12 ოქტომბერი 6 წუთის საკითხავი
დაამატე შენი პროგრამული უზრუნველყოფა

წარმოგიდგენთ ონლაინ-პლატფორმას - www.businesstool.ge, რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიაში მოქმედი ბიზნესების დეველოპერებთან და ტექნოლოგიურ პროდუქტებთან დასაკავშირებლად შეიქმნა. აღნიშნულ სივრცეში კომპანიებს შეუძლიათ მოძებნონ, შეადარონ და ამოირჩიონ საკუთარი ბიზნესისათვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა: კომპიუტერული პროგრამა, მობილური აპლიკაცია ან ვებ-სერვისი. შედეგად, მათი ყოველდრიური ბიზნესპროცესები უფრო მოქნილი, ავტომატიზებული და ეფექტური გახდება.

Businesstool.ge კომუნიკაციის ახალი მედიუმია, სადაც ტექნოლოგიური პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიღება, გაცვლა და ერთმანეთთან შედარება ერთ სივრცეში, მარტივად არის შესაძლებელი. ეს არის ახალი არხი, რომელიც დეველოპერებს საშუალებას აძლევს საკუთარი პროდუქტები უფრო ცნობადი გახადონ.

 

ამიტომ, თუ გაქვს ან ქმნი ბიზნესებისთვის საჭირო პროგრამულ უზრუნველყოფას განათავსე ის businesstool.ge-ზე, გახადე შენი პროდუქტი უფრო ხელმისაწვდომი ბიზნესებისთვის და გაზარდე გაყიდვები.

პლატფორმაზე რეგისტრირება საკმაოდ მარტივია.

 

  1. შედი businesstool.ge-ზე;
  2. დარეგისტრირდი ფიზიკურ ან იურიდიულ პირად და შეავსე ყველა აუცილებელი ველი;
  3. მიიღე რეგისტრაციის დადასტურება ელექტრონულ ფოსტაზე;
  4. დაამატე შენი აპლიკაცია.

 

ვერიფიკაციის გავლის შემდეგ შენი პროდუქტი www.businesstool.ge-ს მთავარ გვერდზე გამოჩნდება. დაინტერესებული ბიზნესი კი უკვე პირადად დაგიკავშირდება შენს მიერ მითითებულ მისამართზე.

კომენტარები