24 ივნისი 15 წუთის საკითხავი
ახალი სივრცე ბიზნეს საზოგადოებისთვის

რა არის საჭირო იმისთვის, რომ კარგი ბიზნეს იდეა წარმატებულ პროექტად იქცეს? — ამ კითხვაზე ვრცელი და მრავალფეროვანი პასუხები არსებობს, თუმცა ყველა მათგანის ერთ სიტყვაში შეჯამებაც შესაძლებელია. ბიზნესში წარმატების მისაღწევად სწორი გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო.

 

თანამედროვე ეპოქაში სხვადასხვა დარგის ბიზნესები ერთმანეთთან მჭიდროდ თანამშრომლობენ, რადგან შეუძლებელია განვითარდეს ერთი ცალკეული კომპანია, თუკი ზოგადი გარემო, ეკონომიკა და ბიზნესის კეთების პროცესი წინ არ მიიწევს.

სწორედ ამის გამო, მსოფლიოს მასშტაბით არაერთი წამყვანი კომპანია ცდილობს ხელი შეუწყოს დამწყებ ბიზნესმენებს მათი კომპანიის განვითარებაში. იქმნება სხვადასხვა პლატფორმები, რომლის მეშვეობითაც ხდება ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, რასაც ემატება შეღავათიანი კრედიტების გაცემა, თანამშრომლობაზე ორიენტირებული კავშირების დამყარება და გაფართოება.

 

თიბისი წლებია ქართველ სტარტაპერებს და დამწყებ ბიზნესმენებს სხვადასხვა პროექტებით გვერდში უდგას, თუმცა ახალი საკომუნიკაციო პლატფორმა B COM სულ სხვა საფეხურზე აიყვანს ბანკისა და ბიზნესების ურთიერთობებს.

 

რა არის ბი კომი?

თიბისი ბიზნესი ბიზნეს საზოგადოებისთვის ახალ სივრცეს ქმნის. B COM არის  პლატფორმა, რომელიც მასში გაწევრიანებულ ბიზნესებს სხვადასხვა სახის ბენეფიტებს სთავაზობს. B COM ხელს შეუწყობს ბიზნესკლიენტებს ბიზნესის შექმნასა და განვითარებაში და გაუმარტივებს ყოველდღიურობას როგორც საბანკო, ისე არასაბანკო სერვისების შეთავაზებით.

 

თქვენ ალბათ არაერთი სერვისის გამომწერები ხართ — ნეტფლიქსის, რათა ყველაზე საინტერესო ფილმები და სერიალები ნახოთ ან New York Times-ის, რათა ყველაზე საინტერესო სტატიები წაიკითხოთ. ეს სია ძალიან გრძელი შეიძლება იყოს.

 

დასავლეთის ბიზნეს სფეროში აპრობირებული პრაქტიკაა, რომ სხვადასხვა კომპანიები B COM-ის მსგავს პლატფორმაზე რეგისტრირდებიან და მათთვის სასურველი სერივისის გამომწერები ხდებიან. რატომ აკეთებენ ამას? — ეს ძალიან დროული კითხვაა.

 

პასუხი მარტივია - მათ კარგად ესმით, რომ ბაზარზე სერვისები, როგორც წესი, ყველა მოთამაშისთვის ერთნაირად არ არის შედგენილი, რადგან შეუძლებელია ისეთი პროდუქტის შექმნა, რომელიც ყველას მოთხოვნილებებს ერთნაირად დააკმაყოფილებს. სწორედ ამიტომ, ბიზნესები ხდებიან ისეთი პლატფორმების წევრები, როგორიც B COM არის და მათთის სასურველი სერვისის გამომწერები.

როგორ გავხდეთ ბი კომის წევრი?

 

B COM-ის შემთხვევაში, შექმნილია სპეციალური ბიზნეს ნაკრები, რომელსაც Fix ჰქვია. FIX ნაკრების გამოწერით, თვეში ფიქსირებულ 10 ან 20 ლარად, თქვენ მიიღებთ შემდეგ პროდუქტებს:

  • ბიზნეს ბარათი
  • ბანკომატიდან თანხის გადაღდება
  • გადარიცხვები ეროვნულ ვალუტაში
  • ინტერნეტ/მობაილ ბანკი და დიჯიპას აპლიკაცია
  • SMS სერვისი

 

ამ ყველაფერს კი დაემატება B COM-ის წევრობის ბენეფიტები, მასში გაწევრიანებულ ბიზნესკლიენტებს საშუალება ექნებათ დაესწრონ:

  • პრაქტიკულ ტრენინგებს და ლექციებს;
  • დარგის ექსპერტებისგან შეიტყონ ბიზნესსფეროში მიმდინარე სიახლეები;
  • მონაწილეობა მიიღონ რეგიონალურ ფორუმებში;
  • ისარგებლებენ მათ ბიზნესებზე მორგებული სპეციალური შეთავაზებებით.

 

ასეთი სერვისი გეხმარებათ ყველაზე აქტუალური პრობლემების და გამოწვევების დაძლევაში, მუდმივად ზრუნავს, რომ იყოთ საქმის კურსში და გარდა ამისა, გთავაზობთ საუკეთესო პირობებს და პრივილეგიებს.

B COM-ში გაწევრიანება ძალიან მარტივია და ამისთვის მხოლოდ Fix-ის გამომწერობაც საკმარისია. აქამდე ასეთი სერვისის გამოწერა საქართველოში არ იყო შესაძლებელი, თუმცა თიბისის ინიციატივით, უკვე ნახსენები B COM ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

 

ავტორი: დიმიტრი სანაია

წყარო: On.ge

კომენტარები