27 ნოემბერი 24 წუთის საკითხავი
პირველი სტუდენტური სტარტაპ ბანაკი

 

ქუთაისმა და ბათუმმა პირველ სამდღიან სტუდენტურ სტარტაპ ბანაკს უმასპინძლა, რომელიც Impact Hub Tbilisi-სა და Garage48-ის ორგანიზებით  გაიმართა. პროექტი, რომლის ოფიციალური პარტრნიორია თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერი“, მიზნად ისახავს ინოვაციური იდეების განვითარებას და სტარტაპის დასაწყებად საჭირო ცოდნის გაზიარებას. პროექტის ფარგლებში, ბათუმსა და ქუთაისში უკვე გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები, რომლებიც  ფინალურ ჰაკათონზე, თბილისში, თიბისი ბანკის მხარდაჭერით გაემგზავრებიან.

 

 

 

 

სტუდენტური სტარტაპ ბანაკი ქუთაისში:

 

ესტონელი ტრენერები ძალიან მხიარული, თბილი, უშუალო და რაც მთავარია, თავისი საქმის პროფესიონალები აღმოჩნდნენ.  ანდრესი, კაი და მერეტი ბანაკის გახსნის დღესვე პოზიტივის შემოტანას შეეცადნენ, როცა ქართულ ხაჭაპურზე დაიწყეს საკუთარი შთაბეჭდილებების გაზიარება.

 

 

 

 

 

 

ბანაკის პირველი დღე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის  უნივერსიტეტის  ერთ-ერთ აუდიტორიაში გაიხსნა,  სადაც მომავალი სტარაპერები სამი დღის განმავლობაში მუშაობდნენ.

 

 

 

 

 

taxify-ისა  და Skype-ს შესახებ ვის გსმენიათ?“-  იკითხეს ესტონელმა  ტრენერებმა. გასაკვირი არ იქნება, თუ გეტყვით, რომ  ხელი მთელმა დარბაზმა ასწია, თუმცა, ძალიან  ცოტამ თუ   იცოდა, რომ ეს წარმატებული პროექტები სტარტაპის სახით სწორედ ესტონეთში დაიბადა.