22 ივნისი 10 წუთის საკითხავი
რა ტიპის პროგრამული გადაწყვეტები სჭირდებათ ბიზნესებს პროცესების გამარტივებისთვის?

როდესაც მომწოდებელსა და მომხმარებელს ერთმანეთის კარგად ესმით ბიზნეს პროცესები ყოველთვის უფრო მარტივია. ამჯერად, თიბისის პროგრამული უზრუნველყოფის კონკურსის ფარგლებში დეველოპერებს, როგორც მიმწოდებლებს შეუძლიათ  ქართული კომპანიების საჭიროებების შესაბამისად შექმნან პროგრამული გადაწყვეტები, აპლიკაციები თუ სერვისები, რომლებიც ადაპტირებადი იქნება ცალკეული ბიზნესისთვის და გაამარტივებს მათ ყოველდღიურ ოპერაციულ საქმიანობას.

 

მეორე  მხრივ, ბიზნესებს საშუალება ეძლევათ მოძებნონ მათთვის საჭირო სერვისები და თავიანთი მოთხოვნების შესაბამისად შეარჩიონ მომწოდებელი.

 

კონსიერჟ თბილისის სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომობა ისეთ CRM სისტემაზე, რომელსაც პირველ რიგში ექნება კონკრეტული ფასი, იქნება მაქსიმალურად მორგებადი კონსიერჟ თბილისის მიერ შეთავაზებულ მომსახურებებსა და კლიენტების ქცევაზე. მნიშვნელოვანია, რომ მარტივად იყოს შესაძლებელი ყოველი კლიენტის ქცევის შესწავლა და ამის საფუძველზე ინტუიტიურად ახალი სერვისების შეთავაზება. ბაზარზე სხვადასხვა უცხოური საკონიერჟო კომპანიები ძირითადად იყენებენ Salesforce-ს, რომელიც განვითარებადი კომპანიებისთვის საკმაოდ ძვირია, მორგებაც დიდ ინვესტიციასთან არის დაკავშირებული და ცვლილებების შეტანის კუთხითაც ვერ იქნება ისეთი მოქნილი, როგორც საქართველოში დაწერილი CRM.


ნეილ ბარი სერვისის მიმწოდებელი კომპანიაა, შესაბამისად ჩვენთვის მომხმარებელთან ურთიერთობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თუ ჩვენ გვექნება დასაჯავშნი აპლიკაცია, ერთი მხრივ თავად კომპანია დაზოგავს დროსა და ადამიანურ რესურსს, მეორე მხრივ კი კლიენტებს ბევრად უფრო კომფორტულ სერვისს შევთავაზებთ. მთავარი პრობლება ძირითადად ადგილების ნაკლებობაა ხოლმე, რის გამოც ერთი და იგივე ადამიანს რამდენჯერმე უწევს დარეკვა ჩაწერისთვის. აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს უჩვენებს თითოეულ პროცედურაზე თავისუფალ დროს და თან დაჯავშნის შესაძლებლობასაც აძლევს, საჭიროა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველა მსგავსი კომპანიისთვის.


დღის განმავლობაში ფუნდუკში უამრავ ინვოისთან გვიწევს შეხება. ადმინისტრაციის ამ ნაწილს განსაკუთრებულად დიდი დრო მიაქვს. პროცესის ავტომატიზაცია შესაძლებელია ელექტრონული ინვოისების ბაზის შექმნით, რომელშიც მარტივად იქნება შესაძლებელი კომპანიის ფოლდერში შესვლა და ინვოისის პოვნა.

 

სიამოვნებით გამოვიყენებდით აპლიკაციასაც, რომელიც ფიქსირებულ ხარჯებსა და პროდუქტის თვითღირებულებას ავტომატურად დათვლის ან დღიური გაყიდვების ბაზის საფუძველზე გაყიდვების დინამიკას გვიჩვენებს.

 

პროგრამული უზრუნველყოფის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: www.businesstool.ge/Contest/

კომენტარები