20 აგვისტო 7 წუთის საკითხავი
განახლებული ბიზნეს ინტერნეტ ბანკი

თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკს მომხმარებელთან უკუკავშირის გაანალიზების შედეგად, ორ თვეში ერთხელ ახალი ან გაუმჯობესებული ფუნქციონალები ემატება.

 

 ბიზნეს ინტერნეტბანკში ამ ეტაპისთვის ორი სიახლე დაინერგა:

 

1. მარცხენა მხარეს დაემატა მენიუ, რომელიც ყველა გვერდზე ჩანს და ამარტივებს ნავიგაციას.

2. შეიცვალა გადარიცხვის ფუნქციონალი, ისე, რომ მომხმარებელს რამდენიმე გადარიცხვის განხორციელება სწრაფად და მინიმალური ძალისხმევით შეუძლია.

ბიზნეს ინტერნეტბანკში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა - პაროლის განახლების ფუნქციონალი. თუკი აქამდე მომხმარებელს პაროლის აღსადგენად ფილიალში მისვლა ან ადმინ მომხმარებლის დახმარება სჭირდებოდა, დღეიდან ის ერთჯერადად შეიყვანს მობილურის ნომერს და თავად შეცვლის პაროლს. 

 

ასევე, ლიმიტი მოეხსნა ამონაწერის ექსპორტს. მომხმარებელს უკვე შეუძლია ნებისმიერი პერიოდის ამონაწერი მისთვის სასურველ ფორმატში დააექსპორტოს.

 

ზემოთხსენებული ცვლილებების გარდა, გასწორდა სხვა მცირე ხარვეზებიც, რომლებიც უფრო კომფორტულს გახდის ბიზნეს ინტერნეტბანკის მოხმარებას.

კომენტარები