11 დეკემბერი 10 წუთის საკითხავი
ბიზნესდაჯილდოებამ გამარჯვებულები გამოავლინა

სანამ ფინალისტებს შორის გამარჯვებულები გამოვლინდებოდნენ, ბიზნესდაჯილდოებაზე მოწვეულ სტუმრებს ღონისძიების ორგანიზატორები გაუმასპინძლდნენ. საღამო გიორგი ცაგარელმა და   Kordz - მა  ალტისა და ელექტრონული მუსიკის სინთეზით გახსნეს. 

თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ორგანიზებით საქართველოში ყველაზე მასშტაბური ღონისძიების ფინალს 1000 -ზე მეტი სტუმარი დაესწრო. მათ შორის, პროექტში მონაწილე 661 კომპანიის წარმომადგენელი, რომლებსაც ბიზნესდაჯილდოების ფარგლებში ჰქონდათ შესაძლებლობა, წარმატების საკუთარი ისტორია და ფორმულა სხვადასხვა გზით მთელი საქართველოსთვის გაეზიარებინათ. ბიზნესდაჯილდოების სლოგანიც ეს არის  #გააზიარეწარმატება.

გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში ვიცეპრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშილმა, თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ და ჯეოსელის გენერულმა დირექტორმა პაველ სმალინსკიმ დაასახელეს. ჟიურის გადაწყვეტილებით,  6 ნომინაციაში საპატიო ჯილდოები 6 კომპანიას გადაეცა. წლის ინოვაციური ბიზნესის სტატუსი „ფინამ“ მიიღო, წლის ტურისტული ბიზნესი - სასტუმრო „კაბადონი“ გახდა,  წლის აგრობიზნესის ჯილდო -  „ნიბა 2008-მ“  მიიღო, წლის ქართული პროდუქტის ნომინაციაში  „კულამ“ გაიმარჯვა,  წლის  მცირე  ბიზნესის  სტატუსი კი „დასტას“ ხვდა წილად.

 

წლის ინოვაციური ბიზნესი - „ფინა“

 

წლის ტურისტული ბიზნესი - სასტუმრო „კაბადონი“

 

წლის აგრობიზნესის -  „ნიბა 2008“

 

წლის ქართული პროდუქტი - „კულა“

 

წლის  მცირე  ბიზნესი - „დასტა“

კიდევ ერთი ნომინაცია, სადაც გამარჯვებული არა ჟიურის გადაწყვეტილებით, არამედ საყოველთაო ხმის მიცემის შედეგად გამოვლინდა წლის სტარტაპერია,   ეს სტატუსი კომპანია „ჰიპიმ“  მოიპოვა.  

 

წლის სტარტაპერი - „ჰიპი“

„ჯეოსელის“ ორგანიზებით, სპეციალურად დაჯილდოების ფინალისთვის ერთ-ერთი ყველაზე არაორდინალური ნომერი შეასრულეს მოძრაობის თეატრის მსახიობებმა.

დაჯილდოების კულმინაცია  წლის ბიზნესის დასახელება იყო,  ეს ტიტული კომპანია „დიომ“  მიიღო, რომელსაც ჯილდო თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ  მამუკა ხაზარაძემ გადასცა.

 

წლის ბიზნესი - „დიო“

„ბიზნესდაჯილდოება 2017“ დასრულებულია.  მომავალი წლიდან მზადება უკვე რიგით მესამე, მასშტაბური დაჯილდოებისთვის დაიწყება.

 

ავტორი: ხატია შამანაური

ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი / გიორგი ინდუაშვილი

კომენტარები