13 ნოემბერი 21 წუთის საკითხავი
Digital Stress

დაგითვლიათ, დღეში რამდენ სატელეფონო ზარს ან შეტყობინებას პასუხობთ, როგორ რეაგირებთ ერთწამიან ხმოვან სიგნალზე, რომელიც ახალი მეილის წაკითხვას გვაიძულებს, ან უბრალოდ საათში რამდენჯერ დახედავთ ტელეფონს უმიზნოდ.

 

გასულ წელს გერმანიაში ჩატარებული კვლევის მიხედვით დასაქმებული ადამიანი, რომლის მუშაობა ციფრულ ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული, ყოველ ცხრა წუთში ერთ ელექტონულ წერილს იღებს. სხვადასხვა კვლევის მიხედვით, დაბლოკილ ტელეფონს ადამიანი დღეში საშუალოდ ოთხმოცჯერ ხსნის, ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი ალექსანდ მარკოვეტცი 60.000 ადამიანზე დაკვირვებით ამტკიცებს, რომ ისინი დღეში ორსაათნახევარს „ტელეფონში ატარებენ.“ ამასთან, გასული წლიდან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ინტერნეტთამაშებზე დამოკიდებულება დაავადებად მიიჩნია.

ტექნოლოგიურ განვითარების კვალდაკვალ მედიკოსები ისეთ პრობლემებზე მუშაობენ, რომელიც ინტერნეტისა და გაჯეტების უარყოფით გავლენას უკავშირდება. არაერთი კვლევის შედეგი ამბობს, რომ მათი გადაჭარბებული დოზით მოხმარება არა მხოლოდ ფსიქოლოგიურ სტრესს, არამედ ფიზიკურ დისკომფორტსაც იწვევს. ჩვეულებრივი სტრესისთვის დამახასიათებელი სიმპტომები  - გულის აჩქარება, ოფლიანობა, თავბრუსუხვევა ან უძილობა, Digital Stress-ის სიმპტომებიცაა, რადგან ამ შემთხვევაშიც ორგანიზშმი სტრესის ჰორმონი კორტიზოლი აქტიურდება. ამიტომ ექიმების მთავარი რეკომენდაციაა, სწრაფად გადავხედოთ ელექტრონულ მოწყობილობებს, კონტაქტების სიას სმარტფონებში, დღის წესრიგსა და მკაცრად ვაკონტროლოთ დრო, რომელსაც ციფრულ სამყაროში ვატარებთ.

 

პროფესორის საბინე შონერ-ჰირცის აზრით, ციფრულ სამყაროსთან ასეთ შეჩვევას ორი ახსნა აქვს - ადამიანების უმრავლესობა ცნობისმოყვარეა და არცერთი ახალი ამბის გამოტოვება არ სურს და მეორე, უმეტესად ისინი „მარტო დარჩენას“ ერიდებიან და თუნდაც დისტანციურად, მუდმივად სხვებთან კონტაქტს ირჩევენ. ექიმების ნაწილის მტკიცებით კი, რაც უფრო ხშირად ოცნებობს ადამიანი ციფრული სამყაროსგან მოშორებით ყოფნას, ოცნებობს ტელეფონებისა და ელექტოშეტყობინებებისგან გათავისუფლებას ან ისეთ გარემოში ცხოვრებას, სადაც ინტერნეტი ხელმისწავდომი არ არის, ის გაცილებით მეტადაა დამოკიდებული ამ ყველაფერზე.  

 

როცა ელექტონულ წერილებზე პასუხი, დღეში რამდენიმე ათეული საქმიანი სატელეფონო საუბარი და საქმის ელექტონული წარმოება პროფესიისა და ყოველდღიურობის ნაწილია, ციფრული სტრესის რისკი კიდევ მაღალია. ისინი ვინც, ამ ყველაფერს სამუშაო საათების შემდეგაც ასრულებენ, სხვა პრობლემას აწყდებიან- Work-life-confflict, ანუ როცა პირადსა და სამსახურეობრივს შორის სივრცე აღარ რჩება.

ევროპაში ჩატარებული სხვადასხვა კვლევის შედეგად, დასაქმებულ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ Digital Stress რისკის ქვეშ არიან, დაბალი თვითშეფასება აქვთ და ნაკლებ ეფექტიანად მუშაობენ. ამიტომ მენეჯერებმა გამოსავალი მათი ამ სტრესისგან გათავისუფლებაში იპოვეს, კვირაში რამდენიმე საათს თანამშრომლები და ცხადია, მენეჯერებიც ფსიქოლოგებთან ატარებენ ან განტვირთვისთვის ოფისში სხვადასხვა აქტივობას მიმართავენ, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია იოგა.

 

მედინიცაში კი თანდათან მკვიდრდება ტერმინი “Digital Detox,” რომლის ეფექტიანობაზე დისკუსია გრძელდება. „დეტოქსიკაციისთვის“ საგანგებო სმარტფონ აპლიკაციებიც კი არსებობს და თუკი მათ ვენდობით, შესაძლებელია, ციფრულმა სამყარომ გაგვათავისუფლოს ციფრული სტრესისგან. ერთ-ერთია მაში შორის “Offtime.” ამ აპლიკაციის მეშვეობით შეგიძლიათ მითითებული დროის განმავლობაში დაბლოკოთ სმარტფონის ყველა ფუნქცია და დატოვოთ მხოლოდ იმ დროისთვის ყველაზე საჭირო ან აუცილებელი. პაუზის დასრულების შემდეგ ყველა ფუნქციის აღსადგენად აპლიკაცია ერთ წუთ დროს გაძლევთ, რომ მოიფიქროთ, გსურთ თუ არა შესვენების შეწყვეტა. ამავე პრინციპით მუშაობს „Flipd,” თანაც აპლიკაცია მოსახერხებელია სტუდენტებისთვის. ერთჯერადად დაინსტალირებისა და მითითების შემდეგ ის ავტომატურად თიშავს ტელეფონს ლექციების დაწყებამდე რამდენიმე წამით ადრე.

“Forest-ს” სათამაშო პრინციპი აქვს. აპლიკაციის გააქტიურების შემდეგ, ის იმ დროს ითვლის, რა დროსაც ტელეფონს არ ეხებით და არ სარგებლობთ და ამ ხნის განმავლობაში თქვენი ტელეფონის ეკრანზე ვირტუალური ხე იზრდება. სურვილის შემთხვევაში კი პარალელურად შეგიძლიათ უსმინოთ ტყის ხმებს. აპლიკაცია მკაცრად გაფრთხილებთ, რომ თუ თქვენ Facebook- გახსნით, ხე ვერ იცოცხლებს. ეპი ფასიანია და მისი შემქნელები ამტკიცებენ, რომ ეს თანხა რეალურად ტყეების მოვლასა და ახალი ხეების დასარგავად გროვდება.

 

ვისაც“დეტოქსიკაცია“  თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით არ სურს, ექიმებს მათთვის ტრადიციული რეკომენდაციები აქვთ- ნაკლები დრო სატელეკომუნიკაციო მოწყობილობებთან, ნაკლები არასაჭირო აპლიკაცია და ინფორმაცია ტელეფონში, კომპუტერის ხშირი დალაგება, რომ თვალში ზედმეტი არასაჭირო ინფორმაცია არ მოგვხვდეს, სხვადასხვა ინტერესების გაჩენა, ხშირად სეირნობა, გარემოზე დაკვირვება და ასე შემდეგ. დაკავებული ადამიანებისთვის მთავარი რჩევა ერთი უქმე დღის ტელეფონისა და კომპიუტერის გარეშე გატარებაა, გამოსავალი ტელეფონის სხვა ოთახში დატოვება, ან ისეთი ოთახის გამონახვა, სადაც ოჯახის არცერთი წევრი ტელეფონს არ შეიტანს, სასურველია სამსახურებრივი მეილების დაბლოკვა ან გრაფიკის შედგენა, რომელიც ციფრულ სამყაროსთან მუშაობის დროს და ხანგრძლივობას დაარეგულირებს. თუმცა ამ რეკომენდაციების ეფექტიანობაზე ფსიქოლოგები ვერ თანხმდებიან. მათი დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ გათიშული სატელეკომუნიკაციო საშუალებებთან ახლოს, ტვინი დასვენებას მაინც ვერ ახერხებს და „ციფრული მარხვა“ შეუძლებელია.

ავტორი: თამარ ილურიძე

 

კომენტარები