5 სექტემბერი 21 წუთის საკითხავი
Tbilisi Hills Golf & Residences - ადგილი, სადაც აუხდენელი ოცნებები არ არსებობს

უკვე მრავალი წელია ვსაუბრობთ, რომ ქალაქში ცხოვრება რთულდება. ერთი მხრივ ჰაერის დაბინძურება, რომელიც ჩვენი ჯანმრთელობისთვის საშიში და მავნებელია, მეორე მხრივ კი ხმაური, გადატვირთული მოძრაობა, ურბანული ქაოსი სურვილს გვიჩენს, რომ ჩვენი ყოველდღიური სამყოფელიდან გავიქცეთ და თავი რაიმე ისეთ ადგილს შევაფაროთ, სადაც სიმწვანე, სიმშვიდე და სიმყუდროვეა.

თანამედროვე ადამიანები სულ უფრო მეტად ცდილობენ ქალაქიდან მოშორებით დაიდონ ბინა, თუმცა თბილისის შემოგარენში, ისეთი ადგილი, სადაც ინფრასტრუქტურულად გამართული ტერიტორია იქნებოდა, აქამდე არ ყოფილა.  

 

საბედნიეროდ, დღეს ასეთი ადგილი უკვე არსებობს. თბილისიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალზე, Tbilisi Hills Golf & Residences-ის უპრეცენდენტო პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს. პროექტი გამოცდილი პორტუგალიელი, ფინელი და ესტონელი არქიტექტორებისა და კონსტრუქტორების ჯგუფის, ესტონური კომპანია Kаamos Group-ის ხელმძღვანელობით შეიქმნა, მის განსახორციელებლად კი ჯამში 1 მილიარდი დოლარის ინვესტიცია მოხდება. ეს არის უდიდესი ინვესტიცია ასეთი ტიპის პროექტებში.

თბილისი ჰილსი აერთიანებს 331 ჰექტარზე გაშლილ ბუნებრივად მწვანე გარემო, ტყეს, ულამაზეს ვილებ აუზითა და კერძო ბაღებით, რეზიდენციებსა და აპარტამენტებს, 110 ჰექტარზე გაშენებული გოლფის პროფესიონალურ მოედანსა და დაუვიწყარ ხედებ თბილისზე, შავნაბადას მონასტერსა და ყაზბეგის მთებზე. ამ ყველაფრის გარშემო კი, სკოლები და საბავშვო ბაღები, სავარჯიშო დარბაზები, ჩოგბურთის კორტები, კომერციული და სავაჭრო წერტილები და ერთი სიტყვით ყველაფერი, რაც თანამედროვე ცხოვრებისთვის აუცილებელია.

 

ფაქტობრივად, თბილისი ჰილსი არის მწვანე ქალაქი ქალაქში, რომელიც მთლიანად პასუხობს თანამედროვეობის ყველა მნიშვნელოვან გამოწვევას.  

გოლფის თანამედროვე მოედანი პროფესიონალებისთვისა და დამწყებებისთვის

 

თბილისი ჰილსის კომპლექსში 110 ჰექტარზე 18-ფოსოიანი გოლფის მოედანია განთავსებული. ასეთი მოედანი ამიერკავკასიაში ერთადერთია. როდესაც აქ დაიდებთ ბინას, თქვენ შეძლებთ გოლფის პროფესიონალურ დონეზე შესწავლას, სხვადასხვა ტურნირში მონაწილეობას ან უბრალოდ თავისუფალი დროის სასიამოვნოდ გატარებასა და დასვენებას.

გოლფის მოედანი ფინელმა არქიტექტორმა ლასი პეკა ტილანდერმა (Lassi Pekka Tilander) დააპროექტა, ხოლო გარემოს კონცეფცია და გოლფის კლუბის არქიტექტურა პორტუგალიურ CPU Architects-ს ეკუთვნის. გოლფის მოედნის დიზაინი თანაბრად ითვალისწინებს როგორც გამოცდილ პროფესიონალთა, ისე დამწყებ მოთამაშეთა მოთხოვნებს.

ამავე ტერიტორიაზე არის განთავსებული უმაღლესი კლასის რესტორანი, რომელიც თბილისის ულამაზეს ხედებს გადაჰყურებს. რესტორნის მენიუზე ესტონელმა შეფმა ვლადისლავ დჯაცუკმა იმუშავა, რომლის კარიერაც მსოფლიოში წამყვან რესტორნებს ითვლის, მათ შორისაა Tchaikovsky, Mon repos და სხვა.

ცხოვრება თბილისი ჰილსში

 

თბილისი ჰილსში ცხოვრებისთვის მრავალი არჩევანი გაქვთ. პროექტი გთავაზობთ მიწის ნაკვეთებს, უკვე დასრულებულ კერძო სახლებს, თაუნჰაუსებსა და ბინებს. აქ თითოეული შენობის ყოველი დეტალი უმაღლესი ხარისხით შენდება, რათა ყოველი მაცხოვრებელი დაცული იყოს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ეკოსისტემის დაცვაც, რისთვისაც მშენებლობის პროცესში მხოლოდ ევროკავშირში სერტიფიცირებული სამშენებლო მასალები გამოიყენება.

თბილისი ჰილსის ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა ისიც, რომ აქ ყველა სახლსჭკვიანისისტემა ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახლის ყველა ელექტრომოწყობილობა ერთმანეთთან იქნება დაკავშირებული და დისტანციურად მართვას შეძლებთ. ეს ყველაფერი არ არის - რადგანაც ეკოსისტემაზე ზრუნვა პრიორიტეტია, მიწის მფლობელებს საშუალება ექნებათ ნახევრადავტონომიური ელექტრომომარაგების სისტემის დაყენების, რომელიც აშენებულია მზის ელემენტის გამოყენებით და ენერგოდაზოგვითი მასალებით, რაც ხდის მათ უფრო ეკოლოგიურსა და ეკონომიურს.

თბილისი ჰილსის ტერიტორიაზე 60% ბუნებასა და გამწვანებას დაეთმობა. აქ დიდი ნაწილი წიწვოვანი და ფოთლოვანი ხეებითა და მრავალი სახეობის მცენარეებითაა დაფარული. ფოთლოვანი ხეებიდან ტერიტორიაზე ფართოდ გავრცელებულია მუხა, ნუში, აკაკი, იფანი, ნეკერჩხალი და სხვა. დანარჩენი 40% კი საცხოვრებლების მშენებლობას დაეთმობა, რომელშიც სწორედ თქვენ უნდა იცხოვროთ.

 

2019 წლის 7 აგვისტოს, გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ჩაატარა მორიგი კვლევა თბილისის ცენტრში, გმირთა მოედანზე და  თბილისის ცენტრიდან 15 წუთის სავალზე  Tbilisi Hills Golf & Residences ტერიტორიაზე. შედეგებმა აჩვენა, რომ ქალაქის ცენტრში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება დასაშვებ ნორმაზე მაღალია, ხოლო თბილისი ჰილსში ეს მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია.

თბილისი ჰილსი დაპროექტებულია ევროკოდი 8-ის მოთხოვნების შესაბამისად, რაც იმას ნიშნავს, რომ დაცულია სეისმური სტანდარტებიც. ტერიტორიაზე განთავსებულია უსაფრთხოების 24-საათიანი სტანდარტები, ვიდეოკონტროლი და დაცვის სამსახური, რომელიც ტერიტორიაზე შესვლასა და კონტროლს უზრუნველყოფს.

 

Tbilisi Hills Golf & Residences-ის კომპლექსი ჯამში 3000-მდე მაცხოვრებელზეა გათვლილი. ტერიტორიაზე უკვე ცხოვრობს რამდენიმე ოჯახი, რომლებსაც მალე სხვებიც შემოუერთდებიან. აქ ხშირად ტარდება გასართობი ღონისძიებები, კინო ჩვენებები და გოლფის ჩემპიონატები.

 

სახლის შეძენა თბილისი ჰილსში თიბისის დახმარებით, სპეციალური პირობებითაც შეგიძლიათ. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ Tbilisi Hills-ის ოფიციალურ საიტს, სადაც უფრო დაწვრილებით მიიღებთ ინფორმაციას.

კომენტარები