20 ივნისი 28 წუთის საკითხავი
ჭკვიანი ოფისი

რამდენიმე თვის წინ საქართველოში კომპანია „სიგმა-ჭკვიანი ოფისი“ გამოჩნდა, რომელიც ბიზნესებს საქართველოს ბაზარზე სრულიად ინოვაციურ მომსახურებას სთავაზობს. მათ, ვისაც ბიზნესის წარმატებისთვის ადმინისტრაციული საკითხების მოსაგვარებლად ფინანსური  რესურსი ან ამ მიმართულებით გამოცდილება არ აქვს, ყველა ამ საკითხს „ჭკვიანი ოფისის“  პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი მოუგვარებს. ოფის-მენეჯერის, პერსონალური ასისტენტის, ბუღალტრის, იურისტის მომსახურება, სამუშაო სივრცე, შეხვედრების ოთახი  - ეს იმ სერვისების არასრული ჩამონათვალია, რასაც „სიგმა ჯგუფი“ კლიენტებს სთავაზობს.

 

 „ჭკვიანმა ოფისმა“ პროგრამა „სტარტაპერთან“ ერთად უკვე შექმნა სპეციალური პაკეტი, რომელიც დამწყებ ბიზნესებს მომსახურებას განსაკუთრებული პირობებითა და შეღავათიანი ტარიფებით სთავაზობს.

 

რას გულისხმობს „ჭკვიანი ოფისის“ კონცეფცია, როგორ მუშაობს ის და რას მოიცავს „სიგმა-სტარტაპერისთვის“ პაკეტი - დეტალებზე „სიგმა ჯგუფის“ გენერალური დირექტორი, გუგა აბაშიძე საუბრობს.

რა მომსახურებას სთავაზობს ჭკვიანი ოფისი“ მომხმარებელს   და როდის გამოჩნდა  კომპანია ქართულ ბაზარზე?

 

„სიგმა ჯგუფი“  პირველი ქართული  „ჭკვიანი ოფისია“, რომელიც აერთიანებს მომსახურების სრულყოფილ პაკეტს ბიზნესებისთვის: ფიზიკურ და იურიდიულ მისამართს, ოფის-მენეჯერის, (გამოყოფილი ტელეფონის ნომერი, რომლითაც ოფისის მენეჯერი კომპანიის სახელით უპასუხებს ზარებს), პერსონალური ასისტენტის, ბუღალტერის, იურისტის მომსახურებას, ასევე სამუშაო სივრცესა და შეხვედრების ოთახებს. სერვისი განკუთვნილია ყველა ტიპის და ზომის ბიზნესისთვის.

 

„ჭკვიანი ოფისის“ კონცეფცია ეფუძნება ბიზნეს-პროცესების სრულ ოპტიმიზაციას და მათ ეფექტურად წარმართვას. ჩვენ ე.წ. სტარტაპ-ეტაპი 2 წლის განმავლობაში სწორედ ამ პროცესების გამართვას მოვანდომეთ. აქტიურად ვმუშაობდით კონცეფციის დახვეწასა და პროფესიონალი გუნდის დაკომპლექტებაზე.  მარკეტინგული აქტივობები რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ, მას შემდეგ რაც დავრწმუნდით, რომ ჩვენი პროდუქტი სრულყოფილია და მისი ბაზარზე გატანისთვის მზად ვართ. რამდენიმე კვირაში დავნერგავთ „ჭკვიანი ოფისის“  სოფტს, რისი საშუალებითაც ყველა სერვისის დაჯავშნას ჩვენი კლიენტები ონლაინ შეძლებენ.

 

უფრო დეტალურად რომ გვითხრათ, რას გულისხმობს „ჭკიანი ოფისის“ კონცეფცია?

 

„ჭკვიანი ოფისის“ შექმნის იდეა  ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე გამიჩნდა.

 

სამწუხაროდ, დღესდღეობით საქართველოში ძალიან ბევრი იდეა ვერ იქცევა სტარტაპად. ამის მიზეზი ხშირ შემთხვევაში, ფინანსური რესურსის ნაკლებობა ან არ არსებობაა. საწყის ეტაპზე ბიზნესს სჭირდება საკუთარი ოფისი, კადრები და სხვადასხვა პროფესიული მომსახურება, რაც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. საერთაშორისო კვლევების თანახმად, სტარტაპერები თავისი დროის 50%-ზე მეტს არაძირითად ბიზნესაქტივობებზე  ხარჯავენ და სამწუხაროდ, ძალიან ცოტა დრო რჩებათ ბიზნესის განვითარებისთვის. „ჭკვიანი ოფისის“ საშუალებით კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ, სრულად კონცენტრირდნენ თავიანთ ძირითად  საქმიანობაზე და მინიმუმამდე დაიყვანონ ბიზნესხარჯები, რისკები და გაზარდონ ეფექტურობა.

 

 

ჩვენ კომპანიებს ვთავაზობთ მათზე მორგებულ, ინდივიდუალურ პაკეტებს. ეს გულისხმობს ჩვენს ჩართულობას საოპერაციო დაგეგმვის, საგადასახადო კონსულტაციების, ფინანსური დაგეგმარების, ბიზნესმოდელირების კუთხით. ჩვენი გამოცდილი გუნდი ზრუნავს იმაზე, რომ კომპანია ეფექტურად განვითარდეს და საკუთარი რესურსით გააგრძელოს ბაზარზე ოპერირება.

ვინ არიან ჭკვიანი ოფისის თანამშრომლები, ვისაც კლიენტებმა საკუთარი ბიზნესი უნდა ანდონ?

 

ჩვენი გუნდი ამ ეტაპზე 14, სხვადასხვა სფეროს გამოცდილი ექსპერტებისგან არის დაკომპელქტებული.  თანამშრომლები  უფრო მეტად ორიენტირებულნი არიან  კლიენტების მომსახურებაზე, ჩვენ უკან კი რამდენიმე დიდი კომპანია დგას, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები სხვადასხვა საკითხის მოგვარებაში.

 

„ჭკვიანი ოფისი“ ემსახურება ორ სეგმენტს: ვისაც, არ აქვს რესურსი, რომ ადმინისტრაციული ხარჯები დაიფინანსოს და მათ, ვისაც ამის საჭიროება არ აქვს.  გვეამაყება, რომ   რამდენიმე კლიენტი, ვინც ჩვენთან თანამშრომლობა სტარტაპერობის პერიოდში დაიწყო, დღეს უვკე რამდენიმემილიონიან საინვესტიციო პროექტს ახორციელებს. 

 

ამ ეტაპზე ვემსახურებით 20-მდე კომპანიას, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით ოპერირებენ. ესენი არიან სტარტაპები, მცირე და საშუალო ბიზნესები  და უცხოური კომპანიებიც კი. მრავალფეროვანია კომპანიების  საქმიანობის სფეროებიც: სამშენებლო ბიზნესი, საცალო ვაჭრობა, ტურიზმი და ა.შ.

 

პროგრამა „სტარტაპერთან“ ერთად ახლახან  შექმენით სპეციალური პროდუქტი „სიგმა-სტარტაპერისთვის“. რას გულისხმობს  ერთობლივი შეთავაზება და რამდენად ხელმისაწვდომია  ის მათთვის, ვინც ახლა იწყებს ბიზნესს?

 

ამ ეტაპზე გვაქვს სამი ტიპის პაკეტი, რომელსაც ბიზნესებს ვთავაზობთ. მინიმალური პაკეტის ფასი  600 ლარიდან იწყება და ადის 2,000 ლარამდე.  

 

რაც შეეხება“ პაკეტს - „სიგმა სტარტრაპერისთვის“, რომელიც თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპეთან“ თანამშრომლობით სპეციალურად დამწყები ბიზნესებისთვის შევქმენით, მისი ფასი მინიმალური პაკეტის ფასის იდენტური დავტოვეთ (600 ლარიდან) თუმცა, მასში მომსახურების ბევრად უფრო ფართო სპექტრი გავაერთიანეთ.

 

გარდა სტარტაპის მიმდინარე საქმიანობისა, „სიგმა სტარტრაპერისთვის“ ფარგლებში, დამწყებ ბიზნესებს ვეხმარებით კომპანიის დარეგისტრირებაში, საოპერაციო გეგმის შემუშავებაში, ბუღალტრული და საგადასახადო სისტემების აწყობასა და კონსულტაციაში, ასევე ფინანსური და ბიზნესმოდელირების მიმართულებით.

 

სტარტაპერებს ჩვენთან თანამშრომლობის შედეგად ექნებათ  გამოყოფილი ტელეფონის ნომერი, ფიზიკური და იურიდიული მისამართი, სამუშაო სივრცე, ე.წ. ბოქს ოფისები, ეყოლებათ პერსონალური ასისტენტი, რომელიც შეასრულებს სტანდარტულ ბიზნესდავალებებს. ჩვენ დავეხმარებით დამწყებ ბიზნესებს მარკეტინგული მიმართულებითაც, რას გულისხმობს კორპორაციულ შეთავაზებისა და  კომპანიაზე პრეზენტაციის მომზადებას. აქტიურად ვთანამშრომლობთ რამდენიმე მედიასაშუალებასთან და  კლიენტებს მათი პროდუქტების და მომსახურების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაშიც ვეხმარებით.

 

სპეციალურ შეთავაზებაზე დეტალური ინფორმაციის მოძიება და რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: www.startuperi.ge

 

როგორია „ჭკვიანი ოფისის“ სამომავლო გეგმები?

 

სამი მიმართულებით ვგეგმავთ განვითარებას. პირველი - ეს არის ახალი პროდუქტების დამატება. ვაპირებთ  ტრენინგ-ცენტრის გახსნას, რომელიც უფრო მეტად აქცენტირებული იქნება სწავლების თანამედროვე მეთოდებზე, ვორქშოპებსა და სიმულაციებზე. მეორე - ეს არის გეოგრაფიული განვითარება.  წლის ბოლოს ვგეგმავთ ფილიალების გახსნას ბათუმსა და თელავში. მესამე - აქტიურად ვმუშაობთ  ჩვენი მომსახურების არეალის გაფართოებაზე.  ამ ეტაპზე, გარდა სტანდარტული პაკეტებისა, გვაქვს პაკეტები ფრილანსერებისთვის, ტრენერებისთვის... გვინდა, უახლოეს მომავალში შეთავაზებები სეგმენტურად უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ.

 

 

კომენტარები