25 სექტემბერი 13 წუთის საკითხავი
ბრიმ თბილისი

რა არის ყველაზე მთავარი, როცა დასასვენებლად სხვა ქალაქში მიდიხართ? ან უბრალოდ, განცალკევება, თავის გარიდება გინდათ სახლისგან, ოჯახისგან, ყოველდღიური რუტინისგან? რა თქმა უნდა, ახალი, კომფორტული, სანდო და სასიამოვნო გარემო, რომელიც მაქსიმალური დასვენების საშუალებას გაძლევთ. სწორედ ასეთია თბილისის უძველეს უბანში, მიხეილ აბდუშელაშვილის ქუჩაზე გახსნილი სასტუმრო Brim Tbilisi, რომელის შემჩნევაც, ამ ქუჩაზე გამვლელებისთვის, შეუძლებელია.

 

Brim Tbilisi საქართველოში პირველი ეკომეგობრული სასტუმროა, რომელიც დიდწილად (60%-80%) მზის ენერგიაზე მუშაობს. ეკოლოგია და გარემოს დაცვა სასტუმროს ქართველ-გერმანელი დამფუძნებლების მიერ შემუშავებული კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

„მომსახურებასთან ერთად, რომელიც, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უმაღლეს დონეზეა ჩვენს სასტუმროში, ეკოლოგია ჩვენი მთავრი პროორიტეტია. ძალიან მალე ვგეგმავთ, ნაგვის დახარისხების პროგრამაში ჩართვასაც. ჩვენთან არსებული კოსმეტიკური საშუალებები, საპნები, შამპუნები თუ დუშგელები, ადვილად გადამუშავებად ქილებშია მოთავსებული. გვინდა, შიდა და გარე სივრცეებშიც შევქმნათ მაქსიმალურად ეკომეგობრული გარემო. ვაპირებთ, ასევე, ელექტრომოპედების და ველოსიპედების ყიდვას, რომლითაც ისარგებლებენ ჩვენი სტუმრები. ვფიქრობთ, ასეთი მიდგომით სხვებსაც ვუბიძგოთ გარემოს დაცვისკენ, რათა ერთად, შეძლებისდაგვარად ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე და გარემოზე, რომელშიც ვცხოვრობთ.“ - ამბობს Brim Tbilisi - ის მარკეტინგის მენეჯერი, ნინო ფალავანდიშვილი.

ეკომეგობრული გარემო ბრიმრესტორნის მთავარი პრიორიტეტიცაა. მრავალფენოვანი მენიუ, საგულდაგულოდ შერჩეული და დამზადებული ქართულ-ევროპული კერძების მთავარი ნიშანი სწორედ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის გემოა. რესტორანი კომპლექსის სახურავზეა განთავსებული და მისი ტერასის ყველა მხრიდან ისტორიული უბნის, ავლაბრის ხედები მოჩანს. როგორც დამფუძნებლები ამბობენ, სასტუმროს ეს ნაწილი, ხედებისა და უნიკალური დიზაინის გამო, სტუმრების ყველაზე საყვარელი ადგილია.

 

დიზაინი Brim Tbilisi-ის მთავარი კომპონენტია, რომლითაც ეს სივრცე თავს დაგამახსოვრებთ. ხელით მოხატული კედლები, საგანგებოდ შერჩეული სტილი, რომელშიც ბროწეულის სიმბოლო დომინირებს, ძველი თბილისის ისტორიულ არქიტექტურასა თუ ფერად გარემოს ასახავს. ამავდროულად, მთელ სივრცეში ხაზგასმული „ევროპულობა“ ისტორიული სიძველისა და თბილისური უნიკალურობის ორგანულ ნაწილადაა ქცეული, რაც ასევე კონცეფციის მთავარი იდეაა:

„სიძველე, რომელიც ქალაქის ამ ნაწილში განსაკუთრებულადაა შემორჩენილი, ძალიან იზიდავს უცხოელ სტუმრებს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, გარემოს ავთენტურობა დიდი დოზით შეგვენარჩუნებინა, ისე, რომ ამ ყველაფერში ევროპაც იგრძნობოდეს. ხარისხით ჩვენ ნამდვილად ვართ ევროპული სივრცე.“ - ამბობს ნინო ფალავანდიშვილი.

 

ამჟამად 52 ნომრიან სასტუმრო კომპლექსში 50 თანამშრომელია დასაქმებული. თუმცა, დამფუძნებლები ამბობენ, რომ ეს საქმის მხოლოდ დასაწყისია. პროექტმა უკვე გაამართლა - სასტუმროს ყველა სტუმარი კმაყოფილი და ნასიამოვნებია. მომავალში კი მათი კომფორტზე ზრუნვას ქართველი და გერმანელი დამფუძნებლები ერთობლივად განაგრძობენ. მთავარი ხომ, როგორც გერმანელები ამბობენ, ქმედებაა და მუდმივი, უწყვეტი ზრუნვა უკეთესი გარემოს შესაქმნელად.

კომენტარები