26 დეკემბერი 36 წუთის საკითხავი
3 წელი დაზღვევის ინდუსტრიაში - თიბისი დაზღვევა

როდესაც იცი რომ „შეცდომები მოსულა", აუცილებლად იქნები ყველასგან გამორჩეული, გამბედავი და ამბიციური, რადგან არ გეშინია სიახლეების, ენდობი საკუთარ თავს, ადამიანებს, მათ შესაძლებლობებს და დარწმუნებული ხარ, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. აკეთებ ბევრს და ფიქრობ კიდევ უფრო მეტს, რადგან სწორედ ასე იბადება საუკეთესო.

 

„მთავარი არის გრძნობა, რომ შეგიძლია და რწმენა, რომ რაღაც ახალს და უკეთესს შექმნი“, — ამბობს ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი, თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორი პაატა ღაძაძე.

სამი წელია, თიბისი დაზღვევა ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და მომხმარებლებს უკვე დაამახსოვრა თავი. ამ მოკლე დროში თიბისი დაზღვევამ შეძლო ერთ-ერთი ყველაზე სანდო, ინოვაციური და სწრაფად ზრდადი კომპანია გამხდარიყო, რასაც სერვისების მრავალფეროვნება, მომხმარებლების რაოდენობა და მათი კმაყოფილების მაჩვენებელი ადასტურებს.

 

“მთავარი მიზანი, რაც ჩვენს გუნდს ჰქონდა, ტრადიციული მიდგომების გარღვევა და ინოვაციურობა იყო. სწორედ ეს არის მიზეზი, რატომ გახდა თიბისი დაზღვევა გამორჩეული კომპანია ამ სფეროში“, — გვითხრა პაატა ღაძაძემ, გენერალურმა დირექტორმა.

პირველი ნაბიჯები — ლიდერი ავტოდაზღვევის სფეროში

 

თავდაპირველად ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა და პატარა კომპანიის შეძენით დაიწყო, რომელიც თიბისი დაზღვევის გუნდმა სულ რაღაც 6 თვეში სრულიად გარდაქმნა. ამ პროცესში დაიბადა ახალი, გამორჩეული ბრენდი და ბაზარზე განახლებული სერვისების გაყიდვა დაიწყო. ის, რითაც პირველივე გამოჩენისას თავი დაგვამახსოვრა, გამბედაობა, მოქნილობა და ინოვაციურობა იყო.

 

ერთ-ერთი პირველი პროდუქტები, რომლითაც თიბისი დაზღვევამ ბაზარზე ოპერირება დაიწყო, სამოგზაურო და ავტოდაზღვევა იყო. სწორედ იმ მიდგომებისა და ხედვის დამსახურებით, რომელიც ყველასგან გამოარჩევს, კომპანიამ ძალიან მალე მოიპოვა ლიდერობა ავტოდაზღვევის ბაზარზე და დღეს დიდი პოპულარობითაც სარგებლობს. ავტოდაზღვევის მიმართულებით კომპანიას ბაზრის 31% აქვს ათვისებული, ხოლო 2018 წელს ყველაზე მეტმა მომხმარებელმა სწორედ თიბისი დაზღვევაში დააზღვია საკუთარი მანქანა. ამ მონაცემებით, კომპანია ავტოდაზღვევის ნაწილში ბაზრის ლიდერია და მომავალში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.

 

პაატა ღაძაძე ფიქრობს, რომ მომხმარებლების მხრიდან ასეთ ნდობას სერვისების სიმარტივე და თანამედროვეობა განაპირობებს: „ჩვენ უბრალოდ კარგად გვესმის მომხმარებლების და მათზე ვზრუნავთ, რადგან მუდმივად მათ გვერდით ვართ, ბოლომდე მივყვებით და არ ვტოვებთ უყურადღებოდ. გარდა ამისა, ვუმარტივებთ ცხოვრებას ჩვენი სერვისებით“, - ამბობს თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორი.

 

თიბისი დაზღვევის მიზანია შეამციროს დრო, რომელიც დაზღვევის შესაძენად არის საჭირო. გარდა ამისა, კომპანიას აქვს ზარალის ყველაზე სწრაფად ანაზღაურების მაჩვენებელი, რაც მომხმარებლებს დროსა და ენერგიას უზოგავს. ამ ეტაპზე, თიბისი დაზღვევა საგზაო შემთხვევების 85%-ს მაქსიმუმ 5 დღეში, ხოლო 48%-ს 3 დღეში ანაზღაურებს.

 

“წელს შემთხვევების 46% დისტანციურად ავანაზღაურეთ. მომავალ წლებში კი ამ მაჩვენებლის გაზრდაზე აუცილებლად ვიმუშავებთ“, — ამბობს პაატა ღაძაძე.

 

ციფრული სერვისები

 

თიბისი დაზღვევამ გამოჩენიდან ძალიან მალე შექმნა პირველი სადაზღვევო ჩეთბოტი - ბი ბოტი, რომელიც მომხმარებლებს ძალიან კომფორტულ და სწრაფ სერვისებს სთავაზობს. მისი დახმარებით შესაძლებელია როგორც დაზღვევის შეძენა, ისე ზარალის ანაზღაურება. ეს ყველაფერი კი მხოლოდ მესენჯერში ბი ბოტისთვის რამდენიმე მესიჯის გაგზავნით ხდება.

თუმცა ბი ბოტის შესაძლებლობები ამით არ იწურება. წარმოიდგინეთ, რომ მოგზაურობის დროს დაგჭირდათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, მაგრამ ხარჯები არ გაქვთ გათვალისწინებული. რა უნდა ქნათ? - ადრე ამ პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო იყო ქოლცენტრში დარეკვა და რთული პროცედურების გავლა. ბი ბოტის დახმარებით კი, ყველაფერი შეიცვალა, რადგან ის ევროასისტენტის სერვისს გთავაზობთ. თუკი ევროპაში ყოფნის დროს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დაგჭირდებათ, შეგიძლიათ მიწეროთ ბი ბოტს მესენჯერში, უთხრათ რომელ ქალაქში ხართ და მარტივად მიიღოთ მომსახურება.

 

ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით, დღეს ყველაზე მარტივი და სწრაფი სერვისები სწორედ თიბისი დაზღვევას აქვს ინტეგრირებული. ბი ბოტთან მიმოწერისას, არამარტო ავტოდაზღვევის, არამედ სამოგზაურო და ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის შეძენაცაა შესაძლებელი, რამდენიმე დღეში კი სამთო-სათხილამურო კურორტებისა და სპორტის მოყვარულებს, ბი ბოტით სრიალის დაზღვევაც შეეძლებათ, რომელიც ტრავმების მიღების შემთხვევაში სამკურნალო ხარჯებს აანაზღაურებს. 

 

ტრადიციული და ინოვაციური პროდუქტები დაზღვევის სფეროში

 

„ჩვენ არ ვფიქრობთ მხოლოდ დღევანდელ დღეზე. ვცდილობთ, გავიხედოთ მომავალში და დღესვე დავიწყოთ ის გრძელვადიანი პროექტები, რომლებსაც გაგრძელება ექნება. ვაპირებთ, რომ ასეთი ხედვა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მეტი პროდუქტი შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს“, - გვითხრა თიბისი დაზღვევის გენერალურმა დირექტორმა.

 

2017 წლიდან თიბისი დაზღვევამ არაერთი ახალი პროდუქტი გამოუშვა. მათ შორის სესხის დაზღვევა, D1 ავტოდაზღვევა, ჯანმრთელობის დაზღვევა, ექსტრა დაზღვევა და სხვა. წელს კომპანიამ განაცხადა, რომ მისთვის პრიორიტეტული სფერო ჯანმრთელობაა. მომხმარებლების დიდი რაოდენობა ელოდებოდა, როდის ექნებოდა თიბისი დაზღვევას ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტი და როგორი იქნებოდა ის.

 

პირველ ეტაპზე, ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობა კომპანიებში დასაქმებულ ადამიანებს შეუძლიათ. ბიზნესებს შეუძლიათ დააზღვიონ საკუთარი თანამშრომლები და საუკეთესო პირობები შესთავაზონ. რა პლუსები აქვს თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის პროდუქტს? - პირველ რიგში, თიბისი დაზღვევამ ყველა ბარიერი, რომელიც ჯანმრთელობის დაზღვევას ახასიათებს, სრულიად მოხსნა. კომპანიების თანამშრომლებს, რომლებსაც ჯანმრთელობა თიბისი დაზღვევაში ექნებათ დაზღვეული, შეუძლიათ თავად აირჩიონ სასურველი სამედიცინო ცენტრი, დაიფინანსონ მკურნალობა საზღვარგარეთ და რაც მთავარია, სამედიცინო ხარჯები აინაზღაურონ ონლაინ, უმოკლეს დროში.

 

კიდევ ერთი სიახლე, რომელიც თიბისი დაზღვევამ დანერგა, ჯანმრთელობის ექსტრა დაზღვევაა. ეს სერვისი 7 კრიტიკულ დაავადებას აზღვევს და მისი შეძენა ფიზიკურ პირებს შეუძლიათ. ექსტრა აზღვევს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა სიმსივნე, ინფარქტი, ინსულტი და სხვა. ამავე სერვისით შესაძლებელია შვილების დაზღვევაც უფასოდ, რაც დამატებითი პლუსია. 

 

წლის მიწურულს, თიბისი დაზღვევამ სერვისების კიდევ უფრო გამარტივების მიზნით, თანამშრომლობა დაიწყო სამედიცინო სერვისების ციფრულ ეკოსისტემასთან REDMED, რომელიც  პაციენტსა და ექიმს ერთმანეთთან აკავშირებს. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, თიბისი დაზღვევის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ არამხოლოდ ხარჯები აანაზღაურონ ონლაინ, არამედ სამედიცინო მომსახურებაც მიიღონ.

„ჩვენ ვმუშაობთ ციფრული ეკოსისტემტების ათვისებაზე და ამის მაგალითია REDMED-თან ჩვენი თანამშრომლობა, რომელიც ხელს შეუწყობს მოხმარებლებისთვის სამედიცინო სერვისების ონლაინ მიწოდებას და პარალელურად, ხარჯების ანაზღაურებას ჩვენი კლიენტებისთვის“, — ამბობს პაატა ღაძაძე.

 

თიბისი დაზღვევის კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა აგროდაზღვევა, რომელიც ფერმერებისთვის უსაფრთხოებისა და დაცულობის გარანტია. ამ მიმართულებით კომპანია კიდევ უფრო აქტიურად აპირებს თანამშრომლობას, რაც მოიცავს ცნობიერების ამაღლებასაც სოფლის მეურნეობაში ჩართული ადამიანებისთვის.

 

„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ფერმერების ცხოვრება გაცილებით უფრო გამარტივდება, როცა მოსავლის დაზღვევას დაიწყებენ. მათ უკვე ესმით, რომ დაზღვევა ისეთივე აუცილებელია, როგორც კარგი ყურძნის მოსაყვანად ვენახის შეწამვლა, მოვლა და პატრონობა“

 

Market Maker

 

განსხვავებულმა მიდგომებმა და სწორად შერჩეულმა სტრატეგიამ, თიბისი დაზღვევა საცალო ბაზრის უპირობო ლიდერად აქცია, რომელსაც ყველაზე დიდი ზრდის მაჩვენებელი აქვს. ის განვითარების ტემპით უსწრებს როგორც კონკურენტებს, ისე ზოგადად ინდუსტრიის განვითარებას.

 

დღეს თიბისი დაზღვევას ყველაზე მეტი ინდივიდუალური მომხმარებელი ჰყავს, რომელთა კმაყოფილების მაჩვენებელი 89,6%-ია.

 

პაატა ღაძაძის აზრით, ეს მათი ხედვის დამსახურებაა, რაც გრძელვადიან პროექტებზე ფიქრსა და მუშაობას გულისხმობს.

ჩვენ პაატა ღაძაძეს ვკითხეთ, რა არის მთავარი, რაც თიბისი დაზღვევას ასეთ წარმატებულ კომპანიად ქმნის, რაზეც მან გვიპასუხა:

 

ადამიანები! ისინი, ვინც აქ მუშაობს, ყოველდღიურად საკუთარ დროსა და ნიჭს უთმობს ამ სფეროს. ყველაზე მთავარი არის ნდობა, რომელიც ჩვენ მათ მიმართ გაგვაჩნია და ის ტალანტი, რომელიც მათ აქვთ“, - ამბობს პაატა ღაძაძე.

ჩვენ ასევე ვკითხეთ: როგორი ადამიანები არიან თქვენი თანამშრომლები?

 

„ჩვენ მათ ვეძახით ბედნიერი პროფესიონალების კლუბს. ჩვენი თანამშრომლები არიან კრეატიული, ადაპტირებადი, მხიარული, პროფესიონალი ახალგაზრდები, რომლებსაც შეცდომების არ ეშინიათ და წინ იყურებიან. ჩვენი მიზანია, მათ ბედნიერი გარემო შევუქმნათ, რაზეც ბევრს ვმუშაობთ, თუმცა კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ჩვენ ვცდილობთ, გავათანაბრობთ სამსახური და სოციალიზაციის ადგილი, რათა კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ თანამშრომლების მოტივაცია“

 

თიბისი დაზღვევა დღეს სადაზღვევო ბაზრის ლიდერია, რომელსაც ყველაზე ციფრული, მარტივი და მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტები აქვს. მომავალში კომპანია კიდევ უფრო მეტად აპირებს გააქტიურებას, რათა ახალ და ლოიალურ მომხმარებლებს გაუმჯობესებული სერვისები შესთავაზოს.

კომენტარები