5 მაისი 8 წუთის საკითხავი
აპლიკაციების კონკურსის ფინალისტი - TVIBO

გიორგი გარსევანიშვილი აპლიკაციების კონკურსის კიდევ ერთი ფინალისტია, რომელსაც ტექნოლოგიების სფეროში დიდი გამოცდილება აქვს. ის წარსულში Myvideo.ge-ს თანადამფუძნებელი იყო, შემდეგ კი Cloud 9-ის. ამჟამად Makers.ge-სა და Groom.ge-ს დამფუძნებელია და მათ განვითარებაზე მუშაობს, პარალელურად კი ახალი აპლიკაცია შექმნა, რომელიც თიბისის კონკურსის ფინალში მოხვდა.

 

TVIBO - ასე ქვია გიორგის მიერ შექმნილ აპლიკაციას. მასზე მუშაობა გუნდთან ერთად სექტემბერში დაიწყო და უკვე მნიშვნელოვან შედეგებსაც მიაღწია.

 

“Tvibo განკუთვნილია უსაფრთხოების კამერებიდან ან ნებისმიერი სხვა წყაროდან ვიდეო სიგნალის ქლაუდ სერვისში შენახვის, ანალიზისა და სურვილის შემთხვევაში საჯარო გავრცელებისათვის. მის მომავალს ვხედავთ არა მარტო ვიდეო არქივის შენახვის, არამედ ვიდეო კონტენტის ანალიზის თულების განვითრების მიმართულებით”, - ამბობს გიორგი.

 

აპლიკაციას შეუძლია მოძრაობის დეტექციის შესწავლა, სახის ამოცნობა, მანქანის ნომრების ამოკითხვა და მსგავსი ოპერაციების შესრულება. ასეთი მოწყობილობების ინტეგრაციისთვის გუნდმა სამუშაოები უკვე ჩაატარა და ძალიან მალე მის იმპლემენტაციასაც შეძლებენ.

 

გიორგი გარსევანიშვილი ფიქრობს, რომ თიბისის აპლიკაციების კონკურსი მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ის სტარტაპერებს ეხმარება მოტივირებაში და ენთუზიაზმის ამაღლებაში.

 

კონკურსი თავისთავად ძალიან კარგია. ხანდახან ახალი აპლიკაციის კეთების პროცესში სტარტაპერებს ენთუზიაზმი უნელდებათ და ასეთი კონკურსები მნიშველოვანწილად აბრუნებს მათ ჩვეულ ფორმაში“, - ამბობს გიორგი.

 

გამარჯვების შემთხვევაში, გიორგი აპლიკაციის განვითარებაზე უფრო აქტიურ მუშაობას აპირებს, მოგებულ პრემიას ინვესტიციის სახით მის დახვეწაში ჩადებს.

 

„რაც შეეხება გამარჯვებულის სტატუსს, ის დაგვეხმარება ცნობადობის ამაღლებაში და ამ მხრივ ძალიან შეგვიწყობს ხელს“, - გვითხრა გიორგიმ.

 

კომენტარები