8 ნოემბერი 14 წუთის საკითხავი
Park Home - განსხვავებული კონცეფციის საცხოვრებელი სახლი ქალაქის ცენტრში

ქალაქის ცენტრში მშვიდი და კომფორტული საცხოვრებელი გარემოს მოძიება, სადაც გაერთიანებული იქნება ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის საჭირო ყველა სერვისი და სარეკრეციო სივრცეები, დამეთანხმებითრომ დღეს არც თუ ისე მარტივია. გადატვირთული და ქაოსური ცხოვრების ტემპიდან გამომდინარე, სულ უფრო მეტი ადამიანი ეძებს გარემოს, სადაც შესაძლებელი იქნება განტვირთვა, დასვენება და ცხოვრებისთვის საჭირო ყველა სერვისის მიღება. სწორედ ამ სერვისების ერთიან კონცეფციაში გაერთიანება გადაწყვიტაანაგი დეველოპმენტმადა ახალი კომპლექსი Park Home წარადგინა.

 

სამშენებლო კომპანიაანაგიუკვე 30 წელია სამშენებლო სფეროში წარმატებით მოღვაწეობს. დეველოპმენტის სექტორში გამოჩენა კი სრულიად განსხვავებული კონცეფციით გადაწყვიტა. „ანაგის“ 30 წლიანი წარმატებული საქმიანობის ლოგიკური გაგრძელება, სამშენებლო საქმიანობასთან ერთად, დეველოპმენტის მიმართულებით განვითარებაა.

Park Home „ანაგი დეველოპმენტისპირველი საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც ვაკეში განთავსდება და 8000 კვ. სარეკრეაციო სივრცეს გააერთიანებს. პროექტის კონცეფცია ტრადიციული და თანამედროვე არქიტექტურის ნარევია, რომლის ინფრასტრუქტურა მოიცავს შიდა ეზოს, 3000 კვ..-დე გამწვანებულ ტერასებს, საბავშვო და სპორტულ მოედნებს, 25 მეტრიან აუზს, ფიტნეს დარბაზს, პარკინგს და ლობის კონსიერჟის მომსახურებით. დამატებით Park Home-ის მიმდებარედ მოეწყობა 2 ჰა ფართის პარკი, რომლის განაშენიანებაშიანაგი დეველოპმენტიცმიიღებს მონაწილეობას.

 

ანაგი დეველოპმენტისპრიორიტეტი არ არის რაოდენობა და მასშტაბი. კომპანიის მიზანია თქვას ახალი სიტყვა დეველოპმენტში პროექტების ხარისხით და გამორჩეული კონცეფციითრაც გულისხმობს საკუთარ სარეკრაციო სივრცეს, ჯანსაღი ცხოვრებისთვის აუცილებელ ინფრასტრუქტურას და უსაფრთხოების უმაღლესი სტადარტით აღჭურვილ საცხოვრებელ გარემოს”, - განმარტავენ კომპანიაში.

Park Home პრემიუმ კლასის, ენერგოეფექტური კომპლექსია, სადაც მაქსიმალურად არის დაცული უსაფრთხოების ზომები. კერძოდკომპლექსი აღჭურვილია თანამედროვე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით, რაც გულისხმობს ბელგიური და გერმანული წარმოების კვალგამწოვ ვენტილაციის სისტემას, კიბის უჯრედსა და ლიფტების შახტებში ჰაერის დაწნეხვის სისტემას, ხანძარმედეგ საევაკუაციო კარს, კვამლის და ცეცხლის აღმომჩენ სიგნალიზაციის სისტემას, ხანძარქრობის საშხაპე სისტემას და სახანძრო ჰიდრანტებს.

 

ამასთან, Park Home-ის მაცხოვრებლებსანაგი დეველოპმენტიბინების ჩაბარების სრულიად ახალ სტანდარტს „კომფორტ სტანდარტ +“ სთავაზობს, რაც ბინის კოსმეტიკურ რემონტამდე მიყვანილ კონდიციას მოიცავს ჭკვიანი სახლის ელემენტებით.

კომპანიაანაგიუკვე რამდენიმე წელია წარმატებით თანამშრომლობს თიბისი ბანკთან. დღეს ორი კომპანიის პორთფოლიოში 11-მდე განხორციელებული სამშენებლო პროექტია, მათ შორისაა ორბელიანის და გუდიაშვილის მოედნების რეკონსტრუქცია, თაბორი სასტუმრო და გოლფ კლუბი, თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილების ქარხანა, პეკინი პლაზა, საცხოვრებელი სახლი წერეთელის 117, მწვანე ქალაქი ლისზე და ..

 

Park Home-ის მაცხოვრებლებს თიბისი ბანკის გამარტივებული პირობებით სარგებლობა შეეძლებათთიბისის იპოთეკურ ცენტრსა დაანაგი დეველოპმენტს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, ახალ საცხოვრებელ კომპლექსში თიბისის მომხმარებლებისთვის ბინის შეძენა გამარტივებული პროცესით მოხდება.

 

თიბისი ბანკისთვის სამშენებლო სექტორი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ბანკის ინვესტიციის ჯამური მოცულობა, როგორც სამშენებლო, ასევე დეველოპერულ სექტორში ბოლო ერთი წლის განმავლობაში 132 მილიონ ლარს აჭარბებს.

კომენტარები