14 ნოემბერი 25 წუთის საკითხავი
ბიზნეს დაჯილდოება 2018-ის ფინალისტები ცნობილია

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2018-ის ფინალისტი კომპანიების ვინაობა ცნობილია! 6 ნომინაციის 18 ფინალისტის სია ასეთია:

„კენარი“ 14 წლის წინ დაარსდა და ქართულ ოპტიკურ ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უჭირავს. „კენარი“ 30-ზე მეტი ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში.

 

„გროს ენერჯი გრუპი“ - კომპანიის ძირითადი საქმიანობა საინჟინრო-საკონსულტაციო მომსახურებაა, რაც ითვალისწინებს ნებისმიერი პროექტის დამუშავებას კონცეპტუალური ეტაპიდან ექსპლუატაციაში მიღებამდე. მომსახურება ითვალისწინებს როგორც ტექნიკურ, ასევე იურიდიულ მხარეს.

 

„ევროპის უნივერსიტეტი“ - ეს არის ევროპული სტანდარტების, თავისუფალი და თანამედროვე სასწავლო სივრცე, სადაც სხვადასხვა ინტერესის მქონე ახალგაზრდებს იდეების განხორციელების საშუალება აქვთ. კვლევითი ინსტიტუტები, სამეცნიერო ჟურნალები, გაცვლითი პროგრამები და ლაბორატორიები უნივერსიტეტის აკადემიური ნაწილია. პერსონალის ცოდნა სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ექსპერტების დახმარებით მუდმივად ვითარდება.

„ჰერბია“ - ეს არის კომპანია, რომელსაც სასუქის გამოყენების გარეშე, რამდენიმე ჰექტარზე გაშენებულ სათბურებში მწვანილი და ბოსტნეული მოჰყავს. ის პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც პროდუქციის დაფასოება დაიწყო.

 

„გეფერინი“ - კომპანია, რომელმაც 2014 წელს, ჩანთების მასიური წარმოება დაიწყო საქართველოში, რასაც ეტაპობრივად საფულეების, ქამრების, აქსესუარებისა და ფეხსაცმელების წარმოებაც დაემატა. დღეს „გეფერინი“-ს პროდუქცია მსოფლიოს 9 ქვეყანაში გადის.

 

„ნეოფარმი“  საქართველოს ტერიტორიაზე მცენარეული ნედლეულის გამოყენებით ქართულ პრეპარატებს აწარმოებს. „ნეოფარმი“ მხოლოდ ქართული ინვესტიციითა დაარსებული, ქართულ ნედლეულს იყენებს და რეინვესტიციის გზით ვითარდება. კომპანიამ ბოლო 3 წლის მანძილზე 50-მდე ახალი სახეობის მედიკამენტის წარმოება უზრუნველყო.

„თიერსი“ ეკოლოგიისათვის სასარგებლო, საბურავების გადამამუშავებელი კომპანიაა, რომლის მიზანია მწყობრიდან გამოსული უვარგისი საბურავი გადაამუშაოს და მისგან ისეთი სასარგებლო პროდუქტი მიიღოს, როგორიცაა: კაუჩუკის გრანული და ფოლადის ბოჭკო.

 

 „აპოლო 11“ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში ოპერირებს და მისი მიზანი ინტელექტულაური რესურსის უცხოურ ბაზარზე ექსპორტია.

 

Welcome to Georgia - the Musical ტურისტებისთვის შექმნილი ინგლისურენოვანი შემეცნებითი წარმოდგენაა, რომელიც უცხოელ მაყურებელს ერთ სივრცეში აცნობს საქართველოს კუთხეებს, ქართულ ცეკვას, პოლიფონიურ მუსიკას, ისტორიასა და სხვადასხვა ტრადიციას. Welcome To Georgia – The Musical ნელ-ნელა ბრენდად ყალიბდება და მალე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გავა.

“ალტიტუდა” ზღვის დონიდან 3014 მეტრის სიმაღლეზე განთავსებული ბიზნეს ეკო-სისტემაა, რომელიც აერთიანებს რესტორანს, ბიბლიოთეკას, ბიო-საპირფარეშოებს და იტევს 46 ადამიანს. „ალტიტუდა“-მ არა მარტო საჭირო ინფრასტუქტურა, არამედ სრულიად ახალი სამოგზაურო და სარეკრეაციო გამოცდილება შექმნა.

 

„წისქვილი  ჯგუფი“ - 4 სარესტორნო ობიექტის კონცეფცია და ინტერიერი ქართული კულტურის უძველესი ექსპონატებითაა დატვირთული, რაც საქართველოში ჩამოსულ ვიზიტორებს შესაძლებლობას აძლევს ერთ სივრცეში დააგემოვნონ ქართული სამზარეულო, ეზიარონ ქართულ ფოლკლორსა და ნაციონალური ცეკვებს.

 

„Ecotour Georgia“ პატარა ტურისტული კომპანიაა, რომლის საქმიანობაც შემომყვანი ტურიზმია. კომპანიის მიმართულება (Birdwatching, wildlife watching tours)  ფრინველებზე და ზოგადად ველურ ბუნებაზე დაკვირვების ტურიზმია.

„სანტა“ - ალპურ ზონაში არსებული ყველის საწარმო სხვადასხვა სახეობის ყველს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, საკუთარი ნედლეულით, მაღალი სტანდარტების დაცვით ამზადებს.

 

"პანკისი ქემფინგ" - მანანა ქავთარაძე პირველი ქართველი ქალბატონია, რომელმაც პანკისის ხეობაში ბინზესი წამოიწყო და სალაშქრო-სათავგადასავლო, ტურისტული ბანაკი დააარსა იდეით: "პანკისი არ არის საშიში".

 

რადიო „ფორტუნა“ წამყვანი მედია ჰოლდინგია საქართველოში, რომელიც რეიტინგით წამყვან,  განსხვავებული ფორმატის 4 რადიოსადგურს აერთიანებს. ჰოლდინგი უკვე წლებია მსმენელს საინფორმაციო, გასართობ და შემეცნებით პროექტებს სათავაზობს. „ფორტუნას“ წარმატების ისტორიის შექმნაში აქტიურად მონაწილეობს მისი დამფუძნებელი ქალბატონი.

„ფაბრიკა 1900“ გოფრირებული მუყაოს პირველი მსხვილი მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში. აწარმოებს 100% ბიოდეგრადირებად პროდუქციას, რომლის ნედლეულიც გადამუშავებული ნარჩენებისგან მზადდება.

 

„ჯეო მულჩი“ - მულჩირება ნიადაგის მოშიშვლებული, დამუშავებული ზედაპირის ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი ტყე–მასალისგან დამზადებული მულჩით გადაფარვაა. „ჯეო მულჩი“ ამიერკავკასიის მასშტაბით ერთადერთი მულჩის მწარმოებელი კომპანიაა. პროდუქტს დადებითი გავლენა აქვს როგორც ადამიანების ჯანმრთელობაზე და ეკოლოგიურ გარემოზე, ასევე ქალაქის გარეგნულ იერსახეზე.

 

„ანტრე“ - ჯანმრთელი საკვები, ჯანმრთელი ცხოვრებისათვის - ასეთია საქართველოში პრემიუმ კლასის, ფრანგული კაფე-საცხობის მთავარი იდეა. „ანტრე“-ს გადაწყვეტილებით მათი არა მარტო პროდუქტი, არამედ გარემოზე გავლენაც ჯანსაღი უნდა იყოს, ამიტომ ის არის ერთ-ერთი პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც წლების წინ ქაღალდის პარკებისა და ჭიქების გამოყენება დაიწყო. ანტრემ შეძლო და ქართული ბრენდი საზღვარგარეთ გაიტანა,

 

ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულებისათვის წელს პირველად სამი კატეორიის ჯილდოა დაწესებული. გამარჯვებული კომპანიები საკუთარი ბიზნესსაჭიროებიდან გამომდინარე თავად აირჩევენ სამიდან ერთ-ერთს: ციფრულ სტრატეგიასა და ახალ ვებ-გვერდს, ბრენდ სტრატეგიასა და საიმიჯო კამპანიას, ან პროგრამულ უზრუნველყოფას.

 

დამოუკიდებელი ჟიური 18 ფინალისტიდან 6 გამარჯვებულს დეკემბერში გამოავლენს.

 

ბიზნესსფეროში ყველაზე მასშტაბური დაჯილდოება უკვე მესამე წელია ტარდება. საქართველოში ბიზნესის მხარდაჭერასა და ბიზნესსოციუმის განვითარებას ემსახურება. პლატფორმამ 2 წლის მანძილზე 1200-მდე წევრი გააერთიანა, რომლებმაც საკუთარი წარმატების ისტორია მთელს საქართველოს გაუზიარეს.

 

დეტალური ინფორმაცია ფინალისტების შესახებ იხილეთ ბმულზე: www.businessaward.ge/ka/businessaward-2018

კომენტარები