12 თებერვალი 10 წუთის საკითხავი
Fast & Shine

ავტომობილებისადმი ჩვენი განსაკუთრებული დამოკიდებულება საქვეყნოდ ცნობილი ამბავია, ავტომობილის სიყვარული ბევრისთვის ოჯახისწევრის სიყვარულსაც უტოლდება. ცნობილია ისიც, რომ ავტომობილის მოვლა ცალკე საქმეა, რომელიც საქართველოში უამრავ პრობლემას უკავშირდება. ნომერ პირველი პრობლემა კი ამ სფეროში სერვისს ეხება. რთული და ხანდახან შეუძლებელია, ჩვენი მოსაწონი ხელოსნისა თუ ავტოსერვისის პოვნა. სწორედ ამიტომ, წარმოგიდგენთ ახალ ჯგუფს - Fast & Shine - რომელსაც, რაც უნდა დაუჯერებელი იყოს - თავისუფლად შეგიძლიათ მიანდოთ თქვენი ავტომობილის მოვლა-რესტავრაცია!

კომპანია Fast & Shine საქართველოში გერმანული კომპანია Lederzentrum-ის ოფიციალური წარმომადგენელია. მისი საქმიანობა საქართველოს ბაზარზე რამდენიმე კომპონენტის მოიცავს: ავტომობილის ინტერიერისა და ექსტერიერის მოვლა-დასუფთავება და დიზაინი; ტყავი ნივთების რესტავრაცია; დითეილინგ-აკადემია, სადაც გერმანიაში სერთიფიცირებული სპეციალისტები ახალგაზრდებს შეასწავლიან მანქანის მოვლას უახლესი მეთოდებითა და საშუალებებით.

„ავტოდითეილინგი ევროპასა და ამერიკაში დიდი ხანია დამკვიდრდა და საკმაოდ შემოსავლიან საქმედაც ითვლება. საქართველოში ეს თითქმის არ არსებობს. არადა, დამიანებს აქვთ სურვილი, თავიანთ ავტომობილს უფრო კარგად მოუარონ, ვიდრე საქართველოს ბაზარი ამის საშუალება იძლევა. შევისწავლეთ ეს პროცეში რუსეთში გერმანიაში, სადაც თავად ვესწრებოდი ტრეინინგებს და სემინარებს, გავაფორმეთ კონტრაქტი გერმანულ კომპანიასთან Lederzentrum და გავხდით მათი წარმომადგენლები საქართველოში. დავიწყეთ ქიმწმენდით და მივედით ავტოდითეილინგამდე, რაც უკვე ბევრ მომსახურებას მოიცავს - ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინი, კერამიკა,პოლირება, ფირების გადაკვრა, ტყავის რესტავრაცია, ორთქლით სალონის წმენდა ფუნჯებითა და ეკოლოგიურად სუფთა ხსნარებით“, - ამბობს კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ირაკლი ბაღოშვილი.

ამჟამად კომპანია Fast & Shine-ის ორ ფილიალში 25 ადამიანია დასაქმებული. მალე დასრულდება მესამე ფილიალის, ტყავის სარესტავრაციო ცენტრის გახსნა, რომელშიც სერტიფიცირებული სპეციალისტები დაამუშავებენ ტყავის ნივთებს.

 

დითეილინგ აკადემიაში კადრების მიღება დაწყებულია. როგორც Fast & Shine-ის დამფუძნებლები ამბობენ, მათი მიზანი საქართველოში ამ სფეროს განვითარება და პროფესიონალი დითეილერების აღზრდაა. შესაბამისად, აკადემია სასწავლებლად იწვევს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც გამოირჩევიან ამ საქმისადმი გულწრფელი ინტერესით, პასუხისმგებლობის გრძნობითა და ადამიანებთან ურთიერთობის კულტურით.

კომენტარები