30 მაისი 10 წუთის საკითხავი
სივრცე ზეტი - სტარტაპერისთვის

ცოტა ხნის წინ თბილისში, „შენი სახლი ჯიქიაზე“ ტერიტორიაზე ახალი სამუშაო სივრცე ზეტი - Space Z გაიხსნა. პროექტის ავტორებმა სტარტაპის შექმნისას მიზნად დაისახეს ახალგაზრდებისთვის ისეთი სამუშაო სივრცის შექმნა, სადაც ისინი 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე, კომფორტულ გარემოში შეძლებდნენ მუშაობას და რაც მთავარია, ხელმისაწვდომ ფასად.

Space Z განკუთვნილია მათთვის, ვინც ახლა იწყებს ბიზნესს ან სხვა სახის საქმიანობას და არ აქვს ფულადი სახსრები ძვირადღირებული ოფისების ყიდვის ან/ქირაობისათვის.

როგორც სტარტაპის შემქმნელები ამბობენ, ადგილმდებარეობა შემთხვევით არ შეურჩევიათ. ეკოლოგიურად სუფთა, დეკორაციებით გამწვანებული უბანი სამუშაო სივრცეს გამორჩეულს და განსხვავებულს ხდის.  

კომპანიის დამფუძნებელი, გიორგი გვაზავა გვამბობს, რომ Space Z-ის ადგილმდებარეობა პროექტის კიდევ ერთ უპირატესობას წარმოადგენს:

„ჩვენთან ძალიან ახლოს მდებარეობს მეტროსადგური „უნივერსიტეტი“. გარდა ამისა, ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსების უამრავი ხაზი ქალაქის ყველა უბნიდან სტუდენტებს და ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, ზედმეტი დანახარჯის გარეშე, მარტივად და სწრაფად მოვიდნენ ჩვენს სივრცეში და კომფორტულ, გამწვანებულ გარემოში იმუშაონ“.

სამუშაო სივრცის ინვენტარზე სტარტაპის შემქმნელებთან ერთად სივრცე ზეტის მომხმარებლებიც ზრუნავენ. ყოველთვიურ შეხვედრებზე ისინი ერთად გეგმავენ, რა სიახლეები შეიძლება შემატონ Space Z-ს, რომ ის სამუშაოდ კიდევ უფრო კომფორტული ადგილი გახდეს. როგორც გიორგი გვაზავა ამბობს, სწორედ ამას ხმარდება  მიღებული შემოსავლის გარკვეული ნაწილი.

„Space Z სტარტაპერისთვის“

 

თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერის“ ფარგლებში, Space Z-ით სარგებლობა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ხდება. „სტარტაპერისა“ და “სივრცე ზეტის“ ერთობლივი შეთავაზების ფარგლებში, დამწყები ბიზნესების წარმომადგენლები სამუშაო სივრცით სარგებლობას კიდევ უფრო ხელმისაწვდომ ფასად, სპეციალური ფასდაკლებით შეძლებენ:

 

კერძოდ, საერთო სამუშაო სივრცეში ერთი თვის აბონემენტის ღირებულება 90 ლარის ნაცვლად, 70 ლარს შეადგენს. ხოლო, შეხვედრების ოთახის 1 სთ-ით სარგებლობის ღირებულება  - 15 ლარს,  20 ლარის ნაცვლად.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის მიღება  Space Z-ის Facebook გვერდზე, ასევე მობილურის ნომერზე - 599373211 შეუძლიათ.

 

სამომავლო გეგმები:

 

სივრცე ზეტი უახლოეს მომავალში თბილისში კიდევ ორი სივრცის გახსნას, ასევე რამდენიმე ახალი პროექტის განხორციელებას გეგმავს. 

 

შეავსე განაცხადი

კომენტარები