3 ნოემბერი 21 წუთის საკითხავი
სტარტაპის ფილოსოფია სტარტაპერებისგან



ნატალია სტარტაპის ეტაპზე მარკეტინგული კვლევის მნიშვნელობაზე ილაპარაკებს. ის ასევე ისაუბრებს სტარტაპის მართვისას კვლევასთან დაკავშირებულ ილუზიებსა და რეალობაზე. მსმენელს მოუყვება ბიზნესის „ბრმა წერტილებზე“ და ასწავლის პრაქტიკულად, თუ როგორ აღმოვაჩინოთ „ბრმა წერტილები“ სტარტაპის მართვისას.
 

 

 

როგორ შევაფასოთ სტარტაპის იდეის სიცოცხლისუნარიანობა მის გაშვებამდე? რამდენად „შეკუმშულია“ ჩვენი ბიზნეს იდეის “ზამბარა” და არის თუ არა სტარტაპის შიდა და გარე ფაქტორები მზად იმისთვის, რომ „ზამბარა“ გაიშალოს? როგორ ვივარაუდოთ, ჩვენი სტარტაპი წარმატებული 20%-ის რიგებში მოხვდება თუ წარუმატებელი 80%-ის? როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ წარმატებულ 20%-ში მოვხვდეთ? - ეს ის თემებია, რომლებზეც თენგო ლომიტაშვილი ისაუბრებს.

 
 

 

 

მედეა ტაბატაძე სტარტაპში ადამიანების და გუნდის მართვის თემაზე ისაუბრებს. როგორ შევქმნათ გუნდი, რომელსაც აუცილებლად უნდა “ეყოს 2 პიცა" და შეძლებს ყველაფრის გაკეთება. გვჭირდება თუ არა "გამოცდილი პროფესიონალი" სტარტაპში და როგორ უნდა შევარჩიოთ ის ხალხი, ვისაც აინტერესებს "მაგარი საქმეები" კარგი ხელფასის ნაცვლად; უსტატუსო სტრუქტურა და "ყველაფერშიკების" კულტურა; როდის და რატომ შეიძლება დავკარგოთ გუნდის წევრები და რა ქმნის სტარტაპში მუშაობის სურვილს, მოტივს და ჩართულობას - ეს არის ძირითადი საკითხები, რომლებსაც მედეა ტაბატაძე შეეხება.
 

 

 

თეონას პრეზენტაციის თემაა მისი დედის სტარტაპი ATA, რომელიც მან 55 წლის ასაკში დაიწყო. საზოგადოებასთან ურთიერთობის დახმარებით და პრაქტიკულად არარსებული ბიუჯეტით 10 თვის მანძილზე შეძლო, გაყიდვების 400-ჯერ ზრდა და ბიზნესის დივერსიფიკაცია სხვადასხვა მიმართულებით.

 
 


 

 

ლექციის ამოსავალი წერტილი იდეის კარგ ბიზნესიდეად ჩამოყალიბებაა, რაც ბრენდის შექმნის პირველი და უმთავრესი ნაბიჯია. კარგი ბიზნესიდეა კი კარგი „სტარტია“ და კარგ „სტარტს“ თანმიმდევრული და მიზანმიმართული ბრენდინგი, ანუ საქმის წარმოების კულტურა სჭირდება, რასაც შედეგად მოაქვს - up ცნობადობაში, იმიჯში, რეპუტციაში, გაყიდვებ და შემოსავლებში.

 

 

 


 

 

საუბარი იქნება იმ ძირითად ნაბიჯებსა და გადაწყვეტილებებზე, რომლებზეც სტარტაპერები საკუთარი საქმის დაწყებამდე უნდა ჩამოყალიბდნენ. ეს არის საკითხები, რომელზეც პასუხის გაცემა ძლიერი და გამძლე ბრენდების შემქნის ერთადერთი გზაა.