22 ივლისი 17 წუთის საკითხავი
„ალგანი-სტარტაპერისთვის“

დაცვის კომპანია „ალგანი“ და თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერი“ დამწყები ბიზნესების წარმომადგენლებისთვის ერთობლივ პროდუქტს - „ალგანი-სტარტაპერისთვის“ ქმნიან. შეთავაზების ფარგლებში, სტარტაპერები კორპორატიული უსაფრთხოების დაცვის სერვისებზე განსაკუთრებული ფასდაკლებითა და პირობებით შეძლებენ სარგებლობას.

 

„ალგანის“ შესახებ

 

კომპანია „ალგანის“, როგორც სტარტაპის ისტორია 15 წლის წინ, ოთხი თანამშრომლით დაიწყო. დღეს „ალგანი“ საქართველოში ლიდერი კომპანიაა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ბაზარზე  და მის გუნდს  1 800 პროფესიონალი კადრი  წარმოადგენს, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით 6000-მდე მომხმარებლის უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფენ.

„ალგანი“ უსაფრთხოების სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სრულყოფილ მომსახურებას სთავაზობს შემდეგი მიმართულებით: ცოცხალი ძალა, პირადი დაცვა, საგანგაშო ღილაკი, სიგნალიზაცია, ღონისძიების უსაფრთხოება, ტვირთის გაცილება, ვიდეოკონტროლი, GPS კონტროლი და სხვა.

 

„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მომხმარებლებს გავუმარტივოთ „ალგანის“ სერვისებით სარგებლობა. სწორედ ამიტომ, პროცესები ძალიან გამარტივებული გვაქვს, ზედმეტი ბიუროკრატიული მიდგომების გარეშე“, - ამბობს „ალგანის“ საოპერაციო დირექტორი, თამარ ხავთასი.

„ალგანის“ სიძლიერე მისი გუნდია. 1 800 პროფესიონალი კადრი, რომლებსაც ამ სფეროში მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს, მუდმივად გადის გადამზადების კურსებს იმისთვის, რომ მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურება შესთავაზოს.

 

„ალგანს“ უსაფრთხოების სფეროში მომუშავე სხვა კომპანიებისგან კიდევ რამდენიმე ფაქტორი გამოარჩევს, რაც მას კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს.

 

„ალგანი“ ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, უსაფრთხოების დაცვის სფეროში, რომელიც მომხმარებელს მასთან თანამშრომლობის დაზღვევას სთავაზობს. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანია მომხმარებელს ზარალს სრულად უნაზაღაურებს (20 000 ლარის ფარგლებში, სასამართო დავის გარეშე), თუ კი ობიქტის სათანადოდ დაცვა ვერ განხორციელდა და ფიზიკურ ან იურიდიულ პირს რაიმე ტიპის ზიანი მიადგა.

 

„ალგანის“ კიდევ ერთი უპირატესობა მისი ოპერატიული ჯგუფია. „ალგანი“ერთადერთი კომპანიაა კერძო დაცვის სფეროში, რომელმაც  ფეხით მოსიარულე და მოტო პატრულის მომსახურება დანერგა თბილისის უბნებში. რეაგირების ჯგუფები პიკის საათებშიც კი ოპერატიულად ემსახურებიან მომხმარებელს და მინიმალურ დროში ახერხებენ დანიშნულების ადგილზე მისვლას.

 

„ალგანი“ ემსახურება როგორც პატარა, ისე საშუალო და დიდ კომპანიებს  მთელი საქართველოს მასშტაბით, ამ მხრივ კომპანიას სეგმენტური შეზღუდვა არ აქვს. უახლოეს მომავალში კომპანია რეგიონებში კიდევ უფრო გაფართოებას და თანამშრომლების რაოდენობის გაზრდას გეგმავს.


„ალგანი-სტარტაპერისთვის“

 

პროგრამა „სტარტაპერი“ და დაცვის კომპანია „ალგანი“ დამწყები ბიზნესების წარმომადგენლებს  შესაძლებლობას აძლევენ, საკუთარი ბიზნესის უსაფრთხოება „ალგანის“ დახმარებით, ხელმისაწვდომ ფასად უზრუნველყონ.

 

„ალგანი“ დაარსების დღიდან ზრუნავს დამწყები ბიზნესების განვითარებაზე. კომპანიამ სტარტაპერობის პერიოდი რამდენიმე წლის წინ თავადაც გაიარა, ამიტომ კარგად გვესმის, რა გამოწვევებთან არის დაკავშირებული ბიზნესის წამოწყება და რამდენად მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე ნებისმიერი ტიპის მხარდაჭერა და ხელშეწყობა. გვინდა, სტარატერებს ის სერვისები თუ პროდუქტები შევთავაზოთ, რომელიც მათ ბიზნესს რისკებისგან დააზღვევს, მათ ყოველდღიურ საქმიანობას კიდევ უფრო გაამარტივებს და რაც მთავარია, ეს შეთავაზება იყოს მათთვის ფინანსური კუთხით ხელმისაწვდომი“, - ამბობს თამარ ხავთასი.

„ალგანი“ უსაფრთხოების მიმართულებით ნებისმიერი ტიპის მომსახურებას დამწყებ ბიზნესებს სპეციალური პირობებითა და ფასდაკლებით სთავაზობს. ამისათვის, სტარტაპერებმა განაცხადი მითითებულ ბმულზე უნდა შეავსონ, რის შემდეგაც მათ „ალგანის“ წარმომადგენელი დაუკავშირდება. მომსახურების ღირებულება სტარტაპის კონკრეტული საჭიროების მიხედვით განისაზღვრება, თუმცა ნებისმიერი სერვისი თვითღირებულების ფასად იქნება ხელმისაწვდომი.

 

„ალგანის“ სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია კომპანიის ვებ-გვერდზე: www.algani.ge

კომენტარები