7 თებერვალი 11 წუთის საკითხავი
საქართველოში ყველაზე დიდი სტარტაპ მარკეტი, Mystartup.ge იქმნება

სულ მალე, სტარტაპერები თავიანთი პროდუქციის განთავსებას საქართველოში ყველაზე დიდ ონლაინ სტარტაპ მარკეტზე Mystartup.ge შეძლებენ.

პროექტი თიბისის პროგრამა „სტარტაპერის“ და ელექტრონული კომერციის პირველი პლატფორმის MY.GE-ს  ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება და მის ფარგლებში სტარტაპერები ელექტრონული კომერციის ყველა იმ სერვისით და უპირატესობით ისარგებლებენ, რაც მათ თავიანთი ბიზნესის განვითარებასა და წარმატებაში დაეხმარება.

 

“სტარტაპერისა“ და MY.GE-ს თანამშრომლობის ფარგლებში, სტარტაპერები შემდეგი მომსახურებით შეძლებენ სარგებლობას:

 

  • საქართველოში ყველაზე დიდ ონლაინ მარკეტში საკუთარი პროდუქციის განთავსება;
  • გამართული და სტაბილური გაყიდვების არხი, რომელიც მოიცავს საკურიერო მომსახურებას მთელი საქართველოს მასშტაბით;
  • ონლაინ გადახდები და განვადება;
  • კონსულტაცია მარკეტინგულ კომუნიკაციაში;
  • ტრენინგები რეგიონებში მოქმედი სტარტაპერებისთვის და სპეციალურად მათთვის დაგეგმილი აქტივობები;
  • დამატებითი ფინანსური რესურსების მოსაზიდად, სპეციალურად ინვესტორებისთვის შექმნილ გვერდზე სტარტაპერების შესახებ ინფორმაციის განთავსება;
  • ბრენდირებული ვებ-გვერდი, პრაქტიკულად ნულოვანი დანახარჯებით.

პლატფორმა mystartup.ge აპრილიდან ამოქმედდება, დღეიდან კი დამწყები ბიზნესების წარმომადგენლებს ვებგვერდზე დარეგისტრირება შეეძლებათ.

„გვინდოდა, სტარტაპერებისთვის ისეთი სივრცე შეგვექმნა, რომელიც მათ ყოველდღიურ საქმიანობას კიდევ უფრო გაამარტივებდა და განვითარებაში დაეხმარებოდა.  არ მახსენებდა მსგავსი ონლაინ სივრცე საქართველოში, სადაც დამწყები ბიზნესების წარმომადგენლები ელექტრონული კომერციის ყველა იმ მომსახურებით და უპირატესობით ისარგებლებენ, რასაც მათ სტარტაპერი და My.ge სთავაზობს. დარწმუნებული ვართ, რომ რომ პროექტის მიმართ ინტერესი დიდი იქნება“ - ნიკა ქურდიანი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.

„MY.GE ელექტრონული კომერციის პირველი პლატფორმაა საქართველოში, რომელსაც ყოველთვურად 2.2 მილიონი ვიზიტორი ჰყავს და 8 ვებ-გვერდს აერთიანებს. პროექტის ფარგლებში სტარტაპერებს კიდევ უფრო გავუმარტივებთ ონლაინ გადახდებს მთელი საქართველოს მასშტაბით და შესაძლებლობას მივცემთ სასურველ შედეგს, მინიმალური დანახარჯით მიაღწიონ“ -ნიკა ჩილინდრიშვილი, პროექტის Mystartup ხელმძღვანელი.

 

Mystartup.ge-ს პრეზენტაცია სპეციალურად გამართულ ღონისძიებაზე შედგა, სადაც MY.GE-ს და პროგრამა “სტარტაპერის” წარმომადგენლებმა დამსწრე აუდიტორიას პროექტის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

ონლაინ სტარტაპ მარკეტზე რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: http://www.mystartup.ge/ 

 

კომენტარები