18 სექტემბერი 13 წუთის საკითხავი
ბიზნესდაჯილდოება 2019 იწყება

ბიზნესდაჯილდოება 2019 წელს განახლებული ნომინაციებითა და ახალი ფორმატით ბრუნდება.

უკვე მეოთხე წელია, თიბისი ქვეყანაში ყველაზე მასშტაბურ ბიზნესდაჯილდოებას წარმატებით ატარებს.

 

გამარჯვებულები წელს ახალ ნომინაციებში გამოვლინდებიან, ყველა ნომინაცია ისეა შერჩეული, რომ ბიზნესისთვის მნიშვნელოვან ასპექტებს ასახავს.

 

  • საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურებისთვის შექმნისთვის;
  • თანამშრომლებზე განსაკუთრებული ზრუნვისათვის;
  • გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისათვის;
  • საუკეთესო ინოვაციებისთვის;
  • საუკეთესო სტარტაპის შექმნისთვის.

ეს ის 5 ნომინაციაა, სადაც ბიზნესებს მონაწილეობა შეუძლიათ. ამას გარდა, ბიზნესდაჯილდოებას კიდევ ერთი განსაკუთრებული ნომინაცია დაემატა, რომელშიც გამარჯვებულს ჟიური შეარჩევს. ჟიურის გრან-პრი იმ ბიზნესს გადაეცემა, რომელმაც განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია. ამ ნომინაციაში განაცხადის შეტანა აუცილებელი არაა. 

 

სიახლეა ჟიურის მხრივაც, თუ აქამდე ჟიურის წევრების ვინაობა დაჯილდოების ფინალამდე უცნობი რჩებოდა, წელს მათი ვინაობა თავიდანვე საჯაროა. არა მარტო ბიზნესის, არამედ სხვადასხვა სფეროში წარმატებული ადამიანები, იმისთვის შეირჩა, რომ სწორად შეაფასონ მონაწილეები და მათი საქმიანობა.

 

დაჯილდოების პრიზები კი წელს  უცვლელი რჩება. გამარჯვებულები ბიზნესებზე მორგებულ და მათთვის საჭირო ციფრულ სერვისებს აირჩევენ. თიბისი მათ მხარდაჭერას შემდეგი მიმართულებებით სთავაზობს: ციფრული სტრატეგია და ახალი ვებ-გვერდი, ბრენდის სტრატეგია და საიმიჯო კამპანია და  პროგრამული უზრუნველყოფა.

შარშანდელ ბიზნესდაჯილდოებას 6 გამარჯვებული ჰყავდა, მათგან ოთხმა ახალი ვებ-გვერდის შექმნა აირჩია, რაშიც მათ კრეატიული სააგენტო „კონექტი“ დაეხმარა. სააგენტოს პროექტების მენეჯერი ელენე ჭავჭანიძე ამბობს, რომ  ყველა ბიზნესი განსხვავებული სპეციფიკით გამოირჩეოდა და სამუშაოს ერთობლივი პროცესი, ძალიან საინტერესო იყო.

 

„ჩვენ შევხვდით ოთხივე კომანიას, რომ გაგვეგო, როგორია მათი ხედვა და სულისკვეთება, რაც სურდათ, რომ მათ ვებ-გვერდში ასახულიყო. შემდეგ გავაკეთეთ ვებ-გვერდის არქიტექტურის კონცეპტუალური ხაზი და დიზაინი, ე.წ. UX და UI და ვაჩვენეთ დამკვეთებს. ამის შემდეგ დავიწყეთ დეველოპმენტი. რამდენიმე კომპანიის ვებ-გვერდი უკვე სატესტო რეჟიმშია და მალე გაეშვება“.

ერთ-ერთი ასეთი ვებ-გვერდი “Ecotours Georgia”-ს ეკუთვნის; კომპანიას, რომელმაც 2018 წელს წლის ტურისტული ბიზნესის ნომინაციაში გაიმარჯვა. კომპანიის ძირითადი მიმართულება ფრინველებზე დაკვირვების ტურების ორგანიზებაა. ვინაიდან ტურები ძირითადად უცხოელებზეა გათვლილი, ვებ-გვერდიც ინგლისურენოვანი იქნება.

 

„ჩვენს ახალ ვებ-გვერდს ახალი ფუნქციები დაემატა, ახლა უკვე შესაძლებელი იქნება ტურების დაჯავშნა ონლაინ, რაც მნიშვნელოვნად დაგვეხმარება ტურისტების მოზიდვაში. ამას გარდა, ვებ-გვერდი შეიცავს ყველანაირ ინფორმაციას კავკასიის ენდემური ფრინველების შესახებ, ვებ-გვერდის ეს ნაწილი განსაკუთრებით ლამაზი და კრეატიული გამოვიდა“, - ამბობს გიორგი რაჯებაშილი, “Ecotours Georgia”-იას ერთ-ერთი დამფუძნებელი.

 

წლევანდელ ბიზნესდაჯილდოებაზე რეგისტრაცია დღეიდან დაიწყება ვებ-გვერდზე www.businessaward.ge და 8 ნოემბრამდე გაგრძელდება. გამარჯვებულები კი დეკემბერში გამოვლინდება. 

 

კომენტარები