8 აგვისტო 22 წუთის საკითხავი
სასტუმრო „ბაიდინი“ ბათუმში

თუ შვებულება ჯერ არ დაგიგემავთ და უპირატესობას ზღვის სანააპიროს და მზეს ანიჭებთ, ბათუმში ახლადგახსნილი სასტუმრო „ბაიდინი“ სასიამოვნო დასვენებას გპირდებათ.

 

ბათუმის ცენტრიდან მოშორებით, აეროპორტის გზატკეცილზე, (112 ნომერში)  მყუდრო გარემოში მდებარე 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო გათვლილია, როგორც უფროსებზე, ისე ბავშვებზე.

 

„ბაიდინი“ ერთი თვის წინ გაიხსნა და ის ამ ეტაპზე 106 ნომერს აერთიანებს, მათ შორის ნომრებს აივნებითა და ზღვის ხედით. სასტუმროში განთავსებულია ბარი და ორი საკონფერენციო დარბაზი.

„ჩვენ, სასტუმროს მენეჯმენტი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ დამსვენებლისთვის დაუვიწყარი შთაბეჭდილების შექმნას. ვცდილობთ, მათ საუკეთესო მომსახურება შევთავაზოთ და სასიამოვნო მოგონებებით დავამახსოვოთ თავი. სწორედ ამას ეფუძნება ჩვენი სასტუმროს კონცეფციაც. მართალია,  „ბაიდინი“ 4 ვარსკვლავიანი სასტუმროა, თუმცა ის ბევრად მაღალი კლასის სერვისსა და ინფრასტრუქტურას სთავაზობს მომხმარებელს“, - ამბობს დავით ბერაძე, სასტუმროს გენერალური დირექტორი.

სასტუმრო „ბაიდინის“ ნომრების უმრავლესობა სტანდარტული 4 ვარსკვლავიანი სასტუმროს ნომრებისგან განსხვავებით უფრო დიდია და 18 კვმ-ს შეადგენს, მათი დაჯავშნა შესაძლებელია საუზმით. „ბაიდინის” თითოეულ სართულზე  12 ნომერია განთავსებული, საიდანაც 8-ს საკუთარი აივანი აქვს. ზედა სართულებზე  ნომრების დაჯავშნა ზღვის ხედითაა შესაძლებელი. „ბაიდინის“ კიდევ ერთი უპირატესობა სპეციალურად მოწყობილი საბავშვო ოთახია.

 

„ხშირად, როდესაც ოჯახები დასასვენებლად აჭარაში ჩამოდიან, უფროსებს სხვადასხვა ღირშესანიშნავი ადგილის მონახულების სურვილი აქვთ, სადაც ბავშვების წაყვანა არც თუ ისე უსაფრთხო შეიძლება იყოს. ჩვენ ვითვალისწინებთ ტურისტების სურვილს და სპეციალურად ჩვენს სტუმრებს ინოვაციურ  სერვისს - ძიძის მომსახურებას ვთავაზობთ. ოთახში, რომელიც უამრავი სათამაშოთი და გასართობი მოწყობილობითაა აღჭურვილი, ბავშვებს გართობასა და დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ვპირდებით, - ამბობს დავით ბერაძე.

 

„ბაიდინი“ მომავალი წლისთვის  გაფართოებას გეგმავს.  2020 წლის ზაფხულში აქ 110 ნომერი, რესტორანი, დამატებითი საკონფერენციო დარბაზი, ორი აუზი (როგორც უფროსებისთვის, ისე პატარებისთვის), ასევე აკვა პარკი, სპა, ფიტნეს დარბაზი და მე-12 სართულზე განთავსებული ნახევრად ღია ტიპის ლაუნჯ-რესტორანი დაგვხდებათ.  სასტუმროში ხელმისაწვდომი იქნება სამჯერადი კვებაც.

 „ბაიდინის“ მიზანია დამსვენებლის სრულყოფილი ინფრასტრქტურითა და  სერვისით უზრუნველყოფა, ისე რომ მათ ერთ სივრცეში, სასტუმრო კომპლექსიდან გასვლის გარეშე  კომფორტულად დასვენება შეძლონ.

 

„ბაიდინის“ ნომრების დაჯავშნა შესაძლებელია Booking.com-ზე.

 

კომენტარები