჩენისთვის კი 500 ლარიან პრემიას გადასცემს. მთავარი მოტივაცია კი მაინც ხელფასია, რომელიც 25000-3000 ლარს შეადგენს.

კომპანიის მიზანი ISO სტანდარტის მოპოვება და მეორე კატეგორიის საწარმოების მოზიდვაა. სულ მალე VIP Secretary კლიენტებს თიბისი ბანკის დახმარებით, უკვე საკუთარ ოფისში მოემსახურება, სადაც დეტალურად გათვლილი და თანამშრომლებზე მორგებული სამუშაო გარემო საბავშვო ოთახსაც ითვალისწინებს, რაც დამატებითი კომფორტი იქნება ბავშვიანი თანამშრომლებისთვის.

Global Trans Network 2017 წელს დაარსებული გადამზიდავი კომპანიაა. ის ერთმანეთთან აკავშირებს ორ რგოლს - ტვირთის იმპორტიორ/ექსპორტიორებს და სატვირთო მანქანების მეპატრონეებს, და ორგანიზებას უწევს საქართველოში ტვირთების გადმოზიდვას გერმანიიდან, პოლონეთიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, თურქეთიდან და ბულგარეთიდან.

 

შვიდკაციანი გუნდი კომპანიის დირექტორმა, გიორგი წიფიანმა ახალგაზრდებისგან დააკომპლექტა. მისი აზრით, ახალგაზრდული ენერგია, სწორად მიმართვის შემთხვევაში, ნებისმიერი საქმის წარმატების გარანტი შეიძლება გახდეს. გუნდში მოხვედრის წინაპირობა გახსნილობა, საქმისადმი პასუხისმგებლობით მიდგომა და, რაც მთავარია, გუნდური მუშაობის უნარებია. ეს უკანასკნელი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმია, რადგან რადგან მათი საქმე სწორედ გუნდურ მუშაობაზეა გათვლილი.

საქმისადმი მიდგომის სტრატეგიას, ინიციატივებს, ახალი იდეებს გუნდი ერთად განიხილავს. ყველა თანამშრომელს გააზრებული აქვს, რომ ზოგადი წარმატება კონკრეტულ, ყოველდღიურ წინსვლებზე დგას, ბიზნესის წარმატება კი ყოველი მათგანის კეთილდღეობაზე პირდაპირ აისახება. შესაბამისად, თანამშრომლები ყოვედღიურად კლიენტების მომსახურების გარდა, ჩართული არიან თვითგანვითარების პროცესში. ყოველი კვირის ბოლოს დაგეგმილია შეხვედრები, სადაც ორი თანამშრომელი წარადგენენ დამუშავებული თემის პრეზენტაციას, საუკეთესო გამომსვლელი ჯილდოვდება ბონუსით - ვაუჩერით მისივე შერჩეულ ტრენინგზე. ბონუსები დაწესებულია სხვა აქტივობებშიც. კომპანია ზრუნავს ახალგაზრდა თანამშრომლების ფიზიკურ აქტივობაზეც, ყველა თანამშრომელი დასაჩუქრებულია ფიტპასით, რომლითაც მათ საშუალება აქვთ, ულიმიტოდ ივარჯიშონ საქართველოში არსებულ 90 სპორტულ ობიექტზე.

IT TECH-ის პრეისტორია 2008-2009 წლებში იწყება, როცა ორმა მეგობარმა 1200 ლარიანი სესხითა და თიბისი ბანკის საკრედიტო ბარათით Prime Card მომხმარებელს საინტერესო სერვისი - კარტრიჯების დატენვა და მათი ადგილზე მიტანა შესთავაზა. როგორც კომპანიის დამფუძნებელი, ავთანდილ ცაგარეიშვილი ყვება, ეს საქმე იუთუბის დახმარებით შეისწავლეს. თავიდან სერიოზულად არავინ აღიქვამდა ორ ბიჭს, რომლებსაც მრავალი ჰუნქცია ჰქონდა შეთავსებული - თავად იყვნენ ხელოსნებიც, მძღოლებიც, თავად პოულობდნენ კლიენტებს და აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს. მალევე მიხვდნენ, რომ მომსახურების სფეროები უნდა გაეფართოებინათ, ამიტომ უცხოეთიდან კომპიუტერული ტექნიკის გამოწერა და ქართულ ბაზარზე გაყიდვა დაიწყეს. პირველი სერიოზული შეკვეთა ბიჭებმა 2012 წლის, კაზანტიპის ფესტივალის ორგანიზატორებისგან მიიღეს, ფესტივალი ტექნიკით აღჭურვეს და გამოცდილებაც შეიძინეს.

 

დღეს IT TECH ქართულ ბაზარზე კომპიუტერული ტექნიკის ონლაინ მაღაზიას წარმოედგენს, სადაც ხელსაყრელ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ ნებისმიერი ტექნიკა. როგორც ავთანდილ ცაგარეიშვილი ამბობს, კომპანიაში ამჟამად დასაქმეული 6 ადამიანიდან ყველას აქვს საშუალება, „თავისუფლად იცუროს“ - ყველა მათგანი თავად ქმნის სტრატეგიას, ეკონტაქტება კლიენტს და ყიდის პროდუქტს. მართვა, კლიენტთან ურთიერთობა და მიზნისკენ მტკიცედ სვლა მათ კომპანიაში მუშაობის დროს ისწავლეს.

 

სახელმძღვანელოები, რომელთა მთავარი თემაც ადამიანის ქვეცნობიერში გარკვევა, თავისუფლება, საკუთარ თავში ახალი უნარების აღმოჩენა და ძალაუფლების მოპოვების გზების ძიებაა, IT TECH-ში მისული ადამიანების სამაგიდო ლიტერატურაა. როგორც ავთანდილი ამბობს, მათი მთავარი მოტივატორიც სწორედ პიროვნული ზრდა და თავად საქმის კეთების აზარტია. საკუთარ თავში მანამდე უცნობი თუ უხილავი მხარეების აღმოჩენით, ისინი საქმესაც უკეთესად უძღვებიან და, რაც მთავარია, ცხოვრებისეული ხედვაც რადიკალურად ეცვლებათ. ავთანდილის აზრით, სწორედ ესაა ადამიანისთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანი.

 

კომენტარები