22 ოქტომბერი 21 წუთის საკითხავი
ბიზნეს დაჯილდოების მონაწილეები - თიბისი ლიზინგის მომხმარებლები

„შპს ლა ჯელატერია“ სტარტაპერის ფარგლებში შექმნილი კომპანიაა, რომელიც  საქართველოში იტალიურ ჯელატოს და გაყინულ იოგურტს აწარმოებს. პირველად საქართველოში შემოტანილი იტალიური ხაზის „არტიჯიანელეს“ მიზანი ნატურალური პროდუქტზე დამზადებული დესერტების შექმნაა. „ლა ჯელატერიას“ მიერ შექმნილი ბრენდი „კე გუსტო“ ბაზარზე ამ მხრივ სრულიად განსხვავებულია.

 

პროდუქტის წარმოების 3 დღიანი ციკლი „კე გუსტოს“ დახლზე მუდმივად „ფრეშ“ პროდუქტის გარანტია. მისი უნიკალურობა გამოიხატება, აგრეთვე, განსაკუთრებულ სეგმენტზე ზრუნვაშიც - გლუტენის, ლაქტოზის და შაქრის მიუღებლობის მქონე ადამიანებს „კე გუსტო“ სთავაზობს ამ ნივთიერებებისგან თავისუფალ, ეკოლოგიურად სუფთა ჯელატოსა და გაყინულ იოგურტს. წარმოდგენილი 18 გემოდან 8 სახეობა ულაქტოზო ჯელატოა, რომლის ასორტიმენტიც სეზონის მიხედვით იზრდება და იცვლება. მხოლოს „კე გუსტოში“ შეგიძლიათ მიირთვათ 4 სახეობის უგლუტენო გაყინული ჩამოსასხმელი იოგურტი, 1 სახეობის სტევიაზე დამზადებული პროდუქტი - უშაქრო, უგლუტენო და 25% ლაქტოზის შემცველი იოგურტი, რასაც სულ მალე ვეგანური ხაზიც დაემატება.

 

„ლა ჯელატერია“ „აწარმოე საქართველო“-ს ბენეფიციარი და „თიბისი ლიზინგი“-ს მომხმარებელია, ეს ბიზნესი მათი მხარდაჭერით შეიქმნა და თანამონაწილეობა  თიბისი ლიზინგის პირობებში გამოიხატება: მაღალი ხარისხის, იტალიური წარმოების სამაცივრე, ჯელატოს დასამზადებელი და შესანახი დანადგარები თიბისი ლიზინგის დახმარებით შევიძინეთ. „აწარმოე საქაეთველოში“-მ კი ორწლიანი მხარდაჭერა გამოგვიცხადა და თიბისის კრედიტის პროცენტის გადახდაში მიიღო მონაწილეობა.“ - ამბობს „ლა ჯელატერიას“ დამფუძნებელი, თამარ ზურიაშვილი.

„სითი ექსპრესი“-ს ძირითადი საქმიანობას წარმოადგენს ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბით საკურიერო მომსახურება. კომპანიის მიერ შექმნილი  უნიკალური ციფრული პლატფორმის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ ინტერნეტით დაუკვეთოთ ამანათის გაგზავნა ადგილობრივი, საქალაქთაშორისო თუ საერთაშორისო მიმართულებით, შემდეგ კი თვალი ადევნოთ თქვენი გზავნილის გადაადგილების ისტორიას.  „სითი ექსპრესის“ მობილური გუნდის მეშვეობით  ადრესატი თქვენს გზავნილს ადგილობრივი მასშტაბით ერთ საათში, საქალაქთაშორისო მასშტაბით 2 იდან 7 დღემდე ვადაში,  საერთაშორისო დონეზე კი 2-დან 10 დღემდე ვადაში მიიღებს.

 

მსგავსი კომპანიებისგან „სითი ექსპრესს“ განასხვავებს, ასევე, ინტეგრაციის შესაძლებლობა - ინტეგრაციის შესაძლებლობის მქონე კომპანიებს მონაცემების შეყვანა „სითი ექსპრესის“ პლატფორმაზე საინტეგრაციო არხის საშუალებით შეუძლიათ, რაც ამცირებს ადამიანური რესურსის დანახარჯს და შეცდომების ალბათობას.

 

„გაგვიმართლა და „თიბისი ლიზინგის“ მომხმარებლები ვართ. მისი დახმარებით შევიძინეთ ფრონტალური დამტვირთველი, ანუ საწყობში პალეტების გადასაზიდი მოწყობილობა. „ბიზნეს დაჯილდოების“ პროექტში მონაწილეობით, გვსურს, ჩვენ მიერ შქემნილი კომფორტული პროდუქტის შესახებ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს, რაც მათ ბიზნესის გამარტივებაში დაეხმარებათ“, - ამბობს „სითი ექსპრესის“ დირექტორის მოადგილე, დავით სახელაშვილი.

 

2011 წელს დაარსებული კომპანია „უნიმედი“-ს ძირითადი საქმიანობა სამედიცინო აპარატურისა და ერთჯერადი სამედიცინო ნივთების რეალიზაცია და ადგილზე დამონტაჟება-ინსტალაციაა. საგანგებოდ შეკრული პროფესიონალთა გუნდის მეშვეობით „უნიმედი“ უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის პროდუქციის შერჩევას, ადგილზე მიტანას და შესაბამის მომსახურებას.

„უნიმედში“ თანამშრომელთა შერჩევა დეტალურად გაწერილი საკადრო პოლიტიკის მიხედვით მიმდინარეობს. როგორც დამფუძნებლები ამბობენ, ეს საკითხი დღეს კომპანიისთვის ყველაზე მწვავედ დგას, რადგან ქვეყნის განათლების სისტემა ხშირად არ იძლევა საშუალებას, კომპანიებმა დააკმაყოფილონ მათ მიერვე დადგენილი მაღალი სტანდარტი, რაც კომპანიის შემდგომი წარმატებული მუშაობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

 

შესაბამისად, „უნიმედი“ ცდილობს, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სწორედ პერსონალის განვითარებისთვის ზრუნვა განსაზღვროს. უფასო კვება, უნიფორმა თუ დაზღვევა ის ელემენტარული „სიკეთეებია“ რომლითაც „უნიმედის“ ყველა თანამშრომელი მუშაობის დაწყების დღიდან სარგებლობს. ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, სტაჟირებაზე მისულ, თუ გამოსაცდელ ვადაზე მყოფ თანამშრომლებს უნაზღაურდებათ სამსახურში ყოფნის ყველა დღე. გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიის წარმატება კომპეტენტურ პერსონალზე გადის, „უნიმედი“ სისტემატიურად აფინანსებს მათი კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს საქართველოში თუ საზღვარგარეთ.

 

„თიბისისთან 25 წლიანი „თეთრი ისტორია“ გვაკავშირებს. დაწყებული „დენტალ ჯორჯიათი“ 97 წელს, გაგრძელებული „უნიმედით“ 2011 წლიდან. ლიზინგის თვალსაზრისით ორმხრივი ურთიერთობა გვაქვს, ვსარგებლობთ „თიბისი ლიზინგით“ და ასევე, ჩვენც ვთავაზობთ მათ ლიზინგს. „ბიზნესდაჯილდოების პროექტში“ მონაწილეობა ჩვენი თანამშრომლობის კიდევ ერთი ნაბიჯია. იმედი გვაქვს, საინტერესო იდეებს მოვისმენთ როგორც ჩვენი კომპანიის შესახებ, ასევე გავეცნობით მონაწილე სხვა ბიზნესებსაც. საინტერესოა, როგორ შეგვაფასებს ჟიური.“ - ამბობს კომპანია „უნიმედის“ დირექტორი, ზაზა გელიშვილი.

კომენტარები